... (A-855), XIX ს.

1235. ფატმანს პური შეეკაზმა, ავთანდილის საწვეველად ყმა შევიდა მოკაზმული, მხიარულად არ პირბნელად ფატმან ნახა გაუკვირდა, ვაჭრულისა უმოსელად შემოსცინნა აგრე სჯობსო, შენთვის ხელთა სასურველად

1236. ფატმან მისსა შვენებასა, მეტის მეტად ჰკვირდებოდა მან პასუხი არა გასცა, თავისწინა ღიმდებოდა შეეტყვების არ მიცნობსო, რა რეგგვანდა რა გვარ ხმობდა თუცა რასმე იფერებდა, მეტი არა ჰგავიდოდა

1237. პური ჰსჭამეს გაიყარნეს, ყმა მივიდა მისსა შინა ღვინო სმული მხიარული, დაწვა ამოდ დაიძინა საღამოჟამს გაიღვიძა, შუქი ველთა მოაფინა ფატმან უხმო მოდი მნახე, მარტო ვარო თავისწინა

1238. ფატმან მივიდა ავთანდილს, ხმა ესმა მისგან ოხისა იტყოდა მომკლავს უცილოდ, ტანი ალვისა მო ხისა გვერდსა დაისვა ბალიში, მისცა მისისა ნოხისა ვარდისა ბაღსა უჩრდილობს, ჩრდილი წამწამთა ქოხისა

1239. ავთანდილ ბრძანა ჰე ფატმან, ვიცი ეს საქმე შენია დაჰკრთები ამა ამბავსა, მართ ვითა გველნაკბენია მაგრა აქამდის მართალი, შენ ჩემი არა გსმენია ჩემნი მომკლველნი წამწამნი, შავნი გიშრისა ხენია

1240. გგონივარ ვინმე ვაჭარი, პატრონი ქარავანისა მე ვარ სპასპეტი მაღლისა, მეფისა როსტევანისა თავადი სპისა დიდისა, მათისა შესაგვანისა მაქვს პატრონობა მრავლისა, საჭურჭლე ზარადხანისა

1241. შენ გიცი კარგი მოყვარე, ერთგული მისანდობელი მათ უვის ერთი ასული, მზე ხმელთა მანათობელი იგია ჩემი დამწველი, და ჩემი დამადნობელი მან გამომგზავნა დავაგდე, პატრონი მათი მშობელი

1242. რომე შენ ქალი გყოლია, მე ძებნად მისვე ქალისად მივლია ყოვლი ქვეყანა, მის მზისა მონაცვალისად მისთვის გაჭრილი მინახავს, წევს ლომი ფერნამკრთალი სად გამცუდებელად თავისად, მის გულისა და ძალისად

1243. ავთანდილ ფატმანს ყოველი, უთხრა ამბავი თავისა ამბავი ტარიელისა, შემოსვა ვეფხის ტყავისა უბრძანა შენ ხარ წამალი, ჯერ შენგან უნახავისა ღონე წამწმისა ხშირისა, ყორნის ფრთებ ნაფუშავისა

1244. მოდი და ფატმან მეწიე, ვეცადნეთ მისსა რგებასა ვუშველოთ იგი მნათობნი, ნუთუ მიეცნენ შვებასა ვინცა სცნობს კაცი ყველაი, ჩვენსა დაიწყებს ქებასა ნუთუ კვლა მიხვდენ მიჯნურნი, ერთმანერთისა ხლებასა

1245. მომგვარე ქაჯეთს გავგზავნოთ, იგივე მონა გრძნეული ქალსა ვაცნობოთ ყველაი, ამბავი ჩვენგან ცნეული მანცა გვაცნობოს მართალი, ვქნათ მისი გამორჩეული ღმერთმან ქნას ქაჯთა სამეფო, მოგესმას ჩვენგან ძლეული

1246. ფატმან ჰსთქვა ღმერთსა დიდება, საქმენი მომხვდეს მო რანი დღეს რომე მესმნეს ამბავნი, უკვდავებისა სწორანი მოგვარა მონა გრძნეული, შავი მართ ვითა ყორანი უბრძანა ქაჯეთს გაგგზავნი, წა გზანი გისხენ შორანი

1247. აწ გამოჩნდების სახმრობა, ჩემთვის შენისა გრძნებისა ფიცხლად დამივსე სახმილი, შენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა მას მზესა ჰკადრე მიზეზი, მისისა განკურნებისა მან უთხრა ხვალე მოგართვა, ყოვლი ამბავი ნებისა

წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანის წინაშე მიწერილი

1248. ფატმან ჰსწერს აჰა მნათობო, სოფლისა მზეო ზენაო შენთა შორსმყოფთა ყოველთა, დამწველო ამაზრზენაო სიტყვამჭევრო და წყლიანო, ტურფაო ლამაზენაო ბროლო და ლალო ოროვე, კვლა ერთგან შენათხზენაო

1249. თუცა თუ შენი ამბავი, შენ არა მომასმენიე მე ეგრეცა ვცან მართალი, მით გულსა შენთვის ველიე შენთვის ხელქმნილსა ტარიელს, ამბითა მოალხენიე ორნივე მიხვდეთ წადილსა, იგი ვარდობდეს შენ იე

1250. მოსულა შენად საძებრად, მისი ძმადშეფიცებული ავთანდილ მოყმე არაბი, არაბეთს შიგან ქებული სპასპეტი როსტენ მეფისა, ვერვისგან დაწუნებული შენ სწერდი შენსა ამბავსა, ლაღი ბრძნად გაგონებული

1251. ჩვენ ამისთჳს ესე მონა, გამოვგზავნეთ თქვენსა წინა ვცნათ ამბავი ქაჯეთისა, მოსრულანცა ქაჯნი შინა მანდაურთა მეომართა, ანგარიში წვრილად გვინა ვინ არიან მცველნი შენნი, ან თავადი მათი ვინა

1252. რაცა იცი მანდაური, მოგვიწერე გაამჟღავნე მერმე შენსა საყვარელსა, ნიშანი რამ გაუგზავნე შენი ყველა აქანამდის, ჭირი ლხინსა გაათავნე ღმერთსა უნდეს მოყვარენი, შესაფერნი შეგაზავნე

1253. წადი უსტარო ისწრაფე, თუ მუხლი ჰქონდეს მალები დაგნატრი მიხვალ დაგხვდების, ბროლი სათი და ლალები ბედად შენ მჯობ ხარ უსტარო, გნახვენ დამწველის თვალები შენს უკან ჩემი სიცოცხლე, თუ გესმის არ გებრალები