... (A-530), XIX ს.

1538. მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით, ისმოდის ხმა წინწილისა შეყრით სძეს გორი ოქროთა, და ბალახშისა თლილისა მსმელთათვის წყარო ღვინისა, ასგან სდის მსგავსი მილისა ბინდით ცისკრამდის სმა იყო, გარდახდა ჟამი დილისა

1539. არა დარჩა უსაბოძვრო, არ კოჭლი და არ საპყარი მოსდიოდა მარგალიტი, მოფანტული მონაყარი გაბედითდა წასაღებლად, ატლასი და ოქრო მყარი სამ დღე იყო ჰინდოთ მეფე, ავთანდილის ვით მაყარი

1540. ხვალისა მეფე არაბთა, კულა პურობს არ ღაფალია ტარიელს ეტყვის შენი მზე, საჭვრეტლად სატურფალია მეფე ხარ ყოვლთა, მეფეთა და ეგე დედოფალია ჰხამს ყურსა გვეგდოს საყურლად, ჩვენ თქვენი ნატერფალია

1541. აწ მეფეო არ ეგების, ჩვენი სხდომა თქვენად სწორად სახელმწიფო საჯდომი და, სხვა დაუდგა ტახტი შორად ქვემოდ დასხნა ავთანდილ და, მისი ცოლი მათად სწორად პირველ ძღვენი ტარიასთვის, მოიღიან იდვის გორად

1542. არაბთა მეფე მასპინძლობს, იქმს ოდენ მასპინძლობასა ზოგჯერ მათ ახლავს ზოგჯერ მათ, არ იხმობს ხელმწიფობასა გასცემს და უქებს ყველაი, უხობა იეფობასა ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს, ჩვეული ვით მეფობასა

1543. მეფესა ქმრითურთ პატივი, ჰქონდა ინდოთა ქალისა სიყვარული და ჩუქება, ვით სიძისა და სძალისა რომე სძღვნა არა ეგების, თქმა არცა ნაათალისა თვითო სკიპტრა და პორფირი, და გვირგვინები თვალისა

1544. კულა უძღვნა ძღვენი ორთავე, მზგავსი მათისა ბედისა ათასი თვალი ნაშობი, რომანულისა დედისა კულა მარგალიტი ათასი, მართ ვითა კვერცხი ბატისა ათასი ცხენი ტაიჭი, სიდიდით მსგავსი ქედისა

1545. ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი, მარგალიტი თავ შედგმული ცხრა ტაიჭი ძვირ ფასისა, უნაგრითა შეკაზმული ჰინდოთ მეფემ თაყვანიჰსცა, ლაღი ბრძენი არ მახმული მადლი ჰკადრა ფხიზელურად, თუცა იყო ღვინო სმული

1546. რას ვაგრძელებდე გარდახდეს, დღენი ერთისა თვისანი თამაშობდიან არ იყუნეს, ყოლა გაყრანი სმისანი ტარიელს ძღვნიან უცხონი, თვალნი ლალისა ქვისანი მათ ყოვლთა მათნი ელვანი, ჰფარვენ მართ ვითა მზისანი

1547. ტარიელ გვანდის ვარდსა და, იყუის ფიფქისა მთოელად ავთანდილ როსტანს წინაშე, გაგზავნა დასათხოველად შესთვალა შენი სიახლე, კმა ჩემად ლხინად ყოველად მტერთა აქვსთ ჩემი სამეფო, ვიცი მუნ შიგან მძოველად

1548. უცებნი მოსრნის მცოდნელთა, ცოდნამან ხელოვნებამან ვეჭვ მოქცეს თქვენცა დაღრეჯა, ჩემმან რასაცა ვნებამან წავიდე ავი არ მიყოს, მე აქა დაყოვნებამან ადრე კულა ვნახენ მორჭმულნი, ინებოს ღ~თისა ნებამან

1549. როსტევან კადრა მეფეო, რად ხართ რასაცა რიდითა რაცა გიჯობდეს იქმოდით, გასჭვრეტდით გაიცდიდითა ავთანდილ თანა წამოგყვეს, წადით ლაშქრითა დიდითა თქვენთა მტერთა და ორგულთა, დაფრეწდით დაცასჭრიდითა

1550. ავთანდილ უთხრა ტარიელს, ესე სიტყუები ორები მან უთხრა აგრე ნუ უბნობ, შეცევ ბროლისა ყორები ახალ შეყრილსა მთვარესა, მზეო ვით მოეშორები ავთანდილ უთხრა მაგითა, შენგან არ მოვიღორები

1551. არ დია გინდა დამაგდო, წახვიდე ჩემად მზრახებით ცოლი უყუარსო გასწირა, იყო ამისად მსახავად მე დავრჩე შენი გაყრილი, თავისა მე ვაგლახ ავად კაცსა მოყვრისა გაწირვა, ახ მოუხდების ახ ავად

1552. ტარიელს უგავს სიცილი, ბროლსა ვარდითა ფრქვევასა უბრძანა ვიტყვი უშენოდ, შენისა უფრო მე ვასა რადგან გწადიან წამომყევ, დამწამებ ნურას თნევასა ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა, ყოვლგნით მისთანა წვევსა

1553. შეყარნა სპანი არაბეთს, აღარა ხანსა ზმულია კაცი ოთხმოცი ათასი, ყუელაი დაკაზმულია კაცსა და ცხენსა ემოსა, აბჯარი ხვარაზმულია მეფე არაბთა მათითა, გაყრითა ნაღველ ჭმულია

1554. ერთმანერთისა გაყრილნი, ქალნი ორნივე დობილნი ერთმანერთისა დად ფიცნი, სიტყვითა გამონდობილი მკერდითა მკერდსა შეკრულნი, ყელისა გარდაჭდობილნი სტიროდეს მათთა მჭვრეტელთა, გულნიცა ესხნეს წდობილნი

1555. მთვარე ცისკრისა ნიავსა, რა თანა შეესწოროსა ორნივე სწორად ნათობენ, მოშორდეს მოეშოროსა არა თუ იგი მოშორდეს, მართ ცამან მოაშოროსა მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან, ხამს თავი იქედგოროსა

1556. მათდავე სახედ რომელსა, ესენი დაუბადიან იგივე გაჰყრის სიშორე, არა თუ ნებით სწადიან ვარდსა სწებვენ და აპობენ, ტირან და ცრემლნი ჩადიან მათთა გამყრელთა ყოველთა, სიცოცხლე არ იქადიან

1557. ნესტან დარეჯან ჰსთქვა ნეტამც, ყოლე არ შემოგცნებოდი მზისა გამყრელი გაყრითა, აწ ასრე არ დავდნებოდი ამბავსა ცნობდი მაცნევდი, წიგნითა მეუბნებოდი ვითა მე შენთვის დამწვარვარ, აგრე შენ ჩემთვის დნებოდი