... (S-1418), XVII ს.

38. ავთანდილ: გავლო: ქალაქი: მით: უებროთა: ტანითა჻ ზღვის: პირსა: სახლი: ნაგები: დგეს:ქვითა: წითელ: მწვანითა჻ ქუეშითგან:სრითა: ტურფითა: კულა: ზედათ: ბანისბანითა჻ დიდროვანითა:კარგითა: და: ზედათ: ბანის: ბანითა჻

39. მუნ: მიჰყავს: პირმზე: ავთანდილ: მას: მისსა: წინამძღომელსა჻ ყმა:მდაბლად: ჰკადრებს: ისია: სრა: მისი: ეძებ: რომელსა჻ უჩუენა:ეტყუის: ხედაო: ბანსა: ზედა: ქუე: მდგომელსა჻ აქა: წევს: ძილად: იცოდი: ანუ: ქუე: ჰპოვებ: მჯდომელსა჻

40. კარსა: წინა: დარაჯანი: ორნი: უწუეს: მას: გლახ: ყმასა჻ ყმა: გავიდა: გაეპარა: დააგდებდეს: ვირე: ჴმასა჻ თუითო: ხელი: ყელსა: მიჰყო: მუნვე: მისცა: სულთა: ჴდასა჻ თავი: თავსა: შეუტაკა: გაურია: ტვინი: თმასა჻

41. იგი: ყმა: საწოლს: მარტო: წუა: გულითა: ჯავრიანითა჻ ჴელსისხლიანი: ავთანდილ: შედგა: ტანითა: ჯანითა჻ ვერღა: აესწრა: იდუმალ: მოკულა: ვერცა: თუ: ვცანითა჻ ჴელი: მოჰკიდა: მიწასა: დაასკუნა: დაკლა: დანითა჻

42. მჭვრეტელთა: მზე: და: მებრძოლთა: მჴეცი: და: ვითა: ზარია჻ ბეჭდითურთ: თითი: მოჰკუეთა: ქუესკნელთ: მიწასა: გარია჻ ზღუათაკენ: სარკმლთა: გასტყორცა: ზღვისა: ქვიშათა: გარია჻ მისთვის: არცაღა: სამარე: არცა: სათხარად: ბარია჻

43. ჴმა: მათისა: დაჴოცისა: არ: გაისმა: არსით: არა჻ წამოვიდა: ვარდი: ტკბილი: რასამცა: ვით: გაემწარა჻ რომე: წეღან:წამოევლო: გზა: იგივე: წაიარა჻ ესე: მიკვირს: სისხლი: მისი: ასრე: ვითა: მოიპარა჻

44. იგი:ფატმანთან:შევიდა: ლომი: მზე: მოყმე: წყლიანი჻ უბრძანა: მოვჰკალ: მან: ყმამან: დღე: ვეღარ: ნახოს: მზიანი჻ თუით: მონა: შენი: მოწმად: მყავს: ფიცი: აფიცე: ღმრთიანი჻ აჰა: თითი: და: ბეჭედი: და: დანა: მაქვს: სისხლიანი჻

45. აწ: მითხარ: თუ: რას: იტყოდი: რას: გაშმაგდი: ისრე: რეტად჻ რას: გექადდა: ისი: კაცი: მესწრაფების: მეტის: მეტად჻ ფატმან: ფერჴთა: მოეჴუია: არა: ღირს: ვარ: პირსა: ჭურეტად჻ გამიმრთელდა: გული: წყლული: ახლა: დავჯე: ცეცხლთა: შრეტად჻

46. მე: და: უსენი: შვილითურთ: აწ: ახლად: დავიბადენით჻ ლომო: ქებანი: შენიმცა: ჩვენ: ვითა: ვადიადენით჻ ვინათგან: სისხლთა: იმისთა: დაღურავე: დაექადენით჻ თავითგან: გითხრობ: ყუელასა: თქუენ: სმენად: დაემზადენით჻

ნესტან დარეჯანის ამბის მბობა ფატმანისაგან ავთანდილის წინა:

47. ამა: ქალაქსა: წესია: დღესა: მას: ნავროზობასა჻ არცა: ვინ: ვაჭრობს: ვაჭარი: არცა: ვინ: წავა: გზობასა჻ ყუელანი: სწორად: დავიწყებთ: კაზმასა: ლამაზობასა჻ დიდსა: შეიქმან: მეფენი: პურობა: დარბაზობასა჻

48. ჩუენ: დიდვაჭართა: ზედა: გვაც: დარბაზს: მიღება: ძღვენისა჻ მათ: საბოძვრისა: ბოძება: მართებს: მგზავსისა: ჩვენისა჻ ათ: დღემდის: ისმის: ყოველგნით: ჴმა: წინწილისა: ებნისა჻ მოედანს: მღერა: ბურთობა: დგრიალი: ცხენთა: დგენისა჻

49. ქმარი: ჩემი: დიდვაჭართა: წაუძღუების: უსენ: წინა჻ მათთა: ცოლთა: მე: წავასხამ: მაწუეველი: არად: მინა჻ დედოფალსა: ძღვენსა:უძღვნით: მდიდარი: თუ: გლახა: ვინა჻ დარბაზს: ამოდ: გავიხარებთ: მხიარულნი: მოვალთ: შინა჻

50. დღე: მოვიდა: ნავროზობა: დედოფალსა: ძღუენი: ვსძღუენით჻ ჩუენ: მივართვით: მათ: გვიბოძეს: ავავსენით: ავივსენით჻ ჟამიერად: მხიარულნი: წამოვედით: ნებით: ჩვენით჻ კულავ: დავსხედით: გახარებად: მუნებურნი: არ: ვიყვენით჻

51. ბაღსა: შიგან: თამაშობად: საღამოსა: გაველ: ჟამსა჻ გავიტანე: ხათუნები: მათი: ჭმევა: ჩემგან: ჴამსა჻ მომყუებოდეს: მომღერალნი: იტყოდიან: ტკბილსა: ჴმასა჻ ვიმღერდი: და: ვყმაწვილობდი: ვიცვალებდი: რიდე:თმასა჻

52. მიველ:მარტო: ქმარსა: ჩემსა: ველაღობე: ველაციცე჻ მერმე: უთხარ: გითხრობ: რასმე: მაგრა: პირველ: შემომფიცე჻ არვის: უთხრა: სულიერსა: საფიცარი: მამეც: მტკიცე჻ ფიცი: ფიცა: საშინელი: თავიცაო: კლდეთა: ვიცე჻

53. რაცა: მითხრა: სიკუდილამდის: არვის: უთხრა: სულიერსა჻ არა: ბერსა: არა: ყმასა: მოყუარესა: არცა: მტერსა჻ მერე: უთხარ: ყუელაკაი: უსენს: კაცსა: მლმობიერსა჻ მოდი: მამყეუ: აქა: სამე: მე: გიჩუენებ: მზისა: ფერსა჻

54. ადგა: ამყუა: და: წავედით: შევლენით: კარნი: სრისანი჻ უსენ: გაკუირდა: გაცაჰკრთა: რა: შუქნი: ნახნა: მზისანი჻ თქუა: რა: მიჩვენე: რა: ვნახე: ფერნია: ნეტარ: რისანი჻ თუ: ჴორციელი: არისცა: თვალნიმცა:რისხვენ: ღმრთისანი჻

55. ვთქუი: თუ: არცა: რა: მე: ვიცი: ამისი: ჴორციელობა჻ რაცა: არ: გითხარ: მის: მეტი:მაქუს: არა:მეცნიერობა჻ მე: და: შენ: ვკითხოთ: ვინ: არის: ვისგან: სჭირს: ისი: ხელობა჻ ნუთუ: რა: გვითხრას: ვიაჯნეთ: ქნას: დიდი: ლმობიერობა჻

56. მივედით: გუქონდა: ორთავე: კრძალვა: მისისა: კრძალისა჻ ვჰკადრეთ: თუ: მზეო: სახმილი: გვედების: შენგან: ალისა჻ გუითხარ: რა: არის: წამალი: მთუარისა: შუქ: ნამკრთალისა჻ რას: შეუქნიხარ: ზაფრანად: შენ: ფერად: მგზავსი: ლალისა჻