... (H-2052), XIX ს.

1. [………………………………………………………………………] [………………………………………………………………………] [………………………………………………………………………] რად არ ვიცი ამა მზისა: საუბრისა უჟამობა

2. ავიყვანე იგი პირმზე: ნაქები და ვერ ვთქვი უქი სურვილმან და მზემან მისმან: ძლივ დავმალე მისი შუქი ჩამოვბურე მრავალკეცი: სტავრა მძიმე არ სუბუქი ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს: წამწამთაგან მოქრის ბუქი

3. მოვიყვანე შინა ჩემსა: იგი პირმზე ტანით ალვით მოვუკაზმე სახლი ერთი: შიგან დავსვი მეტად მალვით არვის უთხარ სულიერსა: შევინახე ფარვით კრძალვით ერთი ზანგი ვამსახურე: მე შევიდი ვნახი ხალვით

4. ვით გიანბო საკვირველი: მე გლახ მისი ყოფაქცევა დღე და ღამე გაუწყვედლად: ტირილი და ცრემლთა ფრქვევა შევეხვეწი დადუმდიო: წამერთ ჰქონდის ჩემი თნევა აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ: ჰაი ჩემთვის ვაგლახ მე ვა

5. შინა შევიდი მას წინა: ედგის ცრემლისა გუბები შიგან მელნისა მორევსა: ეყრდნის გიშრის შუბები მელნისა ტბათათ იღვრების: სავსე სათისა რუბები შუა ძოწსა და აკიკსა: სჭვირს მარგალიტი ტყუბები

6. ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა: ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან თუმცა მეკითხა ვინა ხარ: და ეგრე გასრული რისაგან მჩქეფრად სისხლისა ნაკადი: მოსდის ალვისა ხისაგან მას ხორციელი არ გასძლებს: სხვა კიდეგანი ქვისაგან

7. არად უნდის საბურავი: არცა წოლა საგებლითა მიწყივ იყვის რიდითა და: მით ერთითა ყაბაჩითა მკლავი მისი სასთაულად: მიიდვის და მიწვის მითა ძლივ ვაჭამი ცოტა რამე: ათასითა შეხვეწითა

8. სხვა გიამბო საკვირველი: რიდისა და ყაბაჩისა ვარ მნახავი ყოვლისავე: უცხოსა და ძვირფასისა მაგრა მისი არა ვიცი: ქმნილი იყო რაგვარ რისა სილბო ჰქონდა ნაქსოვისა: და სიმტკიცე ნაჭედისა

9. მან ტურფამან სახლსა ჩემსა: ეგრე დაყო ხანი დიდი ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა: შესმენისა მქონდა რიდი ვთქვი თუ უთხრობ ვიცი დარბაზს: გამამჟღავნებს ისი ფლიდი ესე მეყო საგონებლად: შევიდი თუ გამოვიდი

10. ვთქვი თუ არ ვუთხრა რა უყო: ჩემგან რა მოეგვარების არცა რა ვიცი რა უნდა: რა ვისგან მოეხმარების ქმარი რა მიგრძნობს მოცამკლავს: ვერღარა მომეფარების ვითა დავმალო ნათელი: ვინ მზესა დაედარების

11. მე გლახ მარტომან რა ვუყო: მიმატებს ცეცხლთა დებასა მო და გავანდო ნუ შევალ: უსენის შეცოდებასა არ გამამჟღავნოს ვაფიცო: თუ მომცემს იმედებასა სულსა ვერ წასწყმედს ვერა იქს: ფიცისა გაცუდებასა

12. მიველ მარტო ქმარსა ჩემსა: ველაღობე ველაციცე მერმე უთხარ გითხრობ რასმე: მაგრა პირველ შემომფიცე არვის უთხრა სულიერსა: საფიცარი მომეც მტკიცე ფიცი ფიცა საშინელი: თავიცაო კლდეთა ვიცე

13. რაცა მითხრა სიკვდილამდის: არვის უთხრა სულიერსა არა ბერსა არა ყმასა: მოყვარესა არცა მტერსა მერე ვუთხარ ყველაკაი: უსენს კაცსა ლმობიერსა მოდი მომყევ აქა სადმე: მო გიჩვენებ მზისა ფერსა

14. ადგა ამყვა და წავედით: შევლენით კარნი სრისანი უსენ გაჰკვირდა გაცაკართა: რა შუქნი ნახნა მზისანი თქვა რა მიჩვენე რა ვნახე: რანია ნეტარ რისანი თუ ხორციელი არისცა: თვალნიმცა მრისხვენ ღმრთისანი

15. ვთქვი თუ არცა რა მე ვიცი: ამისი ხორციელობა რაცა არ გითხარ მის მეტი: არა მაქვს მეცნიერობა მე და შენ ვჰკითხოთ ვინ არის: ვისგან სჭირს ისი ხელობა ნუთუ რა გვითხრას ვეაჯნეთ: ქნას დიდი ლმობიერობა

16. მივედით გვქონდა ორთავე: კრძალვა მისისა კრძალისა ვჰკადრეთ თუ მზეო სახმილი: გვედების შენგან ალისა გვითხარ რა არის წამალი: მთვარისა შუქნამკრთალისა რას შეუქნიხარ ზაფრანად: შენ ფერად მსგავსი ლალისა

17. რაცა ვჰკითხეთ არა ვიცი: ესმა ანუ არ ისმენდა ვარდი ერთგან შეეწება: მარგალიტსა არ აჩენდა გველნი მოშლით მოეკეცნეს: ბაღი შეღმა შერაშენდა მზე ვეშაპსა დაებნელა: ზედა რადმცა გაგვითენდა

18. ვერა დავჰყარეთ პასუხი: ჩვენ საუბრითა ჩვენითა ვეფხი ავაზა პირქუშად: ზის წყრომა ვერ უგრძენითა კვლაცა ვაწყინეთ ატირდა: მჩქეფრად ცრემლისა დენითა არა ვიციო მიმიშვით: ეს ოდენ გვითხრა ენითა

19. დავსხედით და მის თანავე: ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ რაცა გვეთქვა შევინანეთ: სხვამცა რაღა შევიწამეთ ძლივს ვეაჯეთ დადუმება: დავადუმეთ დავაამეთ ჩვენ მივართვით ხილი რამე: მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ

20. უსენ იტყვის ბევრ ათასნი: ჭირნი ამან ამიხოცნეს ესე ღაწვნი მზისად ხმამან: კაცთაგანმცა ვით იკოცნეს უმართლეა ვერმჭვრეტელმან: თუ პატიჟნი იასოცნეს მე თუ შვილნი მირჩევნიან: ღმერთმან იგი დამიხოცნეს