... (H-2052), XIX ს.

21. მას უჭვრიტეთ დიდი ხანი: წამოვედით სულთქმით ახით შეყრა გვიჩნდის სიხარულად: გაყრა დიდად ვივაგლახით ვაჭრობისა საქმისაგან: მოვიცალით იგი ვნახით გული ჩვენი გაუშვებლად: დაეტყვევნეს მისით მახით

უსენისაგან გამჟღავნება ნესტან დარეჯანისა მეფეს წინაშე

22. რა გარდახდა ხანი რამე: გამოვიდა ღამე დღენი უსენ მითხრა არ მინახავს: ძოღანითგან მეფე ჩვენი მივაზირებ წავალ ვნახავ: უდარბაზო უძღვნა ძღვენი მოვახსენე დია ღმერთო: ბრძანებაა ეგე თქვენი

23. უსენ ტაბაკსა დააწყო: მარგალიტი და ლალები დავვედრე დარბაზს დაგხვდების: დარბაზის ერი მთრვალები ამა ქალისა ამბავსა: მომკალ თუ არ ეკრძალები კვლა შემომფიცა არ ვიტყვი: თავსაცა მეცეს ხრმალები

24. უსენ მოვიდა ხელმწიფე: დაჰხვდა ნადიმად მჯდომელი უსენ არიფი მეფისა: მეფეა მისი მდომელი წინა მიისვა შეიძღვნა: ძღვენი მიართვა რომელი აწ ნახეთ მთრვალი ვაჭარი: ცქაფი უწრფელი რომელი

25. რა მეფემან უსენს წინა: სვა მრავალი დოსტაქანი კვლა შესვეს და კვლა აივსნეს: სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი დაავიწყდეს იგი ფიცნი: რა მუსაფნი რა მაქანი მართლად თქმულა არა ჰმართებს: ყვავსა ვარდი ვირსა რქანი

26. უთხრა დიდმან ხელმწიფემან: უჭკუოსა უსენ მთრვალსა დია მიკვირს საძღვნოდ ჩვენად: სით მოიღებ ამა თვალსა მარგალიტსა დიდროანსა: უსახოსა ჰპოვებ ლალსა ვერ გარდვიხდი თავმან ჩემმან: ძღვენთა შენთა ნაათალსა

27. თაყვანისცა უსენ ჰკადრა: ჰე მაღალო ხელმწიფეო ზეცით შუქთა მომფენელო: მარჩენელო არსთა მზეო რაცა სხვა მაქვს ვისი არის: ოქრო თუნდა საჭურჭლეო დედის მუცლით რა გამომყვა: მბოძებია თქვენგან მეო

28. ამას გკადრებ თავმან თქვენმან: არა გმართებს მადლი ძღვნისა სხვა რამე მითქს სასძლო თქვენი: შესართავი თქვენის ძისა მას უცილოდ დამიმადლებთ: ოდეს ნახოთ მსგავსი მზისა მაშინ მეტად გაამრავლოთ: თქვენ ბრძანება ნეტარძისა

29. რას ვაგრძელებდე გატეხა: ფიცი სიმტკიცე სჯულისა უამბო პოვნა ქალისა: მჭვრეტთაგან მზედ სახულისა მეფესა მეტად ეამა: მიეცა ლხინი გულისა უბრძანა დარბაზს მოყვანა: სრულქმნა უსენის თქმულისა

30. მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე: მუნამდის არ მიკვნესია შემოდგა კარსა მეფისა: მონათა უხუცესია თანა ჰყვა მონა სამოცი: ვით ხელმწიფეთა წესია მოვიდეს დია გავჰკვირდი: ვთქვი რამე საქმე ზეზია

31. მისალამეს ფატმან მითხრეს: ბრძანებაა ღმრთისა სწორთა დღეს რომელი უსენ შესძღვნა: ქალი მსგავსი მზეთა ორთა აწ მოგვგვარე წავიყვანოთ: ვლა არ გვინდა გზათა შორთა ესე მესმა დამტყდეს ცანი: რისხვა ღმრთისა ეცა გორთა

32. მე გაკვირვებით კვლა ვკითხე: რა ქალი გინდა რომელი მათ მითხრეს უსენ შემოსძღვნა: პირი ელვათა მკრთომელი არას მარგებდა დაესკვნა: დღე ჩემი სულთა მხდომელი ავთრთოლდი ავდეგ ვეღარა: ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი

33. შეველ ვნახე იგი ტურფა: მტირალად და ცრემლდასხმულად ვჰკადრე მზეო ბედმან შავმან: ვით მიმუხთლა ხედავ რულად ცა მობრუნდა რისხვით ჩემკე: იავარმყო ამფხვრა სრულად შემასმინეს მეფე გითხოვს: ვარ ამისთვის გულმოკლულად

34. მან მითხრა დაო ნუ გიკვირს: ეგე რაზომცა ძნელია ბედი უბედო ჩემზედა: მიწყივ ავისა მქნელია კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს: ავი რა საკვირველია სხვადასხვა ჭირი ჩემზედა: არახალია ძველია

35. თვალთა ვითა მარგალიტი: გარდმოყარა ცრემლი ხშირი ადგა ასე გულუშიშრად: ვეფხი იყო ანუ გმირი ლხინი ლხინად არად უჩნდა: მართ აგრევე ჭირად ჭირი მთხოვა გარე აჯიღითა: მოიბურა ტანი პირი

36. შევე საჭურჭლეს რომელსა: ფასი არ დაედებოდა თვალმარგალიტი ავიღე: რაც ოდენ ამეღებოდა თვითო და თვითო თვითოსა: ქალაქსა ეფასებოდა მიველ მას წელთა შევარტყი: შავგული ვისთვის კვდებოდა

37. ვარქვი ჩემო განღა სადმე: გეხმარების ესე გვარი მათ მონათა ხელთა მივეც: იგი პირი მზისა დასადარი ცნა მეფემან მოეგება: ჰკრეს ტაბლაკსა გაჰხდა ზარი იგი მივა თავმოდრეკით: წყნარი არის მოუბარი

38. ზედა მოატყდა მჭვრეტელი: გაჰხდა ზათქი და ზარები ვერ იჭირვებდეს სრაანგნი: მუნ იყო არ სიწყნარები იგი რა ნახა მეფემან: საროსა მსგავსი ნარები გაკრთომით უთხრა ჰე მზეო: აქა ვით მოიგვარები

39. ვითა მზემან მისნი მჭვრეტელნი: შექნნა თვალისა მფახველად მეფემან ბრძანა გამხადა: ნახული მე უნახველად ღმრთისაგან კიდე ვინ იყო: კაცი ამისად მსახველად ჰმართებს ამისსა მიჯნურსა: ხელი თუ რბოდეს ახ ველად