... (S-1418), XVII ს.

57. რაცა: ვჰკითხეთ: არა: ვიცი: ესმა: ანუ: არ: ისმენდა჻ ვარდი: ერთგან: შეეწება: მარგალიტსა: არ: აჩენდა჻ გუელნი: მოშლით: მოეკეცნეს: ბაღი: შეღმა: შერაშენდა჻ მზე: ვეშაპსა: დაებნელა: ზედა: რადმცა: გაგვითენდა჻

58. ვერა: დავჰყარეთ: პასუხი: ჩვენ: საუბრითა: ჩვენითა჻ ვეფხი: ავაზა: პირქუშად: ზის: წყრომა: ვერ: უგრძენითა჻ კულაცა: ვაწყინეთ: ატირდა: მჩქეფრად: ცრემლისა: დენითა჻ არა: ვიციო: მიმიშუი: ეს: ოდენ: გვითხრა: ენითა჻

59. დავსხედით: და: მის: თანავე: ვიტირეთ: და: ცრემლი: ვლამეთ჻ რაცა: გვეთქვა: შევინანეთ: სხვამცა: რაღა: შევიწამეთ჻ ძლივ: ვიაჯეთ: დადუმება: დავადუმეთ: დავაამეთ჻ ჩუენ: მივართუით: ხილი: რამე: მაგრა: ვერა: ვერ: ვაჭამეთ჻

60. უსენ: იტყვის: ბევრ: ათასნი: ჭირნი: ამან: ამიჴოცნეს჻ ესე: ღაწუნი: მზისად: კმანან: კაცთაგანმცა: ვით: იკოცნეს჻ უმართლეა: ვერ:მჭურეტელმან: თუ: პატიჟნი: იასოცნეს჻ მე: თუ: შვილნი: მირჩევნიან: ღმერთმან: იგი: დამიხოცნეს჻

61. მას: უჭურიტეთ: დიდი: ხანი: წამოვედით: სულთქმით: ახით჻ შეყრა: გვიჩნდის: სიხარულად: გაყრა: დიდად: ვივაგლახით჻ ვაჭრობისა: საქმისაგან: მოვიცალით: იგი: ვნახით჻ გული: ჩუენნი: გაუშვებლად: დაეტყვევნეს: მისით: მახით჻

უსენისაგან გამჟღავნება ნესტან დარეჯანისა წინაშე მეფის:

62. რა: გამოხდა: ხანი: რამე: გამოვიდა: ღამე:დღენი჻ უსენ: მითხრა: არ: მინახავს: ძოღან: დღიდგან: მეფე: ჩვენი჻ მივაზირებ: წავალ: ვნახავ: უდარბაზო: უძღვნა: ძღვენი჻ მოვახსენე: დია: ღ~ო: ბრძანებაა: ეგე: თქუენი჻

63. უსენ: ტაბაკსა: დააწყო: მარგალიტი: და: თუალები჻ დავვედრე: დარბაზს: დაგხვდების: დარბაისელი:მთურალები჻ მომკალ: თუ: ამა: ქალისა:საქმესა: არ: ეკრძალები჻ კულა:შემომფიცა: არ: ვიტყვი: თავსაცა: მეცეს: ჴმალები჻

64. უსენ: მოვიდა: ჴელმწიფე: დახუდა: ნადიმად: მჯდომელი჻ უსენ: არიფი: მეფისა: მეფეა: მისი: მდომელი჻ წინა: მიისუა: შეიძღუნა: ძღუენი: მიართვა: რომელი჻ აწ: ნახეთ: მთურალი: ვაჭარი: ცქაფი: უწრფელი: რომელი჻

65. რა: მეფემან: უსენს: წინა: სუა: მრავალი: დოსტაქანი჻ კულა:შესუეს: და: კულა: აივსნეს: სხვა: ფარჩნი: და: სხვა: ჭიქანი჻ დაავიწყდა:იგი: ფიცი: რა: მუსაფნი: რა: მაქანი჻ მართლად: თქმულა: არა: მართებს: ყუავსა: ვარდი: ვირსა: რქანი჻

66. უთხრა: დიდმან: ჴელმწიფემან: უჭკვოსა: უსენ: მთურალსა჻ დია: მიკუირს: საძღვნოდ: ჩვენად: სით: მოიღებ: ამა: თვალსა჻ მარგალიტსა: დიდროანსა: უმგზავსოსა: ჰპოებ: ლალსა჻ ვერ: გარდვიხდი: თავმან: ჩემმან: ძღვენთა: შენთა: ნაათალსა჻

67. თაყუანი: სცა: უსენ: ჰკადრა: ჰე: მაღალო: ჴელმწიფეო჻ ზეცით: შუქთა: მომფენელო: მარჩენელო: არსთა: მზეო჻ რაცა: სხუა: მაქუს: ვისი: არის: ოქრო: თუნდა: საჭურჭლეო჻ დედის: მუცლით: რა: გამამყუა: მბოძებია: თქუენგან: მეო჻

68. ამას: გკადრებ: თავმან: თქუენმან: არა: გმართებს: მადლი: ძღვნისა჻ სხუა: რამე: მითქს: სასძლო: თქუენი: შესართავი: თქუენის: ძისა჻ მას: უცილოდ: დამიმადლებთ: ოდეს: ნახოთ: მსგავსი: მზისა჻ მაშინ: მეტად: გაამრავლოთ: თქუენ: ბრძანება: ნეტარძისა჻

69. რას: ვაგრძელებდე: გატეხა: ფიცი: სიმტკიცე: სჯულისა჻ უამბო: პოვნა: ქალისა: მჭურეტთაგან: მზედ: სახულისა჻ მეფესა: მეტად: იამა: მიეცა: ლხინი: გულისა჻ უბრძანა: დარბაზს: მოყვანა: სრულქმნა: უსენის: თქმულისა჻

70. მე: აქა: ჩემსა: ამოდ: ვჯე: მუნამდის: არ: მიკუნესია჻ შემოდგა: კარსა: მეფისა: მონათა: უხუცესია჻ თანა: ჰყუა: მონა: სამოცი: ვით: ჴელმწიფეთა: წესია჻ მოვიდეს: დია: გავჰკუირდი: ვთქუი: რამე: საქმე: ზესია჻

71. მისალამეს: ფატმან: მითხრეს: ბრძანებაა: ღ~თისა: სწორთა჻ დღეს: რომელი: უსენ: შესძღუნა: ქალი: მსგავსი: მზეთა: ორთა჻ აწ: მოგგუარე: წავიყვანოთ: ვლა: არ: გვინდა: გზათა: შორთა჻ ესე: მესმა: დამტყდეს: ცანი: რისხვით :ეცა: გორთა჻

72. მე: გაკუირვებით: კულა: ვკითხე: რა: ქალი: გინდა: რომელი჻ მათ: მითხრეს: უსენ: შემოსძღუნა: პირი: ელვათა: მკრთომელი჻ არას: მარგებდა: დაესკუნა: დღე: ჩემი: სულთა: მჴდომელი჻ ავთრთოლდი: ავდეგ: ვეღარა: ვერცა: ქვე: ვიყავ: მჯდომელი჻

73. შეველ:ვნახე: იგი: ტურფა: მტირალად: და: ცრემლ:დასხმულად჻ ვჰკადრე: მზეო: ბედმან: შავმან: ვით: მიმუხთლა: ხედავ: რულად჻ ცა: მობრუნდა: რისხუით: ჩემკენ:იავარმყო: ამფხურა: სრულად჻ შემასმინეს: მეფე: გითხოვს: ვარ: ამისთუის: გულმოკლულად჻

74. მან: მითხრა: დაო: ნუ: გიკვირს: ეგე: რაზომცა: ძნელია჻ კარგი: რამ: მჭირდეს: გიკვირდეს: ავი: რა: საკვირველია჻ ბედი: უბედო: ჩემზედა: მიწყივ: ავისა: მქნელია჻ სხუადასხუა: ჭირი: ჩემზედა: არ:ახალია: ძველია჻

75. თუალთათ: ვითა: მარგალიტი: გარდმოყარა: ცრემლი: ჴშირი჻ ადგა: ასე: გულ:უშიშრად: ვეფჴი: იყო: ანუ: გმირი჻ ლხინი: ლხინად: არად: უჩნდის:მართ: აგრევე: ჭირად: ჭირი჻ მთხოვა: გარე: აჯალითა: მოიბურა: ტანი: პირი჻