... (H-422), XIX ს.

1. ყოველთა სწორედ წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდე ობოლ ქვრივნი და მდიდარნი და გლახაკნი არ ითხოვ[...] ავის მქნელნი დააშინნეს კრავნი ცხვართა ვერა სწოვ[....] შიგან მათთა სიბრძნისათა თხა და მგელი ერთგან სძოვ[...]

ანდერძი ტარიელისა ოდეს მიიცვალა მიერ სოფლ[...]

2. აჰა მოგესმნეს სოფლისა საქმენი თავით ქვენამდი მოგვიგონენით ყოფადნო პირველ ყოფილნი თქვენამდი რა გესმნეს ძნელნი ანდერძნი ღაწვთა ტირილით ქვე ნამდი ყურად იხვენით რაცა ვთქვა მე სულთა აღმოფრთქვენამდი

3. გხადი ყოველნო სულ დგმულნო ხვეწნით და მე თაყვანებით ხილვად აწ ჩემთა საქმეთა თქვენ აქა მონაყვანებით სული განეყვის ხორცთაგან მძლავრებით არ წაყვანებით მეწყალვის ვხედავ გლახ მისი მოგლა და მონაყვანებით

4. ჟამ ერთ გაუშვით ყოველი სოფლისა უბან დაბანი უგულებელს ყავთ ზრუნვანი სახლი და ვანი და ბანი მოიმკვეთანი გაჭრანი სიცილი მღერა და ბანი ისმინეთ ჩემნი ანდერძნი ცუდია დაფ დაბდაბანი

5. შემომერტყენით მიდამო მოსხედით მომეკარენით ზოგთა მზირ მიყავთ ერდოთა სარკმლით და მომეკარენით ნესტან დარეჯან მკოცნიდი ბაგით და მომეკარ ენით ჯვარს ვაცმევინებ სოფელსა ურია მამეკარენით

6. გულის ჴმა ჰყავით აღმოვსთქვამ მე თქვენსა შესაძინელსა დასაუნჯებსა სულთასა არ კარგვით არ საძინელსა მღვიძრად ყოფასა სწავლასა არ რულსა არ საძინელსა ცრემლთა ადენდით ცხელებთა არ ყინვით ცივ საძინელსა

7. [...] ვიყავ მეფე ეგეთი ვითარ მოგითხრა წერილმან [...]ოდ დამადგა სოფელმან ნავთმან ფისმან და წერილმან საჭმლად მიშოვა ჭიამან ბუზმან და ძაღლის მწერილმან ვაი თუ გაგსაჯნეს მიჯნურნო მამამან ამოწერილმან

8. ადამის შვილი სხვა ერთი მე მჯობდა ვერითა ვერ სახით ვერ ახოვნებით დამეგმოს სიავე რითა აწ მამიახლდა სიკუდილი მამლამის თვალთა ბღვერითა დამბღუჯა ვერავინ გაგვყრის გაზითა ვერცა კვერითა

9. ნუ მიენდობით სოფელსა საქმესა ცუდა მუხთალთა არვის მიგინდობს რაძი ვინ კარგთა უყოფდეთ უთვალთა ბოლოდ ჟამს დაგცემს შეგიბრკობს ფერხთა და მართ ნაკუთალთა ყველასა ერთად მოგიყრის მის დღეჩი დანახუთალთა

10. ესე დღე ყოვლთა ზედა აც ქვეყანად ვინცა იშობა მუხთალსა ცრუსა სოფელსა სჭირს კაცთა ზედა იშობა არ აღირიცხვის სიცქაფე მისი ვით ზღვისა ქვიშობა ბოლოდ ასრე იქს ცუდია ცქნაფვა და მისგან შიშობა

11. ყოველნი და ვიხოცებით სრულად ერთობით და რამად მით დაგიტეობ მცნებასა მიენდვნეთ ცუდად არ ამად ვიტყვი მუხთალსა სოფელსა ცრუდ და მიუნდოდ არამად წყეულმან ნახეთ რა მიყო ძმანი არ მაძმნა და რამან

12. ვერათ მორჩებით უწყოდით ვერ ხვეწნით ვერ მუდარებით ვერ გარდახვეწით აღფრინვით და მთათა დაბუდარებით ციხის ციხეთა აგებით ცათაცა დაუდარებით მაშინ მოგგონდეს ყოველი ოდესცა ისუდარებით

13. აღარას გვარგებს ტირილი სულთქმიდეს მაშინ ახევდეს ერთი მეორეს უჭვრეტდეს მტირალი ქუში ნახევდეს სჯობს იუნჯებდეს მუნასა აქა არ შეინახევდეს გარეთ გასცემდეს უხმობდეს ატლასთა არ შინა ხევდეს

14. თქმულა სიკუდილი უფალ არს ხორცთა და ანაგებისა არ ეშინიან მძლავრთაგან ნივთთა და მონაგებისა არ შეეწყალვის ჭაბუკი გლახა არ ეძაგებისა არა ჰკვირდების თვალ წარბი ჰაერი ღაწვ ბაგებისა

15. სოფელი ამად გვაღორებს გვღებავს ფერად რა მინისა ჟამად გიუხვის რაც სთხოვი ესე მთნავს ესრა მინისა ანაზდად გაგტეხს რა გკადრო ჭიქისა ან რა მინისა ჩემსა არ ჯერ ხართ სახედ გიც ვისისა და რამინისა

16. არ გაუთავდეს არავის ესე სოფელი წამიერ ისწრაფის მუნვე მიქცევად მოკვდავი ეს მიწა მიერ მას ნეტარ ვინცა სიმართლით წავიდა უბიწ ამიერ ცუდია აქა მეფობა სრულობით ვერ იწამიერ

17. თქვენცა ისმინეთ მეფენო მთავარნო და დიდებულნო არა ძალით თქვენით რას მქნელნო ღმერთისგან გადიდებულნო თვისნო არ თვისნო მშვინაშვნო ძმანო და მადიდებულნო [...] განეყავით გლახაკთა ლარნო აქამდი დებულნო

18. [...]ნით მართლ მსაჯულობით სიმართლის მიმსახველობით [...] შიშით სჯულთა მტკიცნობით მცნებათა დამარხველობით ქვრივთა ობოლთა მსჯელობით გლახაკთა გამკითხველობით არ ბნედით არ აშიკობით არ გაჭრით არ ახ ველობით

19. მიუნდობელო სოფელო რას ბრუნავ რას მუხანათობ ოდესმე სწუხ და აბნელებ ოდესმე არ სწუხ ანათობ არვის მიგვინდობ წამ ერთცა ჟამთა არვებ თუ ხან ათობ დაგვწვავ კვამლურებ ბნელითა არ ვითა ხე მუხა ნათობ