... (H-2052), XIX ს.

წიგნი ნესტან დარეჯანისა ფატმანთანა თავის ხელითა სწერს

80. პირმზე ვწერ აჰა ხათუნო: დედისა მჯობო დედაო მისგან ტყვექმნილსა სოფელმან: რა მიყო ამას ხედაო მე გლახ მათ ჩემთა პატიჟთა: სხვაცა დამერთო ზედაო აწ ვნახე შენი უსტარი: მე დიდად მეიმედაო

81. შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა: გამიადვილე ჭირები აწ აქა სრულთა ქაჯთაგან: ვარ ასრე დანამჭირები ერთსა მცავს ერთი სამეფო: ბევრჯელ ათასი გმირები ავად მომიხდა თათბირი: და ჩემი დანაპირები

82. სხვა ამბავი აქაური: მეტი რამცა მოგიწერე ქაჯთა მეფე არ მოსრულა: არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე მაგრამ სპანი უთვალავნი: მცვენ და მათი სიალფერე რასა ჰქვიან ძებნა ჩემი: არ ეგების დაიჯერე

83. ვინცაღა ჩემი მძებნელი: მოსრულა ცუდ მაშვრალია იჭირვის იწვის ენთების: ჩემი სწვავს ცეცხლებრ ალია მაგრა მას ვჰნატრი უნახავს: მზე ამად არ დამზრალია უმისოდ ჩემი სიცოცხლე: ვამე რა დიდი ბრალია

84. შენ ამბავი არ გიამბე: მაშინ ამად დაგიმალე ვერ იტყოდა ენა ჩემი: თავი ჭირთა გავაკრძალე გეაჯები საყვარელსა: შემახვეწე შემაბრალე ნუ წამოვა ძებნად ჩემად: მიუწერე შეცასთვალე

85. მე რომ მჭირს კმარის ნუ მომკლავ: ამისითავე სწორითა მას მკვდარსა ვნახავ მოვკვდები: მე სიკვდილითა ორითა ვერას ვინ მარგებს დასტურად: ვიცი არ რამე ჭორითა არ დაგმორჩილდეს დამქოლე: შავისა ქვისა ყორითა

86. გეთქვა ნიშნისა გაგზავნა: აწ ესე განამჟღავნ[…] მისეულთავე რიდეთა: ნაკვეთი გამიგზავნია ესენი ჩემთვის მის გამო: ტურფანი სანახავნია თუცა თუ ფერად ბედისა: ჩემისა მსგავსად შავნია

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელს თანა მიწერილი

87. აწ საყვარელსა მიუწერს: გულამოსკვნილი მტირალი მისმანვე ცრემლმან დაუვსის: ვის ედებოდა ვის ალი დაწერა წიგნი მსმენელთა: გულისა გასაგმირალი ვარდი გააპის გამოჩნდის: მუნ ბროლი გამომჭვირვალი

88. ჰე ჩემო ესე უსტარი: არს ჩემგან მონაღვაწები ტანი კალმად მაქვს კალამი: ნაღველსა ამონაწები მე გული შენი ქაღალდად: გულსავე ჩემსა ვაწები გულო შავგულო დაბმულხარ: ნუ აეხსნები აწ ები

89. ხედავცა ჩემო სოფელი: რათა საქმეთა მქმნელია რაზომცა ჰნათობს სინათლე: ჩემთვის ეგრეცა ბნელია ბრძენნი იცნობენ სწუნობენ: მით მათგან საწუნელია უშენოდ ჩემი სიცოცხლე: ვამე რა დიდი ძნელია

90. ხედავ ჩემო ვით გაგვყარნა: სოფელმან და ჟამმან კრულმან ვეღარ გნახე საყვარელი: მხიარული მხიარულმან […]ტარ რა ქნას უშენომან: გულმან შენგან დალახვრულმან […]გიცხადა დამალული: გონებამან დაფარულმან

91. შენმან მზემან აქანამდის: შენ ცოცხალ არ მეგონე ჩემი მეთქვა გარდასრულდა: სიცოცხლე და ყოვლი ღონე აწ რა მესმა შემოქმედი: ვადიდე და ღმერთსა ვჰმონე ჩემი ყველა აქანამდის: ჭირი ლხინსა შევაწონე

92. შენი სიცოცხლე მეყოფის: ჩემად იმედად გულისად გულისა ერთობ წყლულისა: და ასრე დადაგულისად მომიგონებდე გახსოვდე: მე შენთვის დაკარგული სად ვზი მზრდელი სიყვარულისა: მის ჩემგან დანერგულისად

93. სხვად ჩემო ჩემი ამბავი: ჩემგან არ მოგეწერების ენა დაშვრების მოსმენით: არვისგან დაიჯერების ფატმან წამგვარა გრძნეულთა: ღმერთიმცა მას ეტერების აწ კვლა ქნა იგი სოფელმან: რაცა მას შეეფერების

94. აწ სოფელმან უარესი: ჭირი ჭირსა მომისართა არ დასჯერდა ბედი ჩემი: მას პატიჟთა მრავალგვართა კვლაცა მიმცა შესაპყრობლად: ქაჯთა ძნელად საომართა ბედმან გვიყო ყველაკაი: ჩემო რაცა დაგვემართა

95. ციხეს ვზი ეზომ მაღალსა: თვალნი ძლივ გარდასწვდებიან გზა გვირაბითა შემოვა: მცველნი მუნ ზედა დგებ[…] დღისით და ღამ […] თსა არ დას[.............................…] მათ[…] [................…ედე….............................................]

96. [........................................................................…] ნუცა მე მომკლავ ჭირითა: ამისგან უარესითა შენ მკვდარსა გნახავ დავიწვი: ვითა აბედი კვესითა მოგშორდი დამთმე გულითა: კლდისაცა უმაგრესითა

97. შენ საყვარელო ნუ სჭმუნავ: ჭმუნვითა ამისთანითა ჩემი სთქვა სხვათა მიჰხვდაო: იგი ალვისა ტანითა არამ სიცოცხლე უშენოდ: ვარ აქამდისცა ნანითა ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ: ანუ მოვიკლავ დანითა