... (H-422), XIX ს.

76. რაზომც გამეფდა ცად ვინ თქვა კაცი შთამოსრულ ან ასულ ცუდია აქა დიდობა ვარდი აწ მეც ვჩან დანასულ უხვაიშნოა ესე დღე ძე რაღას მარგებს ან ასულ მიწა მიიქცეს მიწადვე ხორცი მოკვდების განა სულ

77. სიჭაბუკისა ყვავილი დაჭნა ჩანს ავად ვარდია პირველ მტერთ ზედა სიმაღლით ვსჩნდი ორბებრ მონა ვარდია აწ წაველ მგზავსი გმირსა და ფერად მინა ვარდია თანა წამამყევ თინათინ ჩემს უკან ნუ დავარდია

78. იგიმცა კაცი კრულია ვინცა მიენდოს სოფელსა მოლ იზღარსა და მუხთალსა სიცილით ჰკოცნის სოფელსა პირველ სიცოცხლის მქადესა ბოლოდ უარის მყოფელსა მუნ დამკარგავსა კაცთასა აქაც ხან დაუყოფელსა

79. შეიწყნარენით ნაარსნო მცნებას გასწავებ არ ავსა ნუ მოჰყოლიხართ სოფელსა ნიავსა ქარსა არავსა მუნ იუნჯებით სად ღმერთი დასდგამს სიმართლის კარავსა სადა ვერ უკბენს მღილი და ძალ უც პარვა მპარავსა

80. [.......................................................................................] მზე მოვჰკვდე თავის გამოღმა შენ დამიტირე მზემან და სხუამ ჩემოდნობა ვერა ქნას ყოველმან მონაზემან და ცავ შთამოიქეც მნათითურთ აწ რადღა ჰყოვნი ზე მანდა

81. მტიროდით თქვენთვის დამწვარსა მიჯნურნო ჩემთვის ურვილნო გამზრდელნო თქვენცა გაზრდილნო ტურფად ისპანო ჭურვილნო ხასნო აზიზად ნანახნო თავნო ნაზობით ბურვილნო სულთქმით მამთქვემდით ბაგენო და უბანებით სურვილნო

82. უჩემოდ დაჭნი ვარდო და იავო ფერმკრთლად იყავ ვით დამთმე ლალო და ბროლო ძოწო და სათო რა მიყავ კვლა იაგუნდი ნავღელი გატყდი და შუა გამიყავ აწ მარგალიტი მჭირვალო ნუ მტირ და ბაგე დაიყავ

83. აწ ეს ვითხოვო ღმრთისაგან სააჯოდ დიდად ძნელია სადა არს ჩემი სავანე მუნ განმინათლოს ბნელია [...]ვათა მაკრთობდეს არ მცხინვარე ყოს ნელია [...]თ თანა ვფრინვიდე ვადიდო ჩემი მხსნელია

84. [...]აწ ჩემგან ჩანს უტყვად დანასულები [...]დროს სადაცა ჰყვანან მართალთა სულები [... ]ნაწილსა რომელთა არს დამზრალ დანასულები [............................................]არს მარცხნით წანასულები

85. ამ სააჯოს [....] გან კვლა ვეღარ ვითხოვ აროსა გლახ სულსა დახსნას ბნელი და ნათლისა გზასა აროსა მართალთა თანა შეჰრაცხოს ზრდიდეს მართ ვითა საროსა ედემს ბუნაგი აღუგოს სამოთხეს დაამყაროსა

86. აწ განიხვენით სატირლად ტურფა რაც გვქონან ახლებნი ოთაღნო მსგავსნი ედემთა კარავნი ნაჭრნი ნახლებნი თავთა იცემდეთ მხარ დახრით მონანი ჩვენნი ნახლებნი ჩვენ დაგვმარხენით შთაიცვით წახვიდეთ რა შინა ხლებნი

87. ესე წესია სოფლისა საბჭოდ მცალს არ აწ ამისად ამად არ გეტყვი მიენდვნეთ არცა ერთისა წამისად უწყალოდ ცვალის ჰაერი ტურფისა თვალ წამწამისად ბოლოდ უმუხთლოდ ვერ მორჩი თუ თავიც წააწამისად

კიდევ სხვა ანდერძი ავთანდილისა მეორე

88. ავთანდილ გკადრო მისმინეთ სიტყვანი შესაწუხანი ვინ შავარდნისებრ ვფრთოსნობდი აწ მამხვდა თვალთა ჭუხანი დაჭნა შვენების ყვავილნი აღარ მაქვს ფახი ფუხანი წახდა სიყმისა აერი გაცუდდეს ეკალ მუხანი

89. ჩემსა ნახვასა ნატრობდეს სრულად არაბთა არები ვით გამომიჩნდა მეფესთან მე ჩემი მშვილდ ისარები ტარიელ ვნახეთ დავეკრთა ძებნით არ ვიყავ მზარები ვიპოვე სადა დევთათვის წაერთო ქვაბთა კარები

90. წაველ ვისთვისცა ხელ იყო ვძებნე გლახ მარტო თა ვითა გზაზე მეკობრე ამიჩნდა ხომალდ კატარღა ნავითა იგიც დავჰხოცე ჩაჩნაგირს რა უყავ ჩემის მკლავითა ტარიელს ქაჯეთს მოუძეხ არ ვიყავ მათზე ზავითა

91. არაბთ ქვეყანას გავმეფდი ქვეყანა მექმნა მუდარა სამჯერ ტარიელს უშველე მის მტერთ ვახმარე სუდარა ლხინით ვიშვებდი შექებმან ჩემან მრავალთა უდარა აწ ხორცმან მთხოა მშვიდობა საფლავსა დაიბუდა რა

92. სიკვდილსა მივჰყავ სადგომლად მან აღარ მამცა დროება მოვიდეს სულის წამღებნი მართ ჩემზე შექნეს გროება ორბი რომ მოვჰკალ ისრის პირს თუ როგორ მარჯვე ზროება აწ საკაცე და ტაგრუცი ჩემზდა იაზროება

93. ნუ ვის გგონია ჩემებრივ სხვა ყოფილიყოს შვებითა […] წესია ბოლო ჟამ ყოვლს კაცსა შეგვიქს ვნებათა […] მშორდების გვამთაგან და ხორცნი დავიდნებითა […] წყალი და აერი მიწა მიწას ტვირთ დებითა

94. თავზედა თმანო აფოლხვდით ვინ ყორნის ფრთეებრ ბზინევდით წარბნო დასცვივდით ხშირ ხშირნო ვინ მშვილდებრ უკუხრილევდით დაბნელდით თვალნო მელნისავ მოთქმის რუს მოადინევდით ღაწვნო ვინ ვარდებრ ჰყვაოდით აწ ვეღარ ისრევ მინევდით