... (Q-622), XIX ს.

1233. ფატმანს უთხრა საყვარელო კმა ხარ ჩემთვის სასურველად მე ანბავი სანატრელი მამასმინე არ პირბნელად მაგრა საქმე ქაჯეთისა გამაგონე უფრო მრთელად ქაჯნი ყუელა უხორცოა რამან შექმნა ხორციელად

1234. მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა მაგრა ქაჯნი უხორცონი რას აქნევენ მიკვირს ქალსა ფატმან უთხრა მამისმინე მართლად გხედავ მანდა მკრთალსა არ ქაჯნია კაცნიაო მინდობია კლდესა სალსა

1235. ქაჯნი სახელად მით ჰქვიან არიან ერთად კრებულნი კაცნი გრძნებისა მცოდნენი ზედან გახელოვნებულნი ყოველთა კაცთა მავნებნი იგი ვერვისგან ვნებულნი მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი დაწბილებულნი

1236. იქმენ რასმე საკვირველსა მტერსა თვალსა დაუბრმობენ ქართა აღძვრენ საშინელთა ნავსა ზღვა ზღვა დაამხობენ ვითა ხმელსა გაირბენენ წყალსა წმიდად დააშრობენ სწადდეს დღესა ბნელად იქმენ სწადდეს ბნელსა ანათობენ

1237. ამისთვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი თვარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ჴორციელანი ავთანდილ მადლი უბრძანა ცეცხლნი დამივსენ ცხელანი დიდად მიამნეს ამბავნი სიტყვანი აწინდელანი

1238. გულითა ღ~თსა ადიდებს ავთანდილ ცრემლთა მდენელი თქვა ღ~თო გმადლობ რომელი ხარ ჭირთა მამალხენელი ყოფილი მყოფი უთქმელი ყურთაგან მოუსმენელი წყალობა თქვენი იჩქითად არს ჩვენი გარმომფენელი

1239. მის ამბისა ცნობისათვის ცრემლით ღ~თსა ადიდებდა ფატმან ეჭუდა თავისათვის ამად ცეცხლსა კვლავ იდებდა ყმა ნამუსსა ინახევდა სიყვარულსა იფერებდა ფატმან ყელსა ეხვეოდა პირსა მზესა აკოცებდა

1240. მას ღამით ფატმან იამა ავთანდილთანა წოლითა ყმა უნდო გვარად ეხვევის ყელსა ყელითა ბროლითა ჰკლავს თინათინის გონება ძრწის იდუმლითა ძრწოლითა გული ხელ ქმნილი გასჭრია მხეცთავე თანა რბოლითა

1241. ავთანდილ მალვით ცრემლსა წვავს დენად სისხლ ნართავისად შიგან მელნისა მორევსა ცურავს გიშრისა ნავისად იტყვის თუ მნახეთ მიჯნურნო იგი ვინ ვარდი ავისად უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მგზავსად ყვავისად

1242. მუნ ცრემლნი მისგან ნადენი ქვათაცა დასალბონია გიშრისა ტევრსა აგუბებს ვარდისა ველსა ფონია ფატმან მას ზედა იხარებს მართ ვითა იადონია თუ ყვავი ვარდსა იშოვნის თავი ბულბული ჰგონია

1243. გათენდა ბანად წავიდა მზე სოფელს შუქ ნაკიდები დიაცმან უძღვნა მრავალი კაბა ყაბაჩა რიდები მრავალი ფერი სულნელი ტურფა პერანგი წმიდები რაცა გწადდესო ჩაიცვი მე ნურას მერიდები

1244. ავთანდილ თქვა საქმე ჩემი გავაცხადო ამა დღესა სამოსისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა მას დღე ყოვლი საჭაბუკო შეიმოსა ტანსა მხნესა მოემატა დაშვენება დაემგზავსა ლომი მზესა

1245. ფატმანს პური შეეკაზმა ავთანდილის საწვეველად ყმა შევიდა მოკაზმული მხიარულად არ პირ ბნელად ფატმან ნახა გაუკვირდა ვაჭრულისა უმოსელად შემოსცინნა აგრე სჯობსო შენთვის ხელთა სასურველად

1246. ფატმან მისსა შვენებასა მეტის მეტად ჰკვირდებოდა მან პასუხი არა გასცა თავისწინა ღიმდებოდა შეეტყვების არ მიცნობსო რა რეგვნად და რაგვარ ჰხმობდა თუმცა რასმე იფერებდა მეტი არა გავიდოდა

1247. პური ჭამეს გაიყარნეს ყმა მივიდა მისსა შინა ღვინო სმული მხიარული დაწვა ამოდ დაიძინა საღამო ჟამს გაიღვიძა შუქი ველთა მოაფინა ფატმან უხმო მოდი მნახე მარტო ვარო თავისწინა

1248. ფატმან მივიდა ავთანდილს ხმა ესმა მისგან ოხისა იტყოდა მომკლავს უცილოდ ტანი ალვისა მო ხისა გვერცა დაისვა ბალიში მისცა მისისა ნოხისა ვარდისა ბაღსა უჩრდილობს ჩრდილი წამწამთა ქოხისა

1249. ავთანდილ ბრძანა ჱე ფატმან ვიცი ეს საქმე შენია დაჰკრთები ამა ამბავსა მართ ვითა გველ ნაკბენია მაგრა აქამდისმართალი შენ ჩემი არა გსმენია ჩემნი მამკულელნი წამწამნი შავნი გიშრისა ხენია

1250. გგონივარ ვინმე ვაჭარი პატრონი ქარავანისა მე ვარ სპასპეტი მაღლისა მეფისა როსტევანისა თავადი სპისა დიდისა მათისა შესაგვანისა მაქუს პატრონობა მრავლი საჭურჭლე ზარდახანისა

1251. შენ გიცი კარგი მოყვარე ერთგული მისანდობელი მათ უზის ერთი ასული მზე ხმელთა მანათობელი იგია ჩემი დამწველი და ჩემი დამადნობელი მან გამამგზავნა დავაგდე პატრონი მათი მშობელი

1252. რომე შენ ქალი გყოლია მე ძებნად მისვე ქალისად მივლია ყოვლი ქვეყანა მის მზისა მონაცვალისად მისთვის გაჭრილი მინახავს წევს ლომი ფერ ნამკრთალი სად გამცუდებელად თავისად მის გულისა და ძალისად