... (A-855), XIX ს.

470. მოვინადირეთ მინდორი, ძირი მთისა და გორისა იყო სიმრავლე ძაღლისა, შავარდნისა და ქორისა ადრე დავბრუნდით ვიარეთ, არ ეჯი გზისა შორისა აღარ იბურთეს დაშლა ქნეს, თამაშობისა ორისა

471. ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა, ქალაქი შუკა და ბანი ომგარდახდილსა მშვენოდეს, მე ენიანნი კაბანი ფერ მიჴდილგვარად ვშვენოდი, ვარდი ცრემლითა ნაბანი ვინცა მიჭვრეტდის ბნდებოდის, მათრლად არს არ კატაბანი

472. რიდენი რომე მეშოვნეს, ქალაქსა ხატაელთასა იგი მეხვივნეს მშვენოდეს, ვახელებ გულსა ხელთასა მეფე გარდახდა დარბაზსა, შევედით ჩემთა მზრდელთასა შევხედენ დავჰკრთი ელვასა, ღაწვთა მზეებრ ნათელთასა

473. მას მზესა ტანსა ემოსნეს, ნარინჯისფერნი ჯუბანი ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა, დას დასად უბან უბანი სრულად ნათლითა აევსო, სახლი შუკა და უბანი მუნ ვარდსა შუა შვენოდეს, ძოწმარგალიტნი ტყუბანი

474. ნაომარსა დაკოდილსა, ჴელი ყელსა ჩამომება დედოფალი საჯდომთაგან, ადგა წინა მომეგება ვითა შვილი გარდამკოცნა, ღაწვი ვარდი დამილება მითხრა ნუ ეჭვ ამას იქით, თუღა მტერი შეღაგება

475. ახლოს დამისვეს ადგილსა, მუნ სადა მიამებოდა პირისპირ მიჯდა იგი მზე, გული ვისთვისცა კვდებოდა მალვით უჭვრეტდი მიჭვრეტდის, სხვად არად მეგონებოდა თვალნი მოვსწყვიდნი სიცოცხლე, ამითა მეარმებოდა

476. შექმნეს სმა და პურობა, მსგავსი მათისა ძალისა სხვა გახარება ასეთი, არს უნახავი თვალისა ჯამი და ჭიქა ყველაი, ფეროზისა და ლალისა არვისი ბრძანა მეფემან, არცა გაშვება მთრვალისა

477. მე მუნა მყოფი მივეცი, შვებასა მეტისმეტასა არ შემომხედნის შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის შრეტასა კაცთა კრძალვასა ვაწვევდი, გულსა შმაგსა და რეტასა რა უამია პირისპირ, საყვარელისა ჭვრეტასა

478. დააგდეს მღერა მუტრიბთა, სულეთო თავი ხარიან მიბრძანეს შვილო ტარიელ, ვით გითხრათ ვით გვიხარიან ნეტარძი გვაქვსო მებრძოლნი, მით ჩვენნი ვაგლახ არიან მართალან შენნი მჭვრეტელნი, არ ცუდად იმკვეხარიან

479. აწ თუცა გმართებს შემოსვა, ვის მორჭმით მოგივლენიან არ შეგმოსთ მაგა კაბათა, არ აგხდით ტურფად გშვენიან აწ გქონდეს ასი საჭურჭლე, ვის შუქნი მოგიფენიან თჳთ შეიკერე რაცა გწადს, ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან

480. კვლაცა დაჯდა მხიარული, მოიმატა სმა და მღერა კვლა გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითი და ჩანგთა ჟღერა დედოფალნი წამოვიდნეს, შეეყარა მწუხრსა დღე რა ძილპირამდის სიხარულსა,სიხარული ჰგვანდა ვერა

481. ავიყარენით მიგვჭირდა, სმა დოსტაქნისა მეტისა საწოლს შემოვე შემექმნა, ცნობა მათ ვითა რეტისა ძალი არ მქონდა ტყვექმნილსა, მე ამა ცეცხლთა შრეტისა მეგონებოდა მალხენდის, გონება მისგან ჭვრეტისა

482. მონა მოვიდა მიამბო, ანბავი მე მართალიო თქვენსა ამბავსა იკითხავს, აჯიღოსანი ქალიო მაშინვე ვიცან ავიჭერ, ჩქარ ჩქარად გულგამკრთალიო მოვიდა ვნახე ასმათი, ჩემთანა მომავალია

483. მე მისთვის ვკვდები მიამა, ასმათის ნახვა მე მისად აღარ მიუშვი ვაკოცე, ქნადღა თაყვანის ცემისად ხელი მოვჰკიდე დავისვი, ახლოს ტახტისა ჩემისად ვჰკითხე თუ ნეტარ მისულა, მორჩი ალვისა ხე მისად

484. მიანბე მისი ამბავი, სხვად ნურად მეუბნებია მითხრა თუ გკადრებ ამბავსა, აწ ჩემგან არა სთნებია დღეს ერთმანერთი გინახავს, და ტურფად მოგწონებია აწ კვლაცა ცნობა ამბისა, მას ჩემგან უბრძანებია

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი

485. წიგნი მომართვა ჩავხედენ, პირისა თემთა მთენისა ეწერა ვნახე სიტურფე, წყალ ჯავარისა შენისა ომგარდახდილი შვენოდი, შენატევები ცხენისა არ ავი მიმიჩს მიზეზი, ჩემისა ცრემლთა დენისა

486. ღმერთმან თუმცა ენა ჩემი, ქებად შენდა უშენოსა მზემან ლომსა ვარდ გიშერნი, ბაღი ბაღჩად უშენოსა შენთვის მკვდარი აღარ ვიტყვი, მაშა მომკლავ უშენოსა შენმან მზემან თავი ჩემი, არვის მართებს უშენოსა

487. თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა, მაგრა ცუდად არ იდენო ამას იქით ნუღარ იდენ, ჭირსა თავი არიდენო შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა, აგინებენ არ იდენო რომე წეღან მოგეხვივნეს, იგი ჩემთვის არიდენო

488. იგი მე მომცენ რიდენი, რომელნი წეღან გშვენოდეს რა მნახო შენცა გიამოს, შენეულითა მშვენოდეს ესე სამკლავე შეიბი, თუ ჩემი გაღაგვლენოდეს ერთი ასეთი ცოცხალსა, სხვა ღამე არ გაგთენოდეს