... (S-1418), XVII ს.

19. თქუა: დიაცსა: ვინცა: უყვარს: გაექსვის: და: მისცემს: გულსა჻ აუგი: და: მოყივნება: არად: შესწონს: ყოლა: კრულსა჻ რაცა: იცის: გაუცხადებს: ხუაშიადსა: უთხრობს: სრულსა჻ მიჯობს: მივჰყუე: განღა: რასმე: ვსცნობ: საქმესა: დამალულსა჻

20. კვლავ: იტყუის: ვერვინ: ვერას: იქს: თუ: ეტლი: არ: მოსთმინდების჻ მით: რაცა: მინდა: არა :მაქუს: რაცა: მაქუს: არ: მომინდების჻ ბინდის ფერია სოფელი ესე თურ ამად ბინდების჻ კოკასა: შიგან: რაცა: დგას: იგივე: წარმოსდინდებისვ჻

წიგნი ავთანდილისაგან ფატმანის პასუხად მიწერილი჻

21. მოგეწერა: წავიკითხე: შენი: წიგნი: ჩემი: ქება჻ შენ: მომასწარ: თვარა: შენგან: მე: უფრო: მჭირს: ცეცხლთა: დება჻ შეყრა: არის: პირიანი: ორთავეა: რადგან: ნება჻ შენცა: გინდა: მეცა: მინდა: გაუწყვედლად: შენი: ხლება჻

22. ფატმანისსა: ვერ: გიამბობ: მოემატა: რა: სიამე჻ მიუწერა: კმარის: რაცა: უშენომან: ცრემლი: ვლამე჻ აწ: ვიქნები: თავისწინა: აქა: მპოვებ: მარტოსა: მე჻ მამისწრაფე: შეყრა: შენი: რა: შეღამდეს: მოდი: ღამე჻

23. მას: ღამითვე: საწვეველი: რა: მიართუეს: წიგნი: ყმასა჻ შეღამდა: და: წაცავიდა: სხუა: ემთხვია: მონა: გზასა჻ ამას: ღამე: ნუ: მოხვალო: ვერა: მპოვებ: შენთუის: მზასა჻ მას: ეწყინა: არ: დაბრუნდა: თქუა: თუ: ჰგავსო: ეგე: რასა჻

24. წვეული: აღარ: დაბრუნდა: კვლავ: ზევე: უკუწვევითა჻ ფატმან: ზის: წყენით: შევიდა: ავთანდილ: მარტო: ხე: ვითა჻ დიაცსა: წყენა: შეატყო: ნახა: შესულითა: შე: ვითა჻ ვერ: დაიჩინა: შიშითა: და: მისითავე: თნევითა჻

25. ერთგან: დასხდეს: და: დაიწყეს: კოცნა: ლაღობა: წყლიანი჻ შემოდგა: კარსა: ყმა: ვინმე: კეკლუცი: ტანნაკვთიანი჻ შემოვლო: ახლოს: შემოჰყუა: მონა: ჴმალდარაკიანი჻ დაჰკრთა: რა: ნახა: ავთანდილ: გავსო: თუ: გზაა: კლდიანი჻

26. ფატმან: რა: ნახა: შეშინდა: ძრწის: და: მიეცა: ძრწოლასა჻ მან: გაკვირვებით: უჭურიტა: მათსა: ლაღობა: წოლასა჻ უთხრა: არ: გიშლი: დიაცო: ფერთა: მი: და: მო: კრთომასა჻ გამითენდების: განანებ: მაგა: მოყმისა: ყოლასა჻

27. გამკიცხე: ბოზო: დიაცო: და: დამდევ: გასათრეველად჻ მაგრა: სცნობ: ხვალე: პასუხსა: მაგა: საქმისა: მზღუეველად჻ ვარ: შენთა: შვილთა :შენითა: კბილითა: დასაჭმეველად჻ დავშალო: წუერთა: ფუ: მიყავ: ხელიღა: ვრბოდე: მე: ველად჻

28. ესე: თქუა: და: კაცმან: წუერთა: მოიზიდნა: გავლნა: კარნი჻ ფატმან: შექნა: თავის: ცემა: ღაწუნი: ესხნეს: ნახოკარნი჻ ცრემლთა: მისთათ: მონაღუართა: წყაროსებრნი: ისმნეს: წკარნი჻ თქუა: დამქოლეთ: მოდით: ქუითა: მომადეგით: მომაკარნი჻

29. მოთქვამს: მოვჰკალ: ჰაი: ჰაი: ქმარი: ამოვწყუიდენ: წვრილნი: შვილნი჻ იავარვყავ: საქონელი: უსახონი: თუალნი: თლილნი჻ გავეყარე: საყუარელთა: ვაი: გამზრდელნი: ვაი: გაზრდილნი჻ ბოლოდ: ვექმენ: სახლსა: ჩემსა: სიტყუანია: ჩემნი: წბილნი჻

30. ამას: ყველასა: ავთანდილ: ისმენდა: გაცბუნვებული჻ უბრძანა: რა: გჭირს: რას: იტყუი: რასთვის: ხარ :აგრე: ვებული჻ რას: დაგექადა: იგი: ყმა: რა: ნახა: შენგან: კლებული჻ დადუმდი: მითხარ: ვინ: იყო: ანუ: რად: საქმედ: რებული჻

31. დიაცმან: უთხრა: ჰე: ლომო: ხელი: ვარ: ცრემლთა: დენითა჻ ნურას: ნუ: მკითხავ: ამბაუსა: ვერცა: რას: გითხრობ: ენითა჻ დავჰჴოცენ: შვილნი: ჴელითა: მით: ვარ: აღარას: ლხენითა჻ თავი: მოვიკალ: უთმინოდ: სიყუარულითა: შენითა჻

32. ესეგუარი: დია: მიხუდეს: სიტყუა: მცდარსა: ენამეტსა჻ ხუაშიადსა: ვერ: დამაკავს: უჭკუოსა: შმაგსა: რეტსა჻ ვაგლახითა: მეწივენით: გეტყუი: ყოვლსა: ჩემსა: მჭურეტსა჻ მკურნალმანცა: ვერა: ჰკურნოს: თავისისა: სისხლის: მხურეტსა჻

33. ორისაგან: ერთი: ჰქენით: ამის: მეტსა: ნუღარ: ლამით჻ მოვითაჰკლავ: იმა: კაცსა: წადი: მოკალ: მალვით: ღამით჻ მე: და: სრულად: სახლი: ჩემი: დახოცასა: დაგვხსენ: ამით჻ მოხუალ: გითხრობ: ყუელაკასა: მოვით: მითხარ: ცრემლთა: ლამით჻

34. თვარა: ღამითვე: ტვირთები: შენი: წაიღე: ვირითა჻ დააგდე: ჩემი: მიდამო: სრულად: მიკრიფე: მირითა჻ ვეჭუ:რომე: ჩემთა: ცოდვათა: შენცა: აგავსონ: ჭირითა჻ თუ: დარბაზს: მივა: ისი: ყმა: შვილთა: დამაჭმევს: კბილითა჻

35. რა: ესე: ესმა: ავთანდილს: ლაღსა: ბუნება: ზიარსა჻ ადგა: და: ლახტი: აიღო: რა: ტურფა: რამე: მჴნე: არსა჻ ამა: საქმისა: ვერ: ცნობა: თქვა: ჩემი: სიძუნტე: არსა჻ ნუ: ეჭუ: სულდგმულსა: მისებრი: აღარცა: სადმე: სხუა: არსა჻

36. ფატმანს: უთხრა: კაცი: მომეც:: მასწავლელად:წინამძღუარად:჻ გზასა: მართლად: წამიყვანოს: თვარა: მეშვლად: მინდა: არად჻ ამა:კაცსა: ვერა: ვხედავ: მეომრად: და: ჩემად: დარად჻ რაცა: უყო: მოგახსენებ: მომიცადე: იყავ: წყნარად჻

37. მას: მისცა: მონა: დიაცმან: წინამძღვრად: წაცამყვანელად჻ კულავე: შეჰყივლა:ვინათგან: ცეცხლი: აწ: ცხელია: ნელად჻ თუ: მოვითა:ჰკლა: იგი: ყმა: ჩემად: გულისა: მფხანელად჻ ბეჭედი: ჩემი: აცუია: მას: გვედრებ: მოსატანელად჻