... (H-422), XIX ს.

95. [.....................................................................................] უკუგრეხილნო ულვაშნო ხელთ ხლებით ჰქონდა ქელვანო ყელსა და ყურსა შუქ მკრთომსა რისთვისა დაჰკრთით ელვანო ვა მოგეშორვე მინდორნო ჩემ კერძ ნადირნო ველვანო

96. მკლავნო რომელსა ადვილ გჩნდა მოხდომით მშვილდთა მოწევა ხელნო გულზედა დააკრფდით დაჭნი სათო და მოწევა ზურგნო ჟამთაგან მოხრილნო შეიქმენ ვითა ხოწევა ტანნო ზარიფად ნაზარდო მიწა გიწევს და მოწევა

97. მუხლნო ვით გქონდა ცხენთ რბევა ან ავჟანდათა გრძელობა უცხენოდ ვეფხვი შევიპყარ არ გჩნდა დაჭირვის ძნელობა თავს ვითარ ჭკუა ათხოვე ან მას ვის სჭირდა ხელობა მუხლნო წამექცნეს და თვალნი დაშრტა ეხვია ძნელობა

98. ჯაჭვნო რომელსა ვერ გტეხდა ისართ კვრა ანუ შუბები ხრმალნო მრავალჯერ აყენე მტერთა სისხლისა გუბები ლახტმა მუზარადს ნაცემმა სისხლით აავსის უბები იარაღთა და ყმათაგან აწ მარტო მივალ სუბები

99. რად მოვსთვალო თავის ქება იარაღთა ანუ ყმათა ჩვენ გვნატრობდეს ქვეყანანი სამთ ძმობილთა ვითა ძმათა მე და ფრიდონ მოუსმენდით ტარიელის სიტყვის თქმათა აწ დავენთქამს შავი მიწა ამოვიღეთ ვეღარ ხმათა

100. ვინ არ შესჯერდეს სოფელსა იცით რომ შეიჯარებსა თუ ყმა არ ისმენს ჭაბუკი სმენა ხომ მართებს ბერებსა არვის დაგვინდობს მიმნდოსთვის უფრო ძნელსა ქარსა ბერებსა სულსა შეიპყრობს მი იწვევს და თვალსა გააშტერებსა

101. [.............................................................................................] ვის რომე ვერას მოჰპარვენ არც არად უნდა მცველები წვეულსა ვერვინ აბრუნებს ვერც მოეწევა მშლელები თუ ცვალონ დგომა წასვლაზედ ჩვენც მივსეთ შეშამშლელები

102. გებრალებოდე ყოველთა აწ სულთა ამოსვლისათვი მამიგონებდე შერმადინ მე შენგნით წამოსვლისათვი პირველ მტერთ შემაზარავი აწ მიწას შთამოსვლისათვი სადა არა მყავს შემცნენი ანუ მწე გზაზე სლვისათვი

103. […............. ]ჩემო თან ზრდილო გახსოვნს სად ვსძებნე ხელია […................................]დრე ქვეყანა თავადად სენ გქმენ ცველია […]ვრილთ ძეთა ეთვისე იყავ მწვრთელ მსწავლელ მზრდელია […...............................................] მტიროდე ადინე ცრემლი ცხელია

104. გახსონს როსტევან მიბრძანა ველთ სრვა ნადირთა ხოცისა რაც მხეცთა სისხლი მინდორთა ვასხვით რისხვა ვსცით ოცისა თორმეტნი ისრის მიმრთმევლად მე შენ მყვი მარტომ ოცისა მით არ მიშვილა მეფე მყო გულს სევდა ამამხოცისა

105. […] მსწრებიხარ თან ხლებით როს ორნივ ვიყვნით ცნობასა […]ვეკრძალოდი როსტევანს ან ვით ვისმენდი თქმობასა […] ჩემგან ზრდილო ყმად თქმულო მე შენ გეტყოდი ძმობასა […] გაგიჩნდების ნამუსი ვით ჰფერობს პატრონ ყმობასა

106. […..................................] მოვლახე ქვეყნისა სიგრძე განება [….........................] ასმათ მიმოწმე სოფლის მახესა განება […...................................... ]მეგონა სოფელმან თავი განება […...................] ძალად უნებლივ მათ აღარ მიყვეს განება

107. […]ნო მტიროდით ცრემლ დენით მოთქმა ზარებით […......................] დაგლეჯით სიტყვათქმა შესაზარებით [.....................................…] სოფელი მე მექმნა აბეზარებით [......................................…]ა ვერ ჯადვარ ვერ ფაზარებით