ტარიელისა და ძმათა მისთგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა (S-2525), XIX ს.

57. ტახტსა ზედა ერთად მსხდომი ტარიელ და ცოლი მისი ერთმანერთსა შეჰფერობდეს ქალი ყმისა შესატყვილი გონება და ანუ ენა გამოსთქმიდა მათმცა ვისი რამცა ჰგვანდა ხორციელი სოფელს შვილი ადამისი

58. ტარიელს და ცოლსა მისსა მიხვდა მათი საწადელი შვიდი ტახტი სახელმწიფო საშვებელი გაუცდელი მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი

59. თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ნახნეთ მზეცა ვერა სჯობდეს ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს ქოსნი ხმათა დაატკბობდეს მისცე კლიტე საჭურჭლეთა თავთა მათთა მიანდობდეს ესეაო მეფე ჩვენი იზახდეს და ამას ხმობდეს

60. ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს ზედა დასხდეს ხელმწიფურად დიდებანი უდიადნეს ღმერთმან სხვანი ხორციელნი მათებრნიღა რად დაბადნეს ამბობდიან ჭირთა მათთა ყველაკასა გაუცხადნეს

61. სმა პურობა გახარება ქნეს ჯალაბი გაადიდეს ვითარიცა ქორწილობა ხამს ეგეთსა გარდიხდიდეს მათ ოთხთავე თავისთავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ყრიდეს

62. დედოფალმან ეგრე ბრძანა ობოლქვრივნი მოასხენით ყველაკაი დაამდიდრეთ საბოძვრითა აავსენით თვით უბოძა უსაზომო რომ არ ითქმის ყოლა ენით ულოცეთო დღეგრძელობა ესე ღმერთსა შევედრენით

63. ტარიელ თქვა დედოფალო გკადრებ ერთსა მოსახსენსა შეიწყალე რამაზ მეფე მიავალე ღმერთსა შენსა ვნახე მეტად შემებრალნეს შეუშინდა ხრმალსა ჩვენსა ღმერთი ალხენს მოცთომილსა მონანულსა ცრემლნადენსა

64. დედოფალმან ლმობიერად შეუნდობო ესე ბრძანა მოიყვანეს რამაზ მეფე ხელმწიფეთა ათაყვანა ყოვლით კერძო მომღერალთა ხმები გაეთანისთანა ჭირთა მათგან გარდახდილთა ესე ლხინი შეაგვანა

65. ოქრო თვალი მარგალიტი შვენიერი სანახავად ყოვლგნით იდვის ვითა გორი მოდის ველთა მოსარწყავად ვისცა სწადდის ალაფობდის წაიღიან უკითხავად მანდატური არვის სცვიდეს ბოლოს ვინ ჯდის ანუ თავად

66. ავთანდილ და ფრიდონისთა სპათა ეტყვის მეფე დიდი სტუმარნი ხართ შოებისა სირცხვილი და ნუ გაქვ რიდი თვითოს კაცსა თვითო ჯორი მარგალიტი ანაკიდი ესე მისცა საბოძვარსა სხვასა ყველას ვერ დავსთვლიდი

67. ავთანდილ და ფრიდონისთვის მისართმევსა ვინ დასთვალავს ვერ გამოსთქვამს სიმრავლესა ენა ამად თავსა კრძალავს რაცა იდვა უკეთესსა დედოფალი არ დამალავს მათ უხმობდა მხსნელად მათად ტკბილად უჭვრეტს არა ლალავს

68. სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს ღმრთად ხადოდიან თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი მართ ამას მოიტყოდიან ვითა პატრონსა სჭვრეტდიან რაც სწადდის მას იტყოდიან სადარბაზებლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან

69. ტარიელ რამაზ მეფესა უბოძა საბოძვარია უბრძანა ხარკსა მოგვცემდი მართ ვითა შენი გვარია მან თაყვანის სცა პირსა ქვე მდაბლად დამდებარია წავიდა მისი მლოცველი არ ომთა მომკვეხარია

70. ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს მისსა შეკდომილსა რაცა შენ ჰქენ არ უქნია არ გამზრდელსა არცა ზრდილსა აწ ჰინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა ერთსა წილსა ზედა დაგსვამ შენი იყოს გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა

71. ვინცა გინდა ქმრად შეირთე სამეფოსა ეპატრონე მუნიდაღმა გვმსახურებდი თავი შენი დაგვამონე ასმათ ფერხნი გარდუკოცნა შენგანაო ჩემი ღონე მონობისა უკეთესი რამც გიშოვნე რამც ვიქონე

72. მოახსენა ხელმწიფეო ვიკადრებ და ნუ გაწყრები თუ ხმელეთი სრულად მქონდეს ვერცა მაშინ გაგეყრები მე მეყოფა შუქი თქვენი ვარ მზის ეტლთა შენასწრები ვერ გავსწირავ ჩემგან ზრდილსა არცა სხვაგან ვიარები

73. კვლავცა უბრძანა ტარიელ კმარს შენი ჭირთ ნახულები გვახსოვან შენი ჩვენზედა თვალნი ცრემლნაფახულები სჯობს მოისმინო ნათქვამი ქმნა ჩემგან გაზრახულები ბოროტი სცვალო კეთილად გყვენ სპანი ხრმალმახულები

74. დამორჩილდა მოახსენა ჭირთა ჟამი ერთხელია მოიყვანეს კარგი მოყმე გონიერი არ ხელია ასმათ მისცეს მიუძღვების დაუჭირა სახელია იგი კაცი გაადიდეს აქვს მეფობის სახელია

75. ერთგან სამთავე ძმობილთა დაყვნეს ცოტანი დღენია თამაშობდიან უსახო მოუდიოდეს ძღვენია რა მარგალიტი ღარიბი რა უკეთესი ცხენია მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია

76. ტარიელ სცნა ამა ყმასა ცოლისათვის მოესურვა უბრძანებდა გული შენი განაღამცა მომემდურვა აწ ვაგლახ მე ჭირი შენი გონებამან შვიდით ურვა მოგშორდები საწუთრომან ლხინი ასრე დამიშურვა