... (ვახტანგ VI-ის ხელნაწერი), 1712 წ.

155. მაშინღა ჰკადრე მეფესა: არ საქმე სასურვალია჻ აცნობე ჩემი სიკვდილი: იყავ მართ ვითა მთურალია჻ მიხუდა თქო საქმე რომელი: ყოვლთათვის გარდუვალია჻ გლახაკთა მიეც საჭურჭლე: ოქრო ვერცხლი და რვალია჻

156. მაშინ უფრო მომეჴმარე: ამისგანცა უფრო მჴნედრე჻ ნუთუ ადრე დამივიწყო: მახსენებდი ზედა ზედრე჻ მეტად კარგად დამიურვე: სული ჩემი შეივედრე჻ ზრდანი ჩემნი მოიგონე: გული შენი მოიმდედრე჻

157. რა მონამან მოისმინა: გაუკვირდა შეეზარა჻ თვალთათ ვითა მარგალიტი: ცხელი ცრემლი გარდმოყარა჻ მოახსენა უშენომან: გულმან რამცა გაიხარა჻ ვიცი რომე არ დასდგები: მაგას გიშლი ამად არა჻

158. ჩემად ნაცვლად დაგაგდებო: ესე სიტყვა რად მიბრძანე჻ რაგვარა ვჰქნა პატრონობა: რამც გიფერე რამც გიგვანე჻ შენ მარტოსა გიგონებდე: მემცა მიწა ვიაკვანე჻ სჯობს ორნივე გავიპარნეთ: წამოგყვები წამიტანე჻

159. ყმამან უთხრა მომისმინე: მართლად გითხრობ არა ჭრელად჻ რა მიჯნური ველთა რბოდეს: მარტო უნდა გასაჭრელად჻ მარგალიტი არვის მიხვდეს: უსასყიდლოდ უვაჭრელად჻ კაცი ცრუ და მოღალატე: ჴამს ლახვრისა დასაჭრელად჻

160. ვისმცა უთხარ ხვაშიადი: შენგან კიდე არვინ ვარგა჻ უშენოსა პატრონობა: ვის მივანდო ვინ იქს კარგა჻ სანაპირო გაამაგრე: მტერმან ახლოს ვერ იბარგა჻ კულა ნუთუმცა შემოვიქცე: ღ~თნ სრულად არ დამკარგა჻

161. ფათერაკი სწორად მოჰკლავს: ერთი იყოს თუნდა ასი჻ მარტოობა ვერას მიზამს: მცავს თუ ცისა ძალთა დასი჻ აქათ სამ წელ არ მოვიდე: მაშინ გმართებს გლოვა ფლასი჻ წიგნსა მოგცემ გმორჩილობდენ: ვინცა იყოს ჩემი ხასი჻

აქა წიგნი ავთანდილისა ყმათა თანა჻

162. დაწერა თუ ჩემნო ყმანო: გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო჻ ერდგულნო და მისანდონო: ამას ზედა გამოცდილნო჻ თქვენ ჩემისა საწადლისა: მიდგომილნო ვითა ჩრდილნო჻ წიგნი ჩემი მოისმინეთ: ყოვლნო ერთგან შემოყრილნო჻

163. მიწაცა თქუენი ავთანდილ: ისმინეთ გიწერ მე რასა჻ თვით ვიქ ჴელითა ჩემითა: ამა წიგნისა წერასა჻ ცოტასა ხანსა ვარჩივენ: გაჭრა სმასა და მღერასა჻ პურად და საჭმლად მივენდევ: ჩემსა მშვილდსა და ცერასა჻

164. საქმე რამე მიც თავისა: ზე სადმე გარდსახვეწელი჻ დავჰყო მარტო და ღარიბად: ესე წლეული მე წელი჻ გემუდარები ამისთვის: ვარ თქუენი შემომხვწელი჻ მე დამახვედროთ სამეფო: მტერთაგან დაულეწელი჻

165. მე შერმადინ დამიგდია: ჩემად კერძად პატრონობდეს჻ სიკუდილსა და სიცოცხლესა: სადამდისცა ჩემსა სცნობდეს჻ ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს: ვარდსა ზვრიდეს არ აჭკნობდეს჻ შემცოდესა ყუელაკასა: ვითა ცვილსა დაადნობდეს჻

166. თქვენცა იცით გამიზრდია: ვითა ძმა და ვითა შვილი჻ ამას ასრე მორჩილობდით: არის ვითამც ავთანდილი჻ ბუკსა იკრას აქნევინეთ: ყოვლი საქმე ჩემგან ქნილი჻ მე თუ დრომდის არ მოვიდე: გლოვა გმართებს არ სიცილი჻

167. ესე წიგნი დაასრულა: წყლიანმან და სიტყვა ნაზმა჻ წელთა ოქრო შემოირტყა: საღარიბოდ შეეკაზმა჻ ბრძანა მინდორს შევჯდებიო: ლაშქარიცა დაერაზმა჻ მასვე წამსა წამოვიდა: შინა ხანი არა დაზმა჻

168. ბრძანა წადით ყუელაკაი: აქა მომჴრედ არვინ მინა჻ მონებიცა მოიშორვა: თავი გაითავისწინა჻ მარტო გარე შემობრუნდა: შამბი შიგან გაირბინა჻ მიწყივ მისად საგონებლად: მისი მკულელი თინათინა჻

169. იგი ველი გაირბინა: ლაშქართაგან გაეკიდა჻ ვინცა ნახა სულიერმან: ანუ ვინმცა გაეკიდა჻ ვის მახვილი ვერას ავნებს: მისი მკლავი გაეკიდა჻ მისგან ტვირთი კაეშნისა: ტვირთად ვარგად აეკიდა჻

170. რა ლაშქართა ინადირეს: და პატრონი მოითვალეს჻ იგი პირ მზე ვეღარ ჰპოვეს: პირი მათი იფერმკრთალეს჻ მათსა დიდსა სიხარულსა: სამძიმარი ანაცვალეს჻ ყოვლგან რბოდეს საძებარად: ვინცა იყო უცხენმალეს჻

171. ღ~თი ლომო შენად ნაცვლად: სხვასა ვისმცა დანერგვიდეს჻ დარბოდეს და სხვაგნით სხვათა: მოამბეთა მოასხმიდეს჻ ვეღარა ცნეს მისი საქმე: გაიარა აქათ კიდეს჻ მისნი სპანი გულნმოკლულნი: ცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს჻

172. შერმადინ ერთგან შეყარნა: ხასი და დიდებულები჻ უჩვენა იგი უსტარი: ამბავი მისი თქმულები჻ რა მოისმინეს ყუელაი: დარჩა გულ დანაწყლულები჻ თავსა იცემდეს არ იყო: გული უცრემლო ულები჻

173. ყოვლთა ჰკადრეს თუცა ყოფა: ჩვენ უმისოდ გუეარმისცა჻ უშენოსა საჯდომი და: ტახტი მისი ვისმცა მისცა჻ განაღამცა გმორჩილობდეთ: თუ გვიბრძანო რაცა ვისცა჻ იგი მონა აპატრონეს: ყველაკამან თაყვანის სცა჻