ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

19. შაირობა პირველადვე: სიბრძნისაა ერთი დარგი჻ საღ~თო საღ~თოდ გასაგონი: მსმენელთათვის დიდი მარგი჻ კულავ აქაცა იამების: ვინცა ისმენს კაცი ვარგი჻ გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის: შაირია ამად კარგი჻

20. ვითა ცხენსა შარა გრძელი: და გამოსცდის დიდი რბევა჻ მობურთალსა მოედანი: მართლად ცემა მარჯვედ ქნევა჻ მართ აგრევე მელექსეთა: ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა჻ რა მისჭირდეს საუბარი: და დაუწყოს ლექსმან ლევა჻

21. მაშინღა ნახეთ მელექსე: და მისი მოშაირობა჻ რა ვეღარ მიჰხვდეს ქართულსა: დაუწყოს ლექსმან ძვირობა჻ არ შეამოკლოს ქართული: არა ქნას სიტყუა მცირობა჻ ჴელ მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა: იხმაროს დიდი გმირობა჻

22. მოშაირე არა ჰქვიან: თუ სადმე თქვას ერთი ორი჻ თავი ყოლა ნუ გონია: მელექსეთა კარგთა სწორი჻ განაღა თქუას ერთი ორი: უმსგავსო და შორი შორი჻ მაგრა იტყვის ჩემი სჯობსო: უცილობლობს ვითა ჯორი჻

23. მეორე ლექსი ცოტაი: ნაწილი მოშაირეთა჻ არ ძალუც სრულ ქმნა სიტყვათა: გულისა გასაგმირეთა჻ ვამსგავსე მშვილდი ბედითი: ყმაწვილთა მონადირეთა჻ დიდსა ვერ მოჰკულენ ჴელად აქვს: ჴოცა ნადირთა მცირეთა჻

24. მესამე ლექსი კარგი არს: სანადიმოდ სამღერელად჻ სააშიკოდ სალაღობოდ: ამხანაგთა სათრეველად჻ ჩვენ მათიცა გვიამების: რაცა ოდენ თქუან ნათელად჻ მოშაირე არა ჰქვიან: ვერას იტყვის ვინცა გრძელად჻

25. ჰჴამს მელექსე ნაჭირვებსა: მისსა ცუდად არ აბრკმუბდეს჻ ერთი უჩნდეს სამიჯნურო: ერთსა ვისმე აშიკობდეს჻ ყოვლსა მისთვის ჴელოვნობდეს: მას აქებდეს მას ამკობდეს჻ მისგან კიდე ნურა უნდა: მისთვის ენა მუსიკობდეს჻

26. ჩემი აწ ცანით ყოველმან: მას ვაქებ ვინცა მიქია჻ ესე მიჩნს დიდად სახელად: არ თავი გამიქიქია჻ იგია ჩემი სიცოცხლე: უწყალო ვითა ჯიქია჻ მისი სახელი შეფრქვევით: ქუჱმორე მითქვამს მიქია჻

27. ვთქვა მიჯნურობა პირველი: და ტომი გვართა ზენათა჻ ძნელად სათქმელი საჭირო: გამოსაგები ენათა჻ იგია საქმე საზეო: მომცემი აღმა ფრენათა჻ ვინცა ეცდების თმობამცა: ჰქონდა მრავალთა წყენათა჻

28. მას ერთსა მიჯნურობასა: ჭკუიანნი ვერ მიხვდებიან჻ ენა დაშვრების მსმენლისა: ყურნიცა დავალდებიან჻ ვთქვენ ხელობანი ქვენანი: რომელნი ჴორცთა ხვდებიან჻ მართ მასვე ბაძვენ თუ ოდეს: არ სიძვენ შორით ბნდებიან჻

29. მიჯნური შმაგსა გვიქვიან: არაბულითა ენითა჻ მით რომე შმაგობს მისისა: ვერ მიხვდომისა წყენითა჻ ზოგთა აქვს საღ~თო სიახლე: დაშურების აღმა ფრენითა჻ კულავ ზოგთა ქუე უც ბუნება: კეკლუცთა ზედან ფრენითა჻

30. მიკვირს კაცი რად იფერებს: საყვარლისა სიყვარულსა჻ ვინცა უყვარს რად აყივნებს: მისთვის მკუდარსა მისთვის წყლულსა჻ თუ არ უყვარს რად არა სძულს: რად აყივნებს რაცა სძულსა჻ ავსა კაცსა ავი სიტყვა: ურჩევნია სულსა გულსა჻

31. თუ მოყვარე მოყვრისათვის: ტირს ტირილსა ემართლების჻ სიარული მარტოობა: შვენის გაჭრად დაეთვლების჻ იგონებდეს მისგან კიდე: ნურა ოდეს მოეცლების჻ არ დააჩნდეს მიჯნურობა: სჯობს თუ კაცსა იახლების჻

ამბავი პირველი როსტევან არაბთა მეფისა჻

32. იყო არაბეთს როსტევან: მეფე ღ~თისაგან სვიანი჻ მაღალი უხვი მდაბალი: ლაშქარ მრავალი ყმიანი჻ მოსამართლე და მოწყალე: მორჭმული განგებიანი჻ თვით მეომარი უებრო: კულავ მოუბნარი წყლიანი჻

33. სხვა ძე არ ესვა მეფესა: მართ ოდენ მარტო ასული჻ სოფლისა მნათი მნათობი: მზისაცა დასთა დასული჻ მან მისთა მჭვრეტთა წაუღის: გული გონება და სული჻ ბრძენი ჴამს მისად მაქებრად: და ენა ბევრად დასული჻

34. მისი სახელი თინათინ: არს ესე საცოდნარია჻ რა გაიზარდა გაივსო: მისგან მზე საწუნარია჻ მეფემან იჴმნა ვაზირნი: თვით ზის ლაღი და წყნარია჻ გვერდსა დაისხა დაუწყო: მათ ამო საუბნარია჻

35. უბრძანა გკითხავ საქმესა: ერთგან სასაუბაროსა჻ რა ვარდმან მისი ყვავილი: გააჴმოს დაამჭნაროსა჻ იგი წავა სხვა მოვა: ტურფასა საბაღნაროსა჻ მზე ჩაგვისვენდა ბნელსა ვსჭვრეტთ: ღამესა ჩვენ უმთვაროსა჻

36. მე გარდასრულვარ სიბერე მჭირს: ჭირთა უფრო ძნელია჻ დღეს არა ხვალე მოვჰკვდები: სოფელი ასრე მქმნელია჻ რაღაა იგი სინათლე: რასაცა ახლავს ბნელია჻ ჩემი ძე დავსვათ ჴელმწიფედ: ვისგან მზე საწუნელია჻

37. ვაზირთა ჰკადრეს მეფეო: რად ბრძანეთ თქვენი ბერობა჻ ვარდი თუ გახმეს ეგრეცა: გვმართებს აზომცა ჯერობა჻ მისივე მეტობს ყოველსა: სული და ტურფა ფერობა჻ მთვარესა მცხრალსა ვარსკულავმა: ვითამცა ჰკადრა მტერობა჻