... (ვახტანგ VI-ის ხელნაწერი), 1712 წ.

115. კაცნი წავიდეს იარეს: მათ ერთი წელიწადია჻ მონახეს ძებნეს იგი ყმა: იკითხეს კულა და კულა დია჻ ვერცა თუ ნახეს ნახული: ღ~თისაგან დანაბადია჻ ცუდად მაშვრალნი მოვიდეს: მათსავე გულსა ზადია჻

116. მონათა ჰკადრეს მეფეო: ჩვენ ჴმელნი მოვიარენით჻ მაგრა ვერ ვჰპოვეთ იგი ყმა: მით ვერა გავიხარენით჻ მისა მნახავსა სულდგმულსა: კაცსა ვერ შევეყარენით჻ ჩვენ ვერა გარგეთ საქმენი: სხვანი რამ მოიგვარენით჻

117. მეფე ბრძანებს მართალ იყო: ასული და ჩემი ძეო჻ ვნახე რამე ეშმაკისა: სიცუდე და სიბილწეო჻ ჩემად მტერად წამოსრული: გარდმოსული ზეცით ზეო჻ გამიშვია შეჭირვება: არა მგამა ყოლა მეო჻

118. ესე თქვა და სიხარულით: თამაშობა ადიადა჻ მგოსანი და მუშაითი: უხმეს ჰპოეს რაცა სადა჻ დია გასცა საბოძვარი: ყველა დარბაზს შემოხადა჻ მისი მსგავსი სიუხვითა: ღმერთმან სხვამცა რა დაბადა჻

119. ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს: ეცვა ოდენ მას პერანგი჻ იმღერდა და იხარებდა: წინა ედგა ერთი ჩანგი჻ შემოვიდა მას წინაშე: თინათინის მონა ზანგი჻ მოახსენა გიბრძანებსო: ტანი ალვა პირი მანგი჻

120. ავთანდილს მიხვდა მოსმენა: საქმისა სანატრელისა჻ ადგა და კაბა ჩაიცვა: მჯობი ყოვლისა ჭრელისა჻ უხარის ნახვა ვარდისა: არ ერდგან შეუყრელისა჻ ამოა ჭვრეტა ტურფისა: სიახლე საყვარელისა჻

121. ავთანდილ ლაღი უკადრი: მივა არვისგან რცხვენოდა჻ მას ნახავს ვისთა ვამთაგან: ცრემლი მრავალ ჯერ სდენოდა჻ იგი უებრო ქუშად ჯდა: ელვისა მსგავსად შვენოდა჻ მთვარესა მისთა შუქთაგან: უკუნი გარდაჰფენოდა჻

122. გაცრცვლისა ტანსა ემოსნეს: ყარყუმნი უსაპირონი჻ ებურნეს მოშლით რიდენი: ფასისა თქმად საჭირონი჻ შვენოდეს შავნი წამწამნი: გულისა გასაგმირონი჻ მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს: გრძლად თმანი არ უხშირონი჻

123. დაღრეჯით იყო მჯდომარე: ძოწეულითა რიდითა჻ ავთანდილს უთხრა დაჯდომა: წყნარად ცნობითა მშვიდითა჻ მონამან სელნი დაუდგნა: დაჯდა კრძალვით და რიდითა჻ პირისპირ პირსა უჭურეტდა: სავსე ლხინითა დიდითა჻

124. ყმამან ჰკადრა საზაროსა: ჩემგან თქმაღა ვით იქნების჻ მზესა მთვარე შეეყაროს: დაილევის დაცაჭკნების჻ აზრად არათ აღარა მცალს: თავი ჩემი მეგონების჻ თქვენვე ბრძანეთ რაცა გიმძიმს: ანუ რაცა გეკვირვების჻

125. ქალმან უთხრა საუბარი: კეკლუც სიტყუა არ დუხჭირად჻ იტყუის თუცა აქანამდის: ჩემგან შორს ხარ დანამჭირად჻ მიკუირს მოგხვდა წამის ყოფად: საქმე შენგან საეჭვირად჻ მაგრა გითხრა პირველ ხვალმე: სენი მე მჭირს რაცა ჭირად჻

126. გახსოვს ოდეს შენ და როსტანს: მინდორს მჴეცნი დაგეხოცა჻ ყმა გენახა უცხო ვინმე: რომე ცრემლი მოეხოცა჻ მას უკანით გონებამან: მისმან ასრე დამამხოცა჻ შენ გენუკვი მონახვასა: კიდით კიდე მოლაჴოცა჻

127. აქანამდის ნაუბარსა: თუცა ვერას ვერ გეტყუია჻ მაგრა შორით სიყვარული: შენგან ჩემი შემიტყუია჻ ვიცი რომე გაუწყუეტლად თვალთა ღაწვი გისეტყუია჻ შეუპყრიხარ სიყვარულსა: გული შენი დაუტყუია჻

128. ასრე გითხრა სამსახური: ჩემი გმართებს ამა ორად჻ პირველ ყმა ხარ ჴორციელი: არვინა გვყავს შენად სწორად჻ მერმე ჩემი მიჯნური ხარ: დასტურია არ ნაჭორად჻ წადი იგი მოყმე ძებნე: ახლოს იყოს თუნდა შორად჻

129. შენგან ჩემი სიყვარული: ამით უფრო გაამყარე჻ რომე დამხსნა შეჭირვება: ეშმა ბილწი ასაპყარე჻ გულსა გარე საიმედო: ია მორგე ვარდი ყარე჻ მერმე მოდი ლომო მზესა: შეგეყრები შემეყარე჻

130. სამსა ძებნე წელიწადსა: იგი შენი საძებარი჻ ჰპოო მოდი გამარჯვებით: მხიარულად მოუბარი჻ ვერა პოებ დავიჯერებ: იყო თურე უჩინარი჻ კოკობი და უფრჭუნელი: ვარდი დაგხვდე დაუმჭკნარი჻

131. ფიცით გითხრობ შენგან კიდე: თუ შევირთო რაცა ქმარი჻ მზეცა მამხუდეს ჴორციელი: ჩემთვის კაცად შენაქმარი჻ სრულად მოვსწყდე სამოთხესა: ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი჻ შენი მკლვიდეს სიყვარული: გულსა დანა ასაქმარი჻

132. მოახსენა ყმამან მზეო: ვინ გიშერი აწამწამე჻ სხვა პასუხი რამცა გკადრე: ანუ რამცა შევიწამე჻ მე სიკუდილსა მოველოდი: შენ სიცოცხლე გამიწამე჻ ვითა მონა სამსახურად: გაღანამცა წავეწამე჻

133. კულავცა ჰკადრა აჰა მზეო: რადგან ღთ~ნ მზედ დაგბადა჻ მით გმორჩილობს ზეციერი: მნათობია რაცა სადა჻ მე რომ თქვენგან მოვისმინე: წყალობანი მედიადა჻ ვარდი ჩემი არ დაჭკნების: შუქი შენი იეფადა჻

134. კულავ შეფიცეს ერთმანერთსა: დააპირეს ესე პირი჻ გასალდეს და გაამრავლეს: საუბარი სიტყვა ხშირი჻ გაადვილდა აქანამდის: გარდეხადა რაცა ჭირი჻ თეთრთა კბილთათ გამოჰკრთების: თეთრი ელვა ვითა ჭვირი჻