... (Q-622), XIX ს.

1290. შენ საყვარელო ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა ჩემი სთქვა სხვათა მიხუდების იგი ალვისა ტანითა ამაა სიცოცხლე უშენო ვარ აქამდისცა ნანითა ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ ანუ მოვიკლავ დანითა

1291. შენმან მზემან უშენოსა არვის მიხვდეს მთვარე შენი შენმან მზემან ვერვის მიხუდეს მოცავიდენ სამნი მზენი აქა თავსა გარდავიქცევ ახლოს მახლვან დიდნი კლდენი სული ჩემი შეივედრე ზეცით მამხვდენ ნუთუ ფრთენი

1292. ღ~თსა შემვედრე ნუთუ კულავ დამხსნა სოფლისა შრომასა ცეცხლსა წყალსა და მიწასა ჰაერთა თანა ძრომასა მამცეს ფრთენი და ავჰფრინდე მივხვდე მას ჩემსა ნდომასა დღისით და ღამით ვხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა

1293. მზე უშენოდ ვერ იქნების რადგან შენ ხარ მისი წილი გაღანამცა მას იახლე მისი ეტლი არ თუ წბილი მუნა გნახო მანდვე გსახო გამინათლო გული ჩრდილი თუ სიცოცხლე მწარე მქონდეს სიკუდილიმცა მქონდეს ტკბილი

1294. მე სიკუდილი აღარ მიმძიმს შემოგვედრებ რადგან სულსა მაგრა შენი სიყვარული ჩავიტანე ჩამრჩა გულსა მომეგონოს მოშორვება მემატების წყლული წყლულსა ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ ჩემო ჩემსა სიყვარულსა

1295. წადი ინდოეთს მიმართე არგე რა ჩემსა მშობელსა მტერთაგან შეიწრებულსა ყოვლგნით ხელ აუპყრობელსა გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა მომიგონებდი მტირალსა შენთვის ცრემლ შეუშრობელსა

1296. რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა კმა საჩივარად ცან სამართალი მართალი გულისა გულსა მივარად შენთვის მოვკუდები გავხდები ყორანთა დასაყივარად ვირე ცოცხალ ვარ გეყოფი სატირლად და სატკივარად

1297. აჰა ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა გარდმიკვეთია ალამი ჩემო ერთისა კიდისა ესეღა დამრჩეს სანაცლოდ მის იმედისა დიდისა რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენზედა ცისა შვიდისა

1298. ესე წიგნი საყუარელსა მისსა თანა მინაწერი რა დაწერა გარდაკვეთა მათ რიდეთა ერთი წვერი თავ მოხდილსა დაუშვენდა სისხო სიგრძე თმათა წვერი ალვისაგან სული მოქრის ყორნის ფრთათათ მონაბერი

1299. იგი მონა წამოვიდა გულანშაროს მიმავალი წამ ერთ მიჰხვდა ფატმანისსა დღე იარა არ მრავალი რა ავთანდილს გაუსრულდა საქმე მისი სასურვალი ხელ აპყრობით ღ~თსა მადლობს ცნობა სრული არა მთვრალი

1300. ფატმანს უთხრა გამისრულდა ჟამად საქმე საწადელი დიდი შენი მოჭირვება ჩემგან არის გარდუხდელი წავალ დგომად აღარა მცალს დრო მოსულა შარშანდელი ფიცხლა ქაჯეთს მოვიყვანო მათი მომსპობ ამწყუედელი

1301. ხათუნმან უთხრა ჱე ლომო ცეცხლი აწ უფრო ცხელდების მოეშორვების ნათელსა გული ამისთვის ბნელდების ისწრაფე ჩემი ნუ გაგვა ხელი ეგრეცა ხელდების თუ ქაჯნი მოგესწრებიან მუნ მისლვა გაგიძნელდების

1302. ყმამან ფრიდონის მონანი უხმნა მასთანა ხლებულნი უბრძანა მკუდარნი აქამდის აწყა ვართ დაცოცხლებულნი რაცა გვინდოდა მისითა სმენითა გაახლებულნი ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე წყლულნი მით ვაგლახებულნი

1303. მიდით და ფრიდონს უანბეთ ანბავი არ ნაცქაფავი მე ვერა ვნახავ ვისწრაფი გზა ჩემი არს ნასწრაფავი მან გაახაფოს ხმა ხაფი კვლავ უფრო განაჴაფავი თქუენ მოგცე ლარი ყველაი მე ჩემი ნაალაფავი

1304. ჩემსა ზედა დიდი არის ვალი თქვენგან დანადები მადლსა სხვაებრ გარდავიხდი თუღა ფრიდონს შევეყრები აწ წაიღეთ ყველაკაი მეკობრეთა წანაღები ამის მეტსა ვერას მოგცემ ვიცი ამად გეძუნწები

1305. სახლი არ მახლავს არ ძალ მაქუს გაცემა საბოძვარისა მისცა მართ სავსე ჴომალდი რიცხვი ტურფათა ჯარისა უბრძანა წადით წაიღეთ გზა წავლეთ მისვე არისა ფრიდონს მიართვით უსტარი ჩემგან ძმად ნაფიცარისა

წიგნი ავთანდილისაგან მიწერილი ფრიდონის წინაშე

1306. დაწერა ფრიდონ მაღალო სვე სრულო მეფეთ მეფეო ლომისა მსგავსო ძალ გულად მზეო შუქ მოიეფეო მოვლენილო და მორჭმულო მტერთა სისხლისა მჩქეფეო უმცროსმან ძმამან შორი შორ სალამი დავიყეფეო

1307. ჭირნი ვნახენ და მოცამხუდა ნაცვალი ჭირ ნახულისა კარგა მოხდომა საქმისა ჩემისა გაზრახულისა მიცნია მართლად ამბავი პირისა მზედ სახულისა დამარჩენელი ლომისა მის ქვესკნელს დამარხულისა

1308. იგი მზე ქაჯთა მეფესა ჰყავს ქაჯეთს პატიმარია მუნ მისულა მიჩანს თამაშად თუცა გზა საომარია ნარგიზთა წვიმა ბროლისა წვიმს ვარდი ნაწვიმარია ჯერ ქალსა ქაჯნი არ ახლვან მაგრა სპა უამარია