... (S-2829), 1688 წ.

1811. აჰა: მოგესმნეს: სოფლისა: საქმენი: თავით: თქვენამდი: მოგვიგონენით: ყოფადნო: პირველ: ყოფილნი: თქვენამდი: რა: გესმნეს: ძნელნი: ანდერძნი: ღაწუთა: ტირილით: თქვენამდი: ყურად: იჴუენით: რაცა: ვთქვა: მე: სულთა: აღმოფრთქვენამდი:

1812. გხადი: ყოველნო: სულ: დგმულნო: ხვეწნით: და: მე: თაყვანებით: ხილვად: აწ: ჩემთა: საქმეთა: თქვენ: აქა: მონაყვანებით: სული: განეყვის: ჴორცთაგან: მძლავრებით: არ: წაყვანებით: მეწყალვის: ვხედავ: გლახ: მისი: მოგლა: და: მონაყვანებით:

1813. შემომერტყენით: მიდამო: მოსხედით: მომეკარენით: ზოგთა: მზირ: მიყავთ: ერდოთა: სარკმლით: და: მომეკარენით: ნესტან: დარეჯან: მკოცნიდი: ბაგით: და: მომეკარ: ენით: ჯვარს: ვაცმევინებ: სოფელსა: ურია: მამეკარენით:

1814. მე: ვიყავ: მეფე: ეგეთი: ვითარ: მოგითხრა: წერილმან: მომზადენ: ცელი: მოლესე: [........................................] საჭმლად: მიშოვა: ჭიამან: ბუზმან: და: ძაღლის: მწერილმან: ვაი: თუ: დაგსაჯნეს: მიჯნურნო: მამამან: ამოწერილმან:

1815. ადამის: თესლი: სხვა: ერთი: მე: მჯობდა: ვერითა: ვერ: სახით: ვერ: ახოვნებით: დამეგმოს: სიავე: რითა: აწ: მამიახლდა: სიკვდილი: მამლამის: თვალთა: ბღვერითა: დამბღუჯა: ვერვინ: გაგვყრის: გაზითა: ვერცა: კვერითა:

1816. ნუ: მიენდობით: სოფელსა: საქმესა: ცუდთა: მუხთალთა: არვის: მიგინდობს: რაძი: ვინ: კარგთა: უყოფდეთ: უთვალთა: ბოლოდ: ჟამს: დაგცემს: შეგიბრკობს: ფერჴთა: და: მართ: ნაკუთალთა: ყველასა: ერთად: მოგიკრებს: მის: დღეში: დანახუთალთა:

1817. ყოველნი: დავიხოცებით: სრულად: ერთობით: და: რამად: მით: დაგიტეობ: მცნებასა: მიენდვნეთ: ცუდად: არ: ამად: ვიტყვი: მუხთალსა: სოფელსა: ცრუდ: და: მიუნდო: დარამად: წყეულმან: ნახეთ: რა: მიყო: ძმანი: არ: მაძმნა: და: რამად:

1818. უხვაიშნოო: წყეულო: მოდი: სიკუდილო: მამკალო: მომზადენ: ცელნი: მოლესენ: ჩემო: უჟამოდ: მამკალო: თქვენთვის: შევიქენ: საჭმელად: ჭიანო: მჭადმით: მომკალო: ჩემი: გავწელე: დავაგდე: ამ: სოფლის: მე: დამთმომ: კალო:

1819. ვამე: დაისხნეს: კავშირნი: არ: მფეთქენ: მე: მაჯანია: ცუდ: იქმნეს: მკლავნი: მაგარნი: ვაი: მტერთა: მემაჯანია: მკლავნი: რომელსა: ვერ: მბრძოდა: იგ: დევი: ქაჯ: მაჯანია: გამოისალმნეს: გაუშვა: ქვე: მდგომმან: ჴორცმან: ჯანია:

1820. მოღორებლისა: მუხთლისა: სოფლისა: წესი: ბარ: ესა: ყოვლთა: მოაწევს: ბოლოდ: ჟამ: ტკივილსა: საღმობარესა: იგი: სოფლისა: ჯავარნი: საფლავთა: მიაბარესა: ზედა: მიწანი: მიყარეს: მინიჩბეს: მიაბარესა:

სიკვდილი ტარიელისა და ცოლისა მისისა:

1821. რადგან: სწორად: გარდაჰჴდების: ავი: ანუ: კჯარგი: ვინ: ა: მაშ: წამი: ერთ: რა: ვის: გავა: გარეთ: იყოს: თუნდა: შინა: აქათ: ბარგსა: რასა: ვზიდავთ: აწვე: წასულა: სხვაგან: გვინა: თაბუთი: და: თუნდა: ტახტი: სწორიაო: ბრძენთა: წინა:

1822. ამა: ჩემსა: გაზრახულსა: იკითხიდეს: ანუ: სწერდეს: ფუ: მას: კაცსა: რომელიცა: სოფლისაგან: არ: შესჯერდეს: ტარიელ: და: ცოლი: მისი: სიბერითა: გაუშვებდეს: დაყვნეს: წელნი: ოთხმეოცნი: დაბრმეს: დაღრკეს: დაცაბერდეს:

1823. ერთი: ყმა: და: ერთი: ქალი: მართ: მათნივე: შესაფერნი: ღ~თნ: მისცნა: ესე: შვილად: საჭვრეტელად: შუენიერნი: ელვანი: და: შვენებანი: მართ: მათივე: ჰქონდათ: ფერი: მგზავსნი: მგზავსსა: წარმოშობენ: ციერნი: და: მიწიერნი:

1824. დღენი: მათნი: წაიარეს: დაბერდეს: და: დაუძლურდეს: ტარიელის: ლომნი: მკლავნი: მეტად: გაუუსუსურდეს: ბედისაგან: მადრიელნი: სოფელსავე: მოვემდურეს: სოფლისაგან: გაბჭობათა: ბრძენთა: წიგნი: დადასტურეს:

1825. სოფელს: მყოფსა: ყველაკასა: ესე: არვის: არ: ასცილ: დეს: მათ: სოფლისა: შვენებათა: წყალ: ჯავარი: გაუწბილდეს: მიჯნურობა: გაუსუსტდა: გონებანი: გაულბილდეს: სიყვარული: გააცივეს: ერთმანერთსა: უკუგრილდეს:

1826. ტარიელ: და: ცოლმან: მისმან: ტახტოსნობა: მოიწყინეს: მეფედ: დასხნეს: შვილნი: მათნი: ნაცვლად: მათად: დაადგინეს: ერთსა: წელსა: დაიჴოცნეს: მიწვეს: მიწად: მიიძინეს: მზესა: ლომი: არ: გაჰყარეს: მასვე: თანა: დააწვინეს:

ანდერძი ავთანდილისა სიკვდილის ჟამსა:

1827. ისმინეთ: ძენო: კაცთანო: ანდერძი: ავთანდილისა: ვიტყვი: მგზავსია: სოფელი: ეს: მუხანათი: ჩრდილიდა: სწორია: ჟამი: მწუხრისა: კრულთანა: ავთანდილისა: ადრე: დალპების: გაცუდების: ვით: ქსელი: ნაქვს: მანდილისა:

1828. რა: მიეაჴლა: სიკვდილი: დაუწყო: ჴდამა: სულითა: ჴელთა: იხრიდა: ჰკრთებოდა: სიტყუითა: დამასულითა: თქვა: ვეღარ: მიხსნას: ძმამან: და: ვერცაღა: დამან: სულითა: მუნ: შემიწყნაროს: რომელმან: მიწა: ადამა: სულითა: