... (A-855), XIX ს.

548. ასსა ვუბრძანე მონასა, საომრად დაემზადენით შევსხედით გავლეთ ქალაქი, არავის გავეცხადენით კარავსა შეველ სასიძო, ვითა წვა ზარამც თქმად ენით უსისხლოდ მოვჰკალ იგი ყმა, თუცა ხმდა სისხლისა დადენით

549. კარვის კალთა ჩახლათული, ჩავჭერ ჩავაქარაბაკე ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შეუტაკე წინა მწოლთა დაიზახეს, გლოვა მიჰხვდა საარაკე ცხენსა შევჯე წამოცაველ, ჯაჭვი მეცვა საკურტაკე

550. ჴმა დამივარდა შეიქმნა, ზახილი მოსაწევარი წამოველ წევნა დამიწყეს, დავჰხოცე ჩემი მდევარი ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი მუნ შიგან შევე მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი

551. კაცი გავგზავნენ ვაცნობე ,ყოვლგან ლაშქარსა ყველასა აქა მომართეთ ვინცაღა, ჩემსა იქმოდეთ შველასა არ გაწყდა მოსლვა მდევართა, ღამესა დია ბნელასა ჩემი რა სცნიან სცვიდიან, თავებსა მათსა მრთელასა

552. ცისკრად ავდეგ შევეკაზმე, რა გათენდა ღამე დილად ვნახენ სამნი დიდებულნი, მეფისაგან მოგზავნილად ებრძანა თუ ღმერთმან იცის, გამეზარდე ვითა შვილად ჩემი ასრე რად შესცვალე, სიხარული სიმძიმილად

553. ხვარაზმშას სისხლი უბრალოდ, სახლად რად დამადებინე თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე მე ბერსა შენსა გამზრდელსა, სიცოცხლე მაარმებინე დღედ სიკვდილამდის შენიცა, თავი არ მაახლებინე

554. მე შეუთვალე მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა თუ არ რად მიშლის სიკვდილსა, ცეცხლი სირცხვილთა ალისა მაგრა თვით იცით ჴელმწიფე, ჴამს მქმნელი სამართალისა მე თქვენმან მზემან მაშოროს, ნდომა თქვენისა ქალისა

555. იცით ჰინდოთა სამეფო, რაზომი სრასაჯდომია ერთიღა მე ვარ მემკვიდრე, ყველაი თქვენ მოგხდომია ამოწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია დღესამდის ტახტი უჩემო, არავის არ მონდომია

556. ვერ გათნევ თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არმართალია ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი, გიზის ერთაი ქალია ხვარაზმშა დასვა ჴელმწიფედ, დამრჩების რა ნაცვალია სხვა მეფე დაჯდეს ჰინდოეთს, მერტყას მე ჩემი ხრმალია

557. შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე გამარიდე ჰინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცე ჩემგან კიდე ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა ამოვფხვრიდე სხვას მეშველსა გარეგანსა, მომკალ ვისცა ვინატრიდე

ამბვის ცნობა ტარიელისაგან ნესტან დარეჯანისა დაკარგვისა

558. ესე კაცნი გამეგზავნნეს, გონებასა გავეშმაგე რომე მისი ვერა მეცნა, ამას უფრო დავედაგე მას ზღუდესა გარდავადეგ, მინდორთაკენ რომე ვაგე მესმა საქმე საშინელი, თუცა თავი ვერ წავაგე

559. გამოჰსჩნდეს ორნი ქვევითნი, მე მივეგებე წინარე ქალი ჰყვა ერთსა მონასა, ვცანცა თუ მოღმა ვინ არე თავგაგლეჯილი ასმათი, პირს სისხლი ჩამომდინარე აღარ მიყივლა ღიმილით, არცაღა გამიცინა რე

560. იგი ვნახე დავებნივე, გონებანი გამიშმაგნა შორით უხმე რაშიგან ვართ, ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა მან საბრალოდ შემომტირნა, ძლივ სიტყვანი გამოაგნა მითხრა ღმერთმან სიმგრგვლე ცისა, ჩვენთჳს რისხვით წამოგრაგნა

561. ახლოს მიველ კვლაცა ვჰკითხე, რაშიგან ვართ თქვი მართალი კვლავ საბრალოდ ამიტირდა, კვლავ მოედვა ამით ალი დიდხან სიტყვა ვერა მითხრა, მისთა ჭირთა ნაათალი მკერდსა წითლად უღებავიდა, სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი

562. მერმე მითხრა მოგახსენებ, ესე რადმცა დაგიმალე მაგრა ვითა გაგახარნე, შენცა აგრე შემიწყალე ნუ მაცოცხლებ ნუ დამარჩენ, შემიხვეწე შემიბრალე დამხსენ ჩემსა საწუთროსა, ღმერთსა შენსა მიავალე

563. მიამბო ოდეს სასიძო, მოჰკალ და ხმა დაგივარდა მეფესა ესმა აიჭრა, მართ მისგან გასატკივარდა შენ დაგიძახნა მიხმეთო, ჴმამაღლა გახდა ყივარ და მოგნახეს შინა ვერ გპოვეს, მით მეფე გამომჩივარდა

564. ჰკადრეს აქა აღარ არის, კარნი სადმე გაუვლიან მეფე ბრძანებს ვიცი ვიცი, მეტად კარგად შემიგიან მას უყვარდა ქალი ჩემი, სისხლნი ველთა მოუღვრიან რა ნახიან ერთმანერთი, არშეხედვა ვერ დათმიან

565. აწ თავმან ჩემმან მას მოვჰკლავ, ჩემად დად ვინცა მადესა მე ღმრთისა ვუთხარ დაუბამს, მას ეშმაკისა ბადესა მათ ბოზ კუროთა ასეთი, რა მისცეს რა უქადესა თუ დავარჩინო ღმერთი ჰგმო, მისად პატიჟად მზად ესა

566. მის მეფისა წესი იყო, თავი მისი ძვირად ფიცის და თუ ფიცის არ გატეხის, მასვე წამსა დაამტკიცის ესე წყრომა მეფისაგან, ვისცა ესმა ვინცა იცის მან უანმბა დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის