ტარიელისა და ძმათა მისთგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა (S-2525), XIX ს.

96. მე მასმია ჰინდოთ მეფე ტარიელ წევს ხანთა დიდთა აწ ჩვენ გვმართებს სისხლთა ძებნა ნუ ვამყოფებთ დანამშვიდთა ამოვსწყვიტნეთ დავარბივნეთ ვხოცდეთ ვსცემდეთ ვითა ხიდთა ათასთა და ბევრ ათასთა შევიქმოდეთ მათთა შვიდთა

97. უტარიელოდ ჰინდოთა ლაშქარნი ნურა გგონია იცით თუ რამაზს რა უყო არად არ სავარგონია პირველ ბრძენთაგან მრავალი სიჯაბნე გამიგონია აწ გვმართებს მათი მტერობა ესე მით მომიგონია

98. ვაზირთა ჰკადრეს მეფეო ვართ დედის მუცლით მონანი მაგა საქმესა ვერ ქმნელნი ვართ აქამდისცა მონანი ჩვენ მოგვეწონნეს თათბირნი ეგ შენნი შენაგონანი ღმერთსა სწადს ასრე სუბუქ ვქნათ ვითა დრამისა წონანი

99. თუ ბრძანოთ აწვე გავგზავნოთ ყოველგნით ლაშქრისა მხმობელი ვიხმნეთ ხვარაზმთა ლაშქარნი მებრძოლთა დამამხობელი ომისა მოწადინენი ერთმანერთისა მსწრობელი ჩვენნი აბჯარნი ზნე სრულნი უაზრო დაუშრობელი

100. აწ მეფე ბრძანებს გავგზავნოთ წასვლა ხამს კაცისა ნურვინ დადგების მოვიდნენ რაზმი ვჰკრათ მართ მამაცისა ნურას დავარჩენთ ავსწყვიტოთ ნაშობი მუნ დიაცისა ომ გარდახდილნი ვბრწინვიდეთ ვართ ვითამ გუნდია ცისა

101. აწ უბრძანოთ სპათა ჩვენთა შევყაროთ და გავემართნეთ მივიდეთ და ამოვსწყვიტნეთ თავნი გმირთა დავადარნეთ ნუ გაუშვებთ ქალაქებსა და ციხენი დავარღვივნეთ ყოველგნით მცნობნი გავგზავნენით დავწერეთ და გავაჩინეთ

102. წავიდა ყველგან ბრძანება ლაშქართა ხვარაზმულისა ლაშქრად ჰინდოეთს აწვევენ გრძლად ხანსა დასაზმულისა თქვენ მოდით გამოკაზმულნი ვთქვა ხშირად სარაზმულისა გულ მხიარული მებრძოლთა ყოლ არ მოწყალე მზმელისა

103. აღლუმი ნახა მეფემან ლაშქართა მიმართულისა ანგარიშ მიუხდომელი ჰინდოეთს გამართულისა დროშისა მუნ ანგარისი იყო ზრო ამართულისა ოცი ათასი დაწერეს ალმისა წარმართულისა

104. ცხენ კაცისა ანგარიში თვალვითა ვერვის შეუგია შუბი ოთხასი ათასი ბასრის პირი დაუგია ჰინდოეთს მივა ხელმწიფე სისხლითა ძებნა გაუგია საქმე ყოვლი მით ძაბუნი რათმე დიდი აუგია

105. მინდორს გადგეს ბარგი მძიმე ოთაღნი და სხვა კარავნი ამაზედა აიყვანეს იგ ლაშქარნი უთვალავნი რაზმი დადგეს გაემართნეს იყვნეს ტევრნი უამრავნი ასრე ფიცხლად წამოვიდეს არ დადგების ხრმალ უკრავნი

106. წავიდეს მზღვარი დააგდეს ხვარაზმთა სახელმწიფოსა ჰინდოეთს მიჰხდეს მივიდეს არბევენ ვით სასწრაფოსა ჰხოცენ კაცსა და დიაცსა ტურფასა საალაფოსა ოხრად გაჰხდიან ქალაქსა სამოთხეს და სამყოფოსა

ესმა ინდოთ მეფესა ხვარაზმთ მეფის სისხლის ძებნად მისულა

107. აჰა სოფელი რათა ჰგავს სიტკბო სოფლისა წესია ზოგთა ტახტი აქვს წესისა და მერმე სამარეხია ჭკნების ყვავილნი ხორცთანი მბრუნავი ეტლი ესია ანასდად შეუყვარდების მიინდობს ზესთა ზესია

108. ესმა ჰინდოთა მეფესა სენთაგან დამძიმებულსა ემატა სევდა სევდასა აღარ ნეტარძი გებულსა ბრძანა თუ მიყო სოფელმან მისგან არ გახარებულსა დამმწარდა სიტკბო სოფლისა მე ასრე გაგონებულსა

109. მამკლა ვინცა ვინ ჩემს უფრო ამ სოფლისაგან ჩიოდეს დამერთო სევდა სევდასა გარდმიწყდეს ნეტარძი ოდეს მაშინ რად არა შემკადრეს ღაწვნი როს გაილალოდეს მას მიჰგავს ყვავილნი დაჭნეს ფურცელნი შთამოსცვიოდეს

110. მსგავსად იზრახნა ტარიელ არ ჰგვანდა გახარებულსა კაცი გაგზავნა ყოველგნით ბრძანება მისცა რებულსა ფიცხლა მოდითო გიბრძანებ ლაშქართა შემოკრებულსა აწ გნუკევ ომსა ფიცხელსა მათთვის არ დაზარებულსა

111. წამს შეიყარნეს ჰინდონი ლაშქართა უთვალავითა ცხენ კეთილ აბჯარ სრულობით მინდორთა მოსარწყავითა დროშითა მრავალ ფერითა მეფისა წითელ შავითა ხრმლებითა ჰინდოურითა კარგითა ნაკაზმავითა

112. მთა იყო მეტად მაღალი შუა ჰინდოთა თემისა იქი დგას მეფე ხვარაზმთა მფლობელი ლაშქართ ზემისა მთას აქათ იდგეს ჰინდონი მსგავსი ფუტკართა რემისა ომსა ხვალისას ასკვნიან გესმის სიტყვისა ჩემისა

113. წინ მოეგებნეს ჰინდონი ხვარაზმშს ქოს ტაბლაკებითა მალითა ტაიჭებითა გულმედგრად სარაკებითა პილოთა მეომრებითა ჩარხ ნავაქ ზანდუკებითა რაზმითა მრავალ კეცითა ხევთაცა გავაკებითა

114. ცისკრად ჰკრეს ქოსთა დაბდაბთა ორთა ქიშვათა მეფეთ ჰინდოთა და ხვარაზმელთა მედგრდა სისხლისა მჩქეფეთა შეუტივნეს და შეიბნეს წყლულთა სცნობ სიიეფეთა მათ სპათა ვერა ნახვიდი ღიმილით ვარდთა მკრეფეთა