ვეფხისტყაოსანი, 1892 წ.

953. ყმამან უთხრა: “მიკვირს, ძმანო, რად ხართ ჩემთვის გულ-მოკლულნი, ანუ ეგრე ვით გეკეთნეს ზამთრის ვარდნი ფერ-ნაკლულნი? თქვენმცა მაშინ ვენახენით, ლაღნი ვდეგით, არ საპყრულნი! ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენნით, ჩვენგან სხდიან მხიარულნი”.

954. იგი წავიდა, დაბრუნდა ყმა გზასა თავის წინასა, ვისი ჰგავს ტანი საროსა და ვისი გული რკინასა, მიაცორვებს და მიუბნობს, მოსსთქვამს მისსავე ლხინასა, ნარგისნი ჰქუხან, ცრემლსა ჰსწვიმს, ჩარცხის ბროლსა და მინასა.

955. ვინც გზას ჰნახნის უცხონი, მსახურებდიან, ყმობდიან, მოეხვივნიან საჭვრეტლად, მას ზედა სტრფიალობდიან, ეძნელებოდის გაშვება, გაყრასა ძლივ დასთმობდიან, გზის ყოლაუზი მისციან; ჰკითხის რა, უამბობდიან.

956. მულღაზანზარს მიეახლა, ადრე დალევს გზასა გრძელსა; მინდორს ჰნახა სპა ლაშქართა და ნადირთა ჰგვანდეს მსრველსა, ყოვლგნით ალყა შემოეკრა, მოსდგომოდეს გარე ველსა, ისვრიან და იზახიან, მხეცთა სჭრიან ვითა მჭელსა.

957. კაცი ემთხვია; მას ჰკითხა ამბავი მის ლაშქარისა, უბრძანა: “ისი ვისია ხმა ზათქისა და ზარისა?” მან უთხრა: “ფრიდონ ხელმწიფე, მეფე მულღაზანზარისა; იგი ნადირობს, შეუკრავს ნაპირი ველ-შამბნარისა”.

958. მათ ლაშქართაკენ წავიდა მით უსახოთა ქცევითა, გამხიარულდა; შვენება მის ყმისა ვთქვიმცა მე ვითა! მისთა გამყრელთა დააზრობს, შემყრელთა დასწვავს მზე ვითა, ნახვა მჭვრეტელთა ახელებს, ტანი ლერწამობს რხევითა.

959. მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გარდმოფრინდა; ყმამან ცხენი წეუტია, გაამაყდა, არ შეშინდა, შესტყორცნა და ჩამოაგდო, დაეცა და სისხლი სდინდა; გარდაჰხდა და ფრთენი დასჭრა, წყნარად შესჯდა, არ აქშინდა

960. იგი რა ჰნახეს, მესროლთნი სროლასა მოეშლებოდეს, ალყა დაშალეს, მოვიდეს, მოეხვეოდეს, ბნდებოდეს, იქით და აქათ უვლიდეს, ზოგნი უკანა ჰყვებოდეს, ვერცა ჰკადრებდეს: “ვინ ხარო?”, ვერცა რას ეუბნებოდეს.

961. მინდორსა შიგან გორი დგა, ფრიდონ მას ზედა დგებოდა; ღირსნი მას თანა სროლასა ორმოცი კაცი ჰხლებოდა; მუნ დაემართა ავთანდილ, მას თანა ყოლბი ჰყვებოდა. ფრიდონს უკვირდა, – “რა ქმნესო”, მისთა სპათათვის წყრებოდა.

962. ფრიდონ მონა გამოგზავნა: “წა, ნახენო ისი სპანი, რა ქმნეს, ალყა რად დაშალეს, სად წადიან ვითა ბრმანი?” მონა ფიცხლა მოყგება, ჰნახა სარო, მორჩი ტანი, დადგა, თვალნი გაურეტდეს, დაავიწყდეს სიტყვის თქმანი.

963. ავთანდილ ცნა, თუ: “ისია მოამბედ ჩემად რებული. ,, წა, ჰკადრე შენსა პატრონსა ეს ჩემი დავედრებული: ვარ უცხო ვინმე ღარიბი, საყოფთა მოშორვებული, ძმად-ფიცი ტარიელისი, თქვენს წინა მომგზავრებული”.

964. მონა წავიდა ფრიდონის თხრობად ამბისა მისისად, უთხრა: “მზე ვნახე მოსრული, ჰსჩანს მანათობლად დღისისად; ვაზრობ, იგიცა დაშმაგდენ, თუ ბრძენთა ნახონ ისი სად, – “ვარ ძმაო ტარიელისი შეყრად ფრიდონის მქისისად”.

965. რა “ტარიელ” მოისმინა, ფრიდონს ჭირი უსუბუქდა, თვალთათ ცრემლნი გარდმოსცვივდეს, გული უფრო აუჩუქდა, მონაქროლმან ვარდი დაზრა, წამწამთაგან ბუქი ბუქდა; შეიყვარნეს, ერთმანერთი მათგან იქო, არ გაუქდა.

966. ფიცხლავ ჩავლო იგი ქედი , ჩაეგება ფრიდონ წინა; რა შეჰხედნა, მან ესე სთქვა: “თუ არ მზეო, ისი ვინ ა?” მას ჰმეტობდა, რაცა ქება მონისაგან მოესმინა; ერთმანერთსა გარდაუხდეს, ლხინმან ცრემლი აფრქევევინა.

967. მოეხვივნეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დარიდონ; თვით უსახოდ ფრიდონს ყმა და მოეწონა ყმასა ფრიდონ; რა მჭვრეტელთა იგი ნახონ, მზე მათთანა გააფლიდონ, – მომკლად, ბაზარს სხვა მათებრი ივაჭრონ რა ანუ ჰყიდონ.

968. ფრიდონისებრნი მოყმენი ვინმცა ვინა ვინ ეგებიან! მაგრა მას ახლვან ქებანი, მართ მეტი არ მიხვდებიან; მზე უჩინო იქმს მნათობთა, რა ახლოს შეიყრებიან, დღისით ვერ ნათობს სანთელი და ღამით შუქნი ჰკრთებიან.

969. ცხენთა შესხდეს, გაემართნეს, ფრიდონისსა მივლენ სრასა; დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მხეცთა სრვასა; ავთანდილის ჭვრეტად სპანი იქი-აქათ იქმან ჯრასა, სთქვეს: “ასეთი ხორიცელი შეუქმნია, ნეტარ, რასა!”

970. ყმა ფრიდონს ეტყვის: “ისწრაფვი, ვიცი, ამბისა თხრობასა, გიამბო, ვინ ვარ, სით მოვალ, ვინათგან ჰლამი ცნობასა, ანუ სით ვიცნობ ტარიელს, ანუ რად ვიტყვი ძმობასა, – იგი ძმად მიხმობს, ძმა ხარო, თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა.

971. “მე ვარ ყმა როსტან მეფისა, მოყმე არაბეთს ზრდილობით, დიდი სპასპეტი, სახელად მიხმობენ ავთანდილობით, ძე დიდებულთა დიდ-გვართა, ზრდილი მეფეთა შვილობით, საკრძალავი და უკადრი, მყოფი არვისგან ცილობით.

972. “დღესა ერთსა მეფე შესჯდა, ნადირობას გამოვიდა; მინდორს ვნახეთ ტარიელ, ცრემლთა ჰღვრიდა, ველთა რწყვიდა, გაგვიკვირდა, გვეუცხოვა, ვაწვიეთ და არ მოვიდა, ჩვენ გვეწყინა, არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი რაგვარ სწვიდა.