ტარიელისა და ძმათა მისთგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა (S-2525), XIX ს.

19. კულავ უბრძანებდეს გვიამბეთ ამბავი დანარჩომია მათ მოახსენეს პატრონო ჰინდოეთს დიდი ომია მოსულა ხათა ლაშქარი ქალაქსა შემოსდგომია რამაზ არს ვინმე ხელმწიფე მათად პატრონად მჯდომია

20. ჯერ დედოფალი ცოცხალა მკვდართაგან უფრო მკვდარია იბრძვის ლაშქარი ჰინდოთა თუც იმედგარდამწყდარია გარეთ ციხენი წაუხმან ყველაი გარდამხდარია მზეო თქვენ შუქნი მიჰფინეთ ჰაი რა ავი დარია

21. მუნ მყოფსა ყველაკასა შეეკერა ჩვენცა შავი რამაზს წინა გამოვედით მისრულად ვთქვით ჩვენი თავი მეფე ჩვენი დიდი არის მათ ეწადა მისი ზავი გამოგვიშვა წავიდეთო არა გვიყო ყოლა ავი

22. რა ტარიელს ესე ესმა მეტად ფიცხლად აიყარა ეჯი სამდღე წასავალი ერთსა დღესა წაიარა დროშა მისი აიმართა წინა არა აიფარა აწ ნახეთ თუ გოლიათი გული ვითა ამაგარა

ტარიელისა და მისთა ძმათგან ინდოეთს მისვლა ამბავი

23. ინდოეთს ზედა წაადგა მუნ მთა და დიდი ქედია აჩნდა ლაშქარი უსახო მესაკვირველა მე დია ტარიელ ბრძანა მოყმენო აწ თქვენგან რა იმედია ადრე მოვიცლი იმათგან ღმერთი და ჩემი ბედია

24. იმა ლაშქართა უნახვან კვლავ ხრმალთა ჩემთა კვეთანი ერთხელ შემებნეს დავჰხოცენ შევქნენ აბჯართა ფეთანი ავთანდილ ჰკადრა რად უნდა თქმანი სიტყვათა მძლეთანი მათ ვითა მტვერთა წავიხვამთ მიხვდეს ფერხითა ცვეთანი

25. დაემზადეს საომარად გაამაყდეს გაჩაუქდეს ცხენთა შესხდეს უკეთესთა სახედარნი ასუბუქდეს ერთმანერთსა აჯობინეს მჭვრეტელთაგან არ გაუქდეს იგი ქედი ჩაიქროლეს ბუქისაცა უფრო ბუქდეს

26. წინ მავალნი დარაჯათა მათთა ზედა გარდეკიდეს ტარიასთა გააქცივნეს მიეწივნეს ჩამოჰყრიდეს მოაგებეს მხარდაკრულნი მათ წინაშე მოასხმიდეს აიზიდნეს ვისნი ხართო ჰკითხეს ხანსა დარეზმიდეს

27. მათ მოახსენეს მეფეო ჩვენ ცუდად დაღორებულნი რამაზის ხელმწიფისანი აქა დარაჯად რებულნი უბრძანა წადით რეგვენნო თქვენ ჩვენგან გაფიცხებულნი აცნობეთ თქვენსა პატრონსა მოვლენ გულითა ქებულნი

28. უთხარით ბრძანებს ტარიელ მეფე ლაღი და ჯანია იგი ხელმწიფე მაღალი მებრძოლთა მემაჯანია ჩემსა ამბავსა გაცნევენ თქვენივე დარაჯანია შიში ვერ გიხსნის სიკვდილსა ცუდი ღა დაღრეჯანია

29. ესე დიდთა დამაჯნება უშმაგომან ვით გააგო ჰინდოეთსა ვით მოადეგ შმაგთაგანცა უფრო შმაგო აჰა მოველ იგი ცეცხლი რომე წმიდად ამოგდაგო ხრმალი ჩემი მოლესული შენსა ზედა დავაბლაგო

30. აწ დაემზადე მოპარვა მე შენი არა მწადიან შემები რაზმი გარდამწყევ წინასვე გამიცხადიან პირბოზო ჩემი მორევნა რა დია დაგიქადიან მე ჩაბალახად გახმარნე რაცა გიმუზარადიან

31. დარაჯანი წავიდეს და ერთმანერთსა მიუსწრობდეს რამაზს უთხრეს ყველაკაი დამალვასა ვერა ჰსთმობდეს მოვიდაო ჰინდოთ მეფე ლაშქარნიცა კარგნი ჰყმობდეს ვინცა ვითა გარდეხვეწოს იგი ერთი ორთა სჯობდეს

32. ჰინდოთა დროშა ტარიელს აქვს და ალამი უბია დროშა არაბთა მეფისა მისსა თანავე ჰყუდია არაბთა იცის ყველამან მათი აბჯარი შუბია ფრიდონმზე მოყმე რომელმან შექმნა სისხლისა გუბია

33. ცოტაი წავლეს გმოჩნდა ხუთასი ცხენოსანანი შეტევებასა ჰლამობდეს ყმანი არაბთა თანანი ტარიელ გაწყრა ნუ იქთო მისცნა სიტყვისა ნანანი მოვიდეს აჩნდეს უაბჯროდჰქონდეს არც თუ დანანი

34. ცხენთა ფერხთა მოეხვია მუხლმოყრილი შეეხვეწა მოახსენა შემიბრალე მისსა ძალსა ვინცა გხვეწა ნუ დამარჩენ ნუ მაცოცხლებ და წამიღონ მკვდარი მე წა გული თქვენი სასაკუთრო ბედმან ასრე დამილეწა

35. ბრძენმან ვინმე მოსწავლემან საკითხავი ესე ვპოვნე ესე არის მამაცისა მეტის მეტი სიგულოვნე ოდეს მტერსა მოერიო ნუღარ მოჰკლავ დაიყოვნე გინდეს სრული მამაცობა ესე სიტყვა დაიხსოვნე

36. ტარიელ მოტკბა ღმრთისავე მსგავსად იგ წარმართულია აღარ დაგხოცო უბრძანა ძლეული შიშმან თუ ლია წაღმავე წაგრეხს საქმესა რაცა უკუღმა სთულია ნაქმარი მრუდი ყველაი აწ ჩემგან გამართულია

37. თაყვანის სცეს და დალოცეს ყოველთა ხმა ერთად იერეს ღმერთსა შევედრეს ზახილით სვე მათი გააძლიერეს თავები დახსნეს სიკვდილსა სიცოცხლე ამის მიერეს ტარიას ხრმალნი ვერ დაძღეს ჯერთ ხორცი მოიმშიერეს