... (A-855), XIX ს.

528. სულთა ვყიდდი გულისათჳს, კოშკი ამად გამებაზრა იგი წვიმა დარენელდა, რომე პირველ ვარდი აზრა ვნახე ძოწსა მარგალიტი, გარე ტურფად მოემაზრა მიბრძანა თუ ეგე საქმე, მემცა მართლად რად მიაზრა

529. არ დავიჯერებ მე შენსა, ღალატსა ორგულობასა უვარის ქნასა ღმრთისასა, ამისთვის არ მადლობასა იაჯდი თავსა ჩემსა და, მორჭმით ჰინდოეთს ფლობასა მე და შენ ვიჯდეთ ჴელმწიფედ, სჯობს ყოვლსა სიძე სძლობასა

530. მე ღმთისაებრად მომიტკბა, გამწყრალი გამქისებული ანუ მზე იყო ქვეყანად, ან მთვარე პირგავსებული ახლოს დამისვა მაღირსა, აქამდის არ ღირსებული მეუბნებოდა დამივსო, ცეცხლი ამითა გზებული

531. მიბრძანა თუ გონიერი ჴამს, აროდეს არ აჩქარდეს რაცა სჯობდეს მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს თუ სასიძო არ მოუშვა, ვაი თუ მეფე გაგიმწარდეს შენ და ისი წაიკიდოთ, ჰინდოეთი გარდაქარდეს

532. კვლა თუ სიძე შემოუშვა, მე შემირთავს იყოს ასდენ ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეულნი გაგვიფლასდენ მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ ესე ამბვად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ

533. მე ვჰკადრე ღმერთმან აშოროს, მას ყმისა შენი ქმარობა რა შემოვიდენ ჰინდოვეთს, შევიგნა მათი გმირობა უჩვენო ჩემი ძალგული, და ჩემი მეომარობა ასრე დავხოცნე შეეძლოს, აღარა არსახმარობა

534. მიბრძანა თუ ხამს დიაცი, დიაცურად საქმე დედლად დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ, ვერ ვიქმნები შუა კედლად რა მოვიდეს სიძე მოკალ, მისთა სპათა აუწყვედლად ქნა მართლისა სამართლისა, ხესა შეიქს ხმელსა ნედლად

535. აგრე ჰქენ ჩემო ლომო და, მჯობო ყოველთა გმირთაო მიპარვით მოკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო მისთა სპათაცა ნუ დაჴოც, ზროხათა ვითა ვირთაო დიადი სისხლი უბრალო, კაცმანცა ვით იტვირთაო

536. იგი რა მოკლა ეუბენ, პატრონსა ჩემსა მამასა ჰკადრე თუ სპარსთა ვერა ვიქმ, ჰინდოეთისა ჭამასა ჩემია მკვიდრი მამული, არ მივსცემ არცა დარასა არ დამეხსნები გაგიხდი, ქალაქსა ვითა ტრამასა

537. ჩემი ყოლა ნურა გინდა, სიყვარული არცა ნდომა ამით უფრო მოგეცემის, სამართლისა შენ მოხდომა ქნას მეფემან ყელმოტეხით, შემოხვეწა შემოკდომა ჴელთა მოგცეს თავი ჩემი, შეგვფეროდეს ერთგან სხდომა

538. ესე მეტად მამეწონა, თათბირი და გამორჩევა ჩემთა მტერთა დავაცადე ,დასახოცლად ხრმლისა ქნევა მერმე ავდეგ წამოსავლად, მან დამიწყო ქვევა წვევა მწადდა მაგრა ვერ შევმართე, შეჭიდება შემოხვევა

539. ხანი დავჰყავ გავეყარე, მაგრა გავჰხე ვითა ხელი ასმათ წინა წამომიძღვა ,ჩამდიოდა ცრემლი ცხელი ჭირი ბევრჯელ ვაათასე, ლხინი ჩემი ვაერთხელი მერმე წასლვა არა მწადდა, ამად მივალ არ ფიცხელი

540. მოვიდა კაცი სასიძო, მოვაო მოსლვა გვახარა მაგრა თუ ღმერთი რას უზამს, არა იცოდა გლახ არა მეფესა მიხვდა სიამე, არ სიტყვა ივაგლახა რა მიბრძანა ახლოს მიმისვა, მოდიო თავი დახარა

541. მიბრძანა ჩემთვის ესე დღე, ლხინი და სიხარულია გარდავიხადოთ ქორწილი, ხამს ვითა დასა სრულია კაცი გავგზავნოთ მოვიღოთ, ყოვლგნით საჭურჭლე სრულია უხვად გავსცემდეთ ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია

542. მე გავგზავნენ ყოვლგნით კაცნი, საჭურჭლეთა წამომხმელნი სასიძოცა მოგვივიდა, იყვნეს ხანსა არ დამზმელნი შიგნით ჩვენნი გაეგებეს, გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა, ვერ იტევდეს ვერცა ველნი

543. მეფემან ბრძანა მოჰკაზმეთ, კარვითა მოედანია გამოისვენოს სიძემან, დაყოს ცოტაი ხანია მუნ მისად ნახვად გავიდენ, უშენოდ სხვანი სპანია შენ აქა ნახენ კმარიან, იქა ნახვისად კმანია

544. მაედანს დავდგი კარვები, წითლისა ატლასებისა მოვიდა სიძე გარდაჰხდა, დღე ჰგვანდა არ აღვსებისა შეიქმნა გასლვა შიგანთა, ჯარია მუნ ხასებისა დაიწყეს დგომა ლაშქართა, თემთემად დასდასებისა

545. ცხენისაგან არ გარდავჴე, წავე ფიცხლად დავმორჩილდი ქალი დამხვდა ნატირები, ვჰკითხე ცრემლსა რასა ჰმილდი მითხრა შენი შესწრობილი, ტირილსამცა ვით ავსცილდი გაუწყვედლად ვით გამართლო ,რაგვარადმცა გავვაქილდი

546. შევედით ვნახეთ ბალიშსა ,ზედა წარბშერჭმით მჯდომარე მზე ვეღარას იქს მის მეტსა, მას გაენათლა რომ არე წავდეგ მიბრძანა რასა სდგა ,დღე მიგიჩს წინ საომარე ანუ გამწირე მიტყუე, და კვლაცა მომიცდომარე

547. მე მეწყინა აღარა ვთქვი, ფიცხლად გარე შემოვბრუნდი უკუვჰყივლე აწ გამოჩნდეს, არ მინდოდეს ვისცა უნდი ქალი ომსა რაგვარ მაწვევს, აგრე ვითა დავძაბუნდი შინა მოველ მოკლვა მისი, დავაპირე არ დავყმუნდი