... (Q-622), XIX ს.

1079. ესეგვარი საძრახავი დაუძრახა გულსა შინა მერმე იტყვის ჩემგან კიდე ჩემი შემწე არავინა რასათვისცა გამოჭრილვარ მისი ძებნა რადგან მინა მივყვე მიჯობს ვჰპოვებ მას ვიქ გულმან სხვამცა რა ისმინა

1080. ისი დიაცი აქა ზის მნახავი კაცთა მრავალთა მოსადგურე და მოყვარე მგზავრთა ყოველგნით მავალთა მივყვე მიამბობს ყოველასა რაზომცა ცეცხლი მწვავს ალთა ნუთუ რა მარგოს მე მისი გარდახდა ჩემი ვსცნა ვალთა

1081. თქვა დიაცსა ვინცა უყვარს გაექსვის და მისცემს გულსა აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოლად კრულსა რაცა იცის გაუცხადებს ხვაშიადსა უთხრობს სრულსა მიჯობს მივყვე განღა სადმე ვსცნობ საქმესა დაფარულსა

1082. კულავ იტყვის ვერვინ ვერას იქს თუ ეტლი არ მოსთმინდების მით რაცა მინდა არა მაქუს რაცა მაქვს არ მამინდების ბინდის გვარია სოფელი ესე თურ ამად ბინდების კოკასა შიგან რაცა დგას იგივე წარმოსდინდების

წიგნი ავთანდილისა ფატმანის პასუხად მიწერილი

1083. მოგეწერა წავიკითხე შენი წიგნი ჩემი ქება შენ მომასწარ თვარე შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება შენცა გინდა მეცა მინდა გაუწყედლად შენი ხლება შეყრა არის პირიანი ორთავეა რადგან ნება

1084. ფატმანისსა ვერ გიამბობ მოემატა რა სიამე მიუწერა კმარის რაცა უშენომან ცრემლი ვლამე აწ ვიქმნები თავის წინა აქა მპოვე მარტო სამე მამისწრაფე შეყრა შენი რა შეღამდეს მოდი ღამე

1085. მას ღამითვე საწვეველი რა მიართვეს წიგნი ყმასა შეღამდა და წაცავიდა სხვა ემთხვია მონა გზასა ამას ღამე ნუ მოხვალო ვერა მპოვებ შენთვის მზასა მას ეწყინა არ დაბრუნდა თქვა თუ გავსო ეგე რასა

1086. წვეული აღარ დაბრუნდა კვლავ ზევე უკუწვევითა ფატმან ზის წყენით შევიდა ავთანდილ მარტო ხე ვითა დიაცსა წყენა შეატყო ნახა შესლვითა შევითა ვერ დაიჩინა შიშითა და მისითავე თნევითა

1087. ერთგან დასხდეს და დაიწყეს კოცნა ლაღობა წყლიანი შემოდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი ტან ნაკვთიანი შემოვლო ახლოს შემოყვა მონა ხრმალ დარაკიანი დაკრთა რა ნახა ავთანდილ გავსო თუ გზაა კლდიანი

1088. ფატმან რა ნახა შეშინდა ძრწის და მიეცა ძრწოლასა მან გაკვირვებით უჭურიტა მათსა ლაღობა წოლასა უთხრა არ გიშლი დიაცო ფერთა მი და მო კრთომასა გამითენდების განანებ მაგა მოყმისა ყოლასა

1089. გამკიცხე ბოზო დიაცო და დამდევ გასათრეველად მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დასაჭმეველად დავმალო წვერთა ფუ მიყავ ხელიღა ვრბოდე მე ველად

1090. ესე თქვა და კაცმან წვერთა მოიზიდნა გავლნა კარნი ფატმან შექნა თავის ცემა ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი ცრემლთა მისთა შეეყარნეს წყაროსებრნი ისმნეს წკარნი თქვა დამქოლეთ მოდით ქვითა მამადეგით მამაკარნი

1091. მოთქვამს მოვჰკალ ჰაი ქმარი ამოვწყვიტენ წვრილნი შვილნი იავარ ვყავ საქონელნი უსახონი თვალნი თლილნი გავეყარე საყვარელთა ვა გამზრდელნი ვაი გაზრდილნი ბოლოდ ვექმენ თავსა ჩემსა სიტყვანია ჩემნი წბილნი

1092. ამას ყველასა ავთანდილ ისმენდა გაცბუნვებული უბრძანა რა გჭირს რას იტყვი რასთვის ხარ აგრე ვებული რას დაგექადა იგი ყმა რა ნახა შენგან კლებული დადუმდი მითხარ ვინ იყო ანუ რად საქმედ რებული

1093. დიაცმან უთხრა ჱე ლომო ხელი ვარ ცრემლთა დენითა ნურას ნუ მკითხავ ამბავსა ვერცა რას გითხრობ ენითა დავხოცენ შვილნი ჴელითა მით ვარ აღარას ლხენითა თავი მოვიკალ უთმინოდ სიყვარულითა შენითა

1094. ესე გვარი დია მიხვდეს სიტყვა მცდარსა ენამეტსა ხვაშიადის ვერ დამალავს უჭკუოსა შმაგსა რეტსა ვაგლახითა მეწივენით გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა

1095. ორისაგან ერთი ჰქმენით ამის მეტსა ნუღარ ლამით მოვითაჰკლავ იმა კაცსა წადი მოკალ მალვით ღამით მე და სრულად სახლი ჩემი დახოცასა დაგვხსენ ამით მოხვალ გითხრობ ყველაკასა მოვითმითხარ ცრემლთა ლამით

1096. თვარა ღამითვე ტვირთები შენი წაიღე ვირითა დააგდე ჩემი მიდამო სრულად მიკრიფე მირითა ვეჭ რომე ჩემთა ცოდვათა შენცა აგავსონ ჭირითა თუ დარბაზს მივა იგი ყმა შვილთა დამაჭმევს პირითა

1097. რა ესე ესმა ავთანდილს ლაღსა ბუნება ზიარსა ადგა და ლახტი აიღო რა ტურფა რამე მხნე არსა ამა საქმისა ვერ ცნობა თქვა ჩემი სიძუნტე არსა ნუ ეჭუ სულ დგმულსა მისებრსა სხვა არცა მისებრი არსა