... (H-2052), XIX ს.

40. გვერდსა დაისვა ეუბნა: ტკბილითა საუბარითა მითხარო ვინ ხარ ვისი ხარ: მოსრული ვისთა გვარითა მან არა გასცა პასუხი: პირითა მზისა დარითა თავმოდრეკილი დაღრეჯით: ქვე ზის ცნობითა წყნარითა

41. არ ისმენდა მეფისასა: რასა გინდა უბრძანებდა სხვაგან იყო გული მისი: სხვასა რასმე იგონებდა ვარდი ერთგან შეეწება: მარგალიტსა არ აღებდა მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა: რასამცა ვინ იაზრებდა

42. მეფე ბრძანებს რა შევიგნათ: გული ჩვენი რათ იხსნების ამა ორთა კიდეგანთა: აზრი არა არ იქნების ან ვისიმე მიჯნურია: სიყვარული ეგონების მისგან კიდე არვისად სცალს: არცაღა ვის ეუბნების

43. ანუ არის ბრძენი ვინმე: მაღალი და მაღლად მხედი არცა ლხინი ლხინად უჩანს: არცა ჭირი ზედაზედი ვით ზღაპარი ასრე ესმის: უბედობა თუნდა ბედი სხვაგან არის სხვაგან ფრინავს: გონება უც ვითა ტრედი

44. ღმერთმან ქნას შინა მოვიდეს: ძე ჩემი გამარჯვებული მე დავახვედრო ისი მზე: და მისთვის დამზადებული მან ათქმევინოს ნუთუ რა: ჩვენცა ვცნათ გაცხადებული მუნამდის მთვარე შუქ კრთომით: ჯდეს მზისა მოშორვებული

45. ხელმწიფისა შვილსა გითხრობ: კარგსა ყმასა გულოვანსა უებროსა ზნედ და თვალად: შვენიერსა პირსა ტანსა მაშინ ლაშქარს წასრულ იყო: მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა მამა მისთვის ამზადებდა: მას მნათობთა დასაგვანსა

46. მოიღეს ტანსა ჩააცვეს: შესამოსელი ქალისა მას ზედა შუქი მრავალი: ჩნდა მნათობისა თვალისა დაადგეს თავსა გვირგვინი: ერთობილისა ლალისა მუნ ვარდსა ფერი აშვენებს: ბროლისა გამჭვირვალისა

47. მეფემან ბრძანა მოჰკაზმეთ: საწოლი უფლისწულისა დაუდგეს ტახტი ოქროსა: წითლისა მაღრიბულისა ადგა თვით დიდი ხელმწიფე: პატრონი სრისა სრულისა მას ზედა დასვა იგი მზე: ლხინი მჭვრეტელთა გულისა

48. უბრძანა ცხრათა ხადუმთა: დადგომლად მცველად კარისად ხელმწიფე დაჯდა ნადიმად: მსგავსად მათისა გვარისად უბოძა უსენს უზომო: მუქფად მის მზის დარისად სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა: მოსამატებლად ზარისად

49. გააგრძელეს ნადიმობა: სმა შეიქმნა მეტად გრძელი ქალი პირმზე ბედსა ეტყვის: რა ბედი მიც ჩემი მკლველი სადაური სად მოსულ ვარ: ვის მივჰხვდები ვისთვის ხელი რა ვქნა რა ვყო რა მერგების: სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი

50. კვლავცა იტყვის ნუ დავაჭნობ: შვენებასა ვარდთა ფერსა ვეცადო რას ნუთუ ღმერთმან: მომარიოს ჩემსა მტერსა სიკვდილამდის ვის მოუკლავს: თავი კაცსა მეცნიერსა რა მისჭირდეს მაშინ უნდა: გონებანი გონიერსა

51. ხადუმნი უხმნა უბრძანა: ისმინეთ მოდით ცნობასა მოღორებულხართ დამცდარხართ: თქვენ ჩემსა პატრონობასა დამცდარა თქვენი ხელმწიფე: ჩემსა თუ ჰლამის ჰსძლობასა ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა: ცუდად გლახ იცემს ნობასა

52. არვარგვარ თქვენად დედოფლად: ჩემი გზა კიდეგანია მაშოროს ღმერთმან მამაცი: პირად მზე სარო ტანია სხვასა რას მნუკევთ საქმესა: ჩემნი საქმენი სხვანია თქვენთანა ჩემი სიცოცხლე: არ ჩემი შესაგვანია

53. უცილოდ თავსა მოვიკლავ: გულსა დავიცემ დანასა თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი: სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა ესე სჯობს მოგცე საჭურჭლე: მძიმე მარტყია ტანასა მე გამაპარეთ გამიშვით: თვარა დავიწყებთ ნანასა

54. შემოიხსნა მარგალიტი: შემოერტყა რაცა თვალი მოიხადა გვირგვინიცა: გამჭვირვალი ერთობ ლალი მისცა უთხრა გამომიღეთ: გეაჯები გულმხურვალი მე გამიშვით ღმერთსა თქვენსა: მიავალეთ თქვენი ვალი

55. მონათა მიხვდა სიხარბე: მის საჭურჭლისა ძვირისა დაჰვიწყდა შიში მეფისა: ვითა ერთისა გზირისა გამოპარება დაასკვნეს: მის უებროსა პირისა ნახე თუ ოქრო რასა იქს: კვერთხი ეშმაკთა ძირისა

56. რა ოქრო მისთა მოყვასთა: აროდეს მისცემს ლხენასა დღე სიკვდილამდის სიხარბე: შეაქნევს კბილთა ღრჭენასა შესდის და გასდის აკლია: ემდურვის ეტლთა რბენასა კვლა აქა სულსა დაუბამს: დაუშლის აღმაფრენასა

57. რა ხადუმთა აუსრულეს: საქმე მისი საწადელი ერთმან ტანსა აიხადა: მისცა მისი ჩასაცმელი სხვანი კარნი გამოარნეს: იჯრებოდა დარბაზს მსმელი დარჩა მთვარე გავსებული: გველისაგან ჩაუნთქმელი

58. მონანიცა გარდიხვეწნეს: გაიპარნეს მასვე თანა ქალმან კარსა დამირეკა: ფატმანობა ჩემი ბრძანა გავე ვიცან მოვეხვიე: გამიკვირდა მეცა განა შინა ყოლა არ შემომყვა: რად მაწვეო შემანანა

59. მიბრძანა თავი ვიყიდე: მოცემულითა შენითა მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს: მოწყალებითა ზენითა ვეღარ დამმალავ გამიშვი: ფიცხლად გამგზავნე ცხენითა ვირემდის სცნობდეს ხელმწიფე: კაცთა მომწევდეს რბენითა