... (A-530), XIX ს.

1519. მეფე ყელსა ეხვეოდა, მას ლომსა და ვითა გმირსა ახლოს უზის ეუბნების, აკოცებს და უჭვრეტს პირსა იგი მზე და ხელმწიფობა, ასრე მივა ვითა ღირსა მაშინღაა ლხინი ამო, რა გარდიხდის კაცი ჭირსა

1520. ყმა მეფესა მოახსენებს, მიკვირს სხვასა რად არ ბრძანებ რად არ გინდა ნახვა მზისა, ანუ რადღა აგვიანებ მიეგებვი მხიარული, სახლსა თქვენსა მოიყვანებ შემოიმოს შუქთა მისთა, ნათლად გარე მოივანებ

1521. ტარიელსცა მოახსენა, შესხდეს ქალსა მიეგებნეს მათ სამთავე გოლიათთა, მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს მიხუდეს მათსა საწადელსა, იგი პოეს რაცა ძებნეს ხელი ხადეს ხმალთა მათთა, არა ცუდად წელთა ებნეს

1522. მეფემან ქალს უსალამა, მან შორით გარდახდომილმან დაუყვნა თვალნი ელვამან, მისთა ღაწვთაგან კრთომილმან გამოეგება აკოცა, კუბოსა შიგან ჯდომილმან დაუწყო ქება მეფემან, თვით ვერას ვერ მიხდომილმან

1523. ეტყვის მზეო ვითა გაქო, ნათელო და დარიანო შენთვის ხელნი გონებანი, არა ცუდათ არიანო მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ იანო

1524. გაკვირდეს ყოვლნი მხედველნი, მისთა ელვათა ფენასა ვით მზემან დაჰყვნა მჭვრეტელთა, თვალნი ნათლისა ჩენასა მისგან დამწვარნი მისცნიან, გულნი ჭვრეტითა ლხენასა სითაც გამოჩნდის იქმოდეს, ჯარნი მუნითკენ რბენასა

1525. შინა წავიდეს ყოველნი, შესხდეს თავისა დარებად არ მიიხდომის სიტურფე, არს მათგან მიუმხვდარებად ქონდეს შვიდნივე მნათობნი, მის მზისა დასადარებად ადრე მივიდეს მეფისა, სახლად სამყოფად არებად

1526. შევიდეს ნახეს თინათინ, მჭვრეტთა მამცემი ჭირისა სკიპტროსან გვირგვინოსანსა, შვენოდა ცმა პორფირისა მისრულთა პირსა შეადგა, ელვა მისისა პირისა შევიდა მეფე ინდოთა, იგი მზე მსგავსი გმირისა

1527. ტარიელ და ცოლმან მისმან, ქალსა მდაბლად უსალამეს მოეგებნეს აკოცეს და, საუბარი დააამეს იგი სახლი გაანათლეს, არ ნათელი შეაღამეს ბროლ ბალახში გააღაწვეს, და გიშერი აწამწამეს

1528. თინათინ ზედა აწვივა, ტახტსა მეფეთა ზეთასა ტარიელ უთხრა შენ დაჯე, სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა დღეს ტახტი შენი შენ გმართებს, მეტად ყოველთა დღეთასა მე ლომი ლომთა დაგისვა, გვერდსა შენ მზეთა მზეთასა

1529. ორთავე ხელი მოკიდეს, და დასვეს ტახტსა თავისსა გვერდსა დაუსვეს ავთანდილ, სურვილსა მოეკლა ვისსა უნახავსა და ნახულსა, ჰსჯობს ყოვლსა სანახავისსა ნუ ეჭვ მიჯნურად მათებრსა, ნუცა თუ რამინს და ვისსა

1530. ქალსა შესწბა გაუკვირდა, ავთანდილის გვერცა ჯდომა ფერი კრთა და გაუფიცხდა, შე და გამო გულმან კრთომა მეფე ეტყვის შვილო ჩემგან, გაქვს სირცხვილი ნუ რა ზომა ბრძენთა უთქვამს სიყვარული, ბოლოდ მისი არ წახდომა

1531. აწ შვილნო ღ~თნ თქვენ მოგცეს, ათას წელ დღეთა გრძელობა სვე სვიანობა დიდობა, კვლავ ჭირთა გარდუხდელობა ცამცა ნუ შეგცვლის მოგხვდების, თვით მისებრ შეუცვლელობა თქვენთვის ხელითა მეღირსოს, მიწათა შემომყრელობა

1532. მართ მეფემან სპათა ბრძანა, ავთანდილის თაყუანება ესეაო მეფე თქვენი, ასრე იქმნა ღ~თისა ნება დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი, მე სიბერე ვითა სნება ჩემად სწორად მსახურებდით, დაიჭირეთ ჩემი მცნება

1533. ლაშქარნი და დიდებულნი, მოდრკეს მდაბლად ეთაყვანნეს მოახსენეს მიწად ვექმნეთ, ვინცა მიწად მიგვიყვანნეს მორჩილ ქმნილნი დაგვადიდნეს, ურჩნი მკუდართა დაგვაგვანნეს მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს, გულნი ჩვენნი აგულოვნნეს

1534. ტარიელც უთხრა ქებითა, იმედისა გათავება ქალსა ეტყვის შემიყრიხართ, აღარა გწვავს ცეცხლთა დება ქმარი შენი ძმაა ჩემი, მწადს აგრევე თქვენი დება ორგულთა და შემცილეთა, შენთა მე ვქნა გაფლიდება

აქა ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთ მეფისაგან,

1535. მას დღე ავთანდილ ხელმწიფე, ზის და ხელმწიფე ზენია მასთანა მჯდომსა ტარიელს, შვენიან სინაზენია ნესტან დარეჯარ ახლავს, თინათინს ვინ მჭვრეტთა ამაზრზენია გავს თუ ცა მოსდრკა ქვეყანად, შეყრილან ოთხნი მზენია

1536. დაიწყეს მორთმა პურისა, ლაშქართა მის მესავსისა ძროხა და ცხვარი დაკლული, არს უმრავლესი ხავსისა შეიქმნა ზღვნობა ძღვენისა, მათისა შესამგზავსისა მათ ყოვლთა შუქი ანათობს, პირისა მზისა მსგავსისა

1537. იაგუნდისა ჯამები, იყვნეს ლალისა ჭიქები კულა უცხო ფერთა ჭურჭელთა, სხდის უცხო უცხო სიქები მის ქორწილისა მაქები, კაცი ბრძენთაგან იქები მჭვრეტელო გულსა ეტყოდი, ნუ აეხსნები იქ ები