ტარიელისა და ძმათა მისთგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა (S-2525), XIX ს.

77. კვლა ფრიდონცა დაეთხოვა წავიდეო სახლსა ჩემსა ზედაზედა დავსტკეპნიდე დარბაზსა და ამა თემსა სამსახურსა მიბრძანებდი უხუცესი ვითა მრწემსა შენთვის ასრე მომსურდების წყაროსათვის ვით ირემსა

78. მასცა უბოძა ფარმანი წა სახლი მოიარეო მე ნუ გამწირავ მიახლე ადრე მობრუნდი გარეო ავთანდილს უთხრა უშენოდ რამცაღა გავიხარეო რათგან ისწრაფი ნუ გაგვა მოგელის ლომსა მთვარეო

79. როსტანისთვის წაატანა ძღვნად ტურფები ჯუბაჩები კვლა ჭურჭელი თვალთა თლილთა არ კოვზები არ ჩამჩები ჩემაგიერ მიუტანე წადი ნურას მეურჩები ავთანდილ თქვა არა ვიცი მე უშენოდ ვით დავრჩები

80. ქალმან ქალსა გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე რომე ჩაცმადაბურვასა ვინმც ღირს იყო მათგან კიდე ერთი თვალი წამღებელმან ვერა თქვას თუ ცუდად ვზიდე ღამე მზეებრ გაანათლოს ჩნდის სადაცა შეხედვიდე

81. ავთანდილ შეჯდა წავიდა ტარიას გაესალამა იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეცხლისა ალამა სრულად ინდონი მისტირან ცრემლმან მინდორი დალამა ავთანდილ იტყვის მომკლაო სოფლისა მე სამსალამა

82. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი გზამან გაჰყარნა წავიდეს თავის თავ ანატირენი კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი ავთანდილ მიხდა არაბეთს ნახნა არ ცუდნი ჭირენი

83. მოეგებნეს არაბნი სამეფო დააშვენა მან ნახა მზე მისი მირიდა მისთა სურვილთა წყენამან მის თანა ტახტსა დავეჯდა ილხინა მჭვრეტთა ლხენამან გაახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან

84. მათ სამთავე ხელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს ერთმანერთსა ნახვიდიან საწადელნი გაუსრულდეს ბრძანებისა შემცილენი მათთა ხრმალთათ დავეწყლულდეს მოიმატნეს სამეფონი გახელმწიფდეს გამორჭმულდეს

85. ფრიდონცა ესვა მოყვარედ მათ წინა მიიყვანიან ერთმანერთისა მეშველთა მებრძოლნი იმაჯანიან მათთა ურჩთა და შემკადრთა მიწები ააკვანიან ორგულთა მკლავნი შემუსრნეს ერთგულნი აგულვანიან

86. ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს ობოლ ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს ავთა მქმნელნი დააშინნეს კრავნი კრავთა ვერ სწოვდეს შიგა მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს

87. საწუთროვო უხანაო სიმუხთლისა სენი გჭირსა უწინ ცათა აყვანილსა ჩააგდებვე დიდსა ჭირსა გააყვითლებ ქარვის ფერად პირველ ლალსა განაჭვირსა კარგად ვერვინ ვერა ნახავს ხანგრძლად შენგან დანაჭირსა

88. ესე ამბავი ნარჩომი მათ ლომთა მორჭმით მგონეთა გალექსვა აკლდა ხვარაზმთა მეტად ვერ მოვიგონეთა ძნელია პოვნა გული ჰკრთა დავვარდი დავეღონეთა კვლავე ვთქვით ლექსი გავმერთე მოსმენით გაიგონეთა

89. აწ გონიერნო სიტყვანი თქვენ ჩემნი შეიწყნარენით ძველნი ნარჩმნი ამბავნი ლექსად ვთქვენ გაიხარენით სარგის დაურჩა უთქმელად მას ესე დავაბარენით ლექსნი მიქენით ამისთვის ენანი მომახმარენით

90. მორჭმულია ჰინდოთ მეფე მასზედ მტერნი არ აბუქნა მით მჭვრეტელთა დაადნობდა მოყვარულთა დაუშუქნა აწ გაიღეთ მაედანსა ბარგი მძიმე არ სუბუქნა კარავნი და კვლა ოთაღნი ხატაურნი ვინმცა უქნა

91. ბრძანებს წავალ მოსასვენოდ მოვიარო მე მინდორი მრავლად ახლავნ ბაზიერნი და მწყაზარი თეთრი ქორი სუნღული და შავარდნები ბრუნვენ მოჰყავს ერთსა ორი ავაზები გაუშვიან დგიან მჭვრეტნი იდგის გორი

92. მით მიუთხრობს ჰინდოთ მეფე ჭირნი ამფეხვრეს ნარონები ლხინი გვმართებს აწ მორჭმულთა მოსურნალთ მოსაწონები ტახტსა ზედა ჯდა წინა უთქს ოქრო სარტყელთა მონები მუტრიბნი და მომღრალნი თამაშობენ მოგოსნები

93. იმღერდა და თამაშობდა წამწამთაგან უქრის ქარი მას ნადიმსა მჯდომსა ტუღემ დაესოო გულსა ნარი ჯალაბები გაიყარეს და დაახრჩვეს მაგრა კარი მანდატურნი გარ უვლიდეს ჩააყენეს მჭვრეტთა ჯარი

94. გრძლად ავად გახდა ტარიელ სენთაგან მორჭმით მპყრობელი დიდი ჰინდოთა ხელმწიფე მეფეთა ზედა მფლობელი ოთხ წელ წვა ზედა ლოგინთა მრავალთა სენთა მშობელი ვეღარ ვნახეთ მხეცთა სრვით და ვერცა რაზმთა მწობელი

ხვარაზმთ მეფისაგან ტარიელის სნეულების ცნობა

95. ესმა ხვარაზშას ამბავი ესე ჰინდოთა სენისა ვით გაეხარნეს რა გკადრო სიამე მონახსენისა ვაზირთა უხმნა რჩევად ზის უბნობს არ ავ ენისა ბრძანებს ვადინოთ ჰინდოეთს სისხლი რუდ მონადენისა