ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

ვეფხის-ტყაოსანისა მეორე ბოლო-თქმა

1527. გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა; გარდახდეს, გავლეს სოფელი, – ნახეთ სიმუხთლე ჟამისა! – ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა, ვსწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად ამისა.

1528. ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა, აბდულ-მესია შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა, დილარგეთ-სარგის თმოგველსა, მას ენა დაუშრომელსა, ტარიელ-მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლ-შეუშრომელსა.