... (A-530), XIX ს.

1558. თინათინ კადრა ჱე მზეო, შენთა მჭვრეტელთა ლხინებო რაცა გაგწირე თუ ვითა, გაყრასა მოვითმინებო ღ~თისაგან დღეთა თხოვისა, ნაცვლად სიკუდილი ვინებო აგრემცა მივი რაზომსა, ცრემლსა მე დავიდინებო

1559. კულა აკოცეს ერთმანერთსა, გაიყარნეს იგი ქალნი ქვე დამდგომმან წამავალსა, ვერ მოსწყვიტნა ყოლე თვალნი იგი იჭვრეტს უკუღმავე, ედებოდა ამით ალნი რომე მსწადდეს ვერ დავსწერენ, მე სიტყვანი ნაათალნი

1560. როსტან მათითა გაყრითა, ხელთაგან უფრო ხელდების ათასჯერ იტყვის ვაგლახსა, არ სულთქმა უერთხელდების ცხელი სდის წყარო ცრემლისა, მართ ვითა ქვაბი ცხელდების ტარიელ არის დაღრეჯით, ფიფქი ნასდების თხელდების

1561. ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს, მეფე ხვევნით და კოცებით იტყვის თუ თქვენი სიახლე, მიჩნს აქამდისცა ოცებით რადგან მოგშორდი დავრჩები, პატიჟთა გაასოცებით შენგან მოგვეცა სიცოცხლე, შენგანვე დავიხოცებით

1562. ტარიელ შეჯდა მეფისა, გამყრელი გამომსალამე სრულად ლაშქართა სდიოდა, ცრემლი მინდორთა სალამე მზე შენ გელმისო საომრად, და თავი შენ მას ალამე უბრძანა თქვენთვის მტირალსა, ყოლა არ მიჩნდეს სალა მე

1563. გაემართნეს და წავიდეს, დია სპითა და ბარგითა ტარიელ ფრიდონ ავთანდილ, თავითა მეტად კარგითა კაცი ორმოცი ათასი, ყვა ცხენებითა ვარგითა მივლენ სამნივე გულითა, ერთმანერთისა მარგითა

1564. სამთავე ვლეს ღ~თნ მათებრ სხვა, ნურა ნუ დაბადოსა მოეგებნიან მტერობა, ვერავინ დაიქადოსა მინდორსა შიგან სადილად, გარდახდეს უდილადოსა ვითა მართებდათ პურობდეს, ღვინოსა სვემდეს არ დოსა

1565. ტარიელს და ცოლსა მისსა, მიხუდა მათი საწადელი შვიდი ტახტი სახელმწიფო, საშვებელი გაუცდელი მათ პატიჟთა დაავიწყებს, ლხინი ესე აწინდელი ყოლა ლხინთა ვერ იამებს, კაცი ჭირთა გარდუხდელი

1566. თვით ორნივე ერთგან მსხდომნი, ნახნეთ მზეცა ვერა ჰსჯობდეს ბუკსა კრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ხმასა დაატკბობდეს მისცეს კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს ესეაო მეფე ჩვენი, იზახდეს და ამას ხმობდეს

1567. ავთანდილ და ფრიდონისთვის, ორნი ტახტნი დაამზადნეს ზედან დასხდეს ხელმწიფურად, დიდებანი უდიადნეს ღ~თნ სხვანი ხორციელნი, მათებრნიღა რად დაბადნეს ამბობდიან ჭირთა მათთა, ყველაკასა გაუცხადნეს

1568. სმა პურობა გახარება, ქმნეს ჯალაბი გაადიდეს ვითარიცა ქორწილობა, ჰხამს ეგეთსა გარდიხდიდეს მათ ოთხთავე თავის თავის, ძღვენსა სწორად მიართმიდეს გლახაკთათვის საბოძვარსა, საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს

1569. სრულნი ჰინდონი ავთანდილს, და ფრიდონს მწედ ხადიან თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი, მართ იმას მოიტყოდიან ვითა პატრონსა სჭვრეტდიან, რაც სწადდის მას იქმოდიან სადარბაზობლად ნიადაგ, მათ წინა მოვიდოდიან

1570. ჰინდოთ მეფე უბრძანებდა, ასმათს მისსა შეკდომილსა რაცა შენ ქმენ არ უქმნია, არ გამზრდელსა არცა ზრდილსა აწ ინდოეთს სამეფოსა, მეშვიდესა ერთსა წილსა ზედან დაგსვამ შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა

1571. ვინცა გწადდეს ქმრად შეირთე, სამეფოსა ეპატრონე მუნიდაღმე გვმსახურებდი, თავი შენი დაგვამონე ასმათ ფერხნი გარდუკოცნა, შენგანაო ჩემი ღონე მონობისა უკეთესი, რამც ვიშოვნე რამც ვიქონე

1572. ერდგან სამთავე ძმობილთა, დაყვნეს ცოტაი დღენია თამაშობდიან უსახო, მოუდიოდეს ძღვენია რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია მაგრა ავთანდილს სურვილმან, დაღრეჯა დააჩენია

1573. ტარიელ სცნა ამა ყმისა, ცოლისათვის მოესურვა უბრძანებდა გული შენი, გაღანამცა მამემდურვა აწ ვაგლახ მე ჭირი შენნი, გონებამან შვიდი თუ რვა მოგშორდები ლხინი ჩემი, საწუთრომან დამიშურვა

1574. კულა ფრიდონცა დაეთხოვა, წავიდეო სახლსა ჩემსა ზედან ზედა დავტკეპნიდე, დარბაზსა და ამა თემსა სამსახურსა მიბრძანებდი, უხუცესი ვითა მრწემსა თქვენთვის ასრე მომსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა

1575. როსტანისთვის წაატანა, საძღვნოდ ტურფები ჯუბაჩები კულა ჭურჭელი თვალთა თლილთა, არ კოვზები არ ჯამები ჩემაგიერ მიუტანე, წაო ნურას მეუბნები ავთანდილ სთქვა არა ვიცი, მე უშენოდ ვით დავრჩები

1576. ქალსა ქალმან გაუგზავნა, ყაბაჩა და ერთი რიდე რომე ჩაცმა დაბურვასა, ვინ ღირს იყო მათგან კიდე ერთი თვალი წამღებელსა, ვერა თქვას თუ ცუდად ვზიდე ღამე მზეებრ გაანათის, ჩნდის სადაცა შეხედვიდე

1577. ავთანდილ შეჯდა წავიდა, ტარიას გაესალამა იგი ორნივე გაყრისა, დაწვა ცეცხლისა ალამა სრულად ჰინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა ავთანდილ იტყვის მამკლაო, სოფლისა მე სამსალამა