... (S-5006), XVIII ს.

931. ბროლ: სადაფნი: მარგალიტსა: ლალის: ფერსა: სცვენ: და: ბურვენ: მას: მოვშორდი: ვერ: ვიახლენ: ვერ: ვისურვენ: ვერ: ვასურვენ: გამოპარვით: წამოსლუითა: მზისა: სწორნი: მოვიმდურვენ: ნაცვლად: მათთა: წყალობათა: მათნი: გულნი: შევაურვენ:

932. პატრონი: ჩემი: გამზრდელი: ღმრთისაგან: დიდი: ცხოველი: მშობლური: ტკბილი: მოწყალე: ცა: წყალობისა: მთოველი: მას: უორგულე: წამოველ: მართ: დავივიწყე: ყოველი: მისი: შემცოდე: ღ~თსაგან: კარგსა: რაღასა: მოველი:

933. ესე: ყველაი: ასრე: მჭირს: დაო: ბედითა: მისითა: არ: უტყუვე: მოსრულვარ: მგზავრი: ღამით: და: დღისითა: აწ: იგი: სადმე: წასრულა: ვიწვი: ცეცხლითა: ვისითა: ცუდ: მაშურალი: და: მტირალი: ქუე: ვზივარ: პირითა: მქისითა:

934. დაო: მეტსა: საუბარსა: აღარ: მამცემს: ჟამი: და: დრო: არ: ვინანი: გარდასრულსა: ბრძენთა: სიტყვა: დავაღადრო: წავალ: ვძებნი: ანუ: ვჰპოვებ: ან: სიკვდილი: მოვიადრო: თვარა: ბედი: აზომ: თურე: მიკვეთს: ღმერთსა: რაღა: ვჰკადრო:

935. ამის: მეტი: აღარა: თქვა: ატირდა: და: წამოვიდა: ქუაბი: ჩავლო: წყალსა: გაჰჴდა: შამბი: ჩავლო: ველს: გავიდა: ქარი: ველთა: მონაქროლი: ლალის: ფერსა: ვარდსა: ზრვიდა: რად: მიმეცო: ამა: ჭირსა: ბედსა: ამას: უზრახვიდა:

936. იტყუის: ღ~თო: რა: შეგცოდე: შენ: უფალსა: არსთა: მხედსა: რად: გამყარე: მოყვარეთა: რად: შემასწარ: ამა: ბედსა: ერთი: ორთა: მგონებელი: ვარ: საქმესა: წარსაწყმედსა: მოვჰკუდე: თავი: არ: მეწყალვის: სისხლი: ჩემი: ჩემსა: ქედსა:

937. მოყუარემან: ვარდის: კონა: გულსა: მკრა: და: დამიწყლულა: იგი: ფიცი: ჩემგან: სრული: მან: აღარა: გამისრულა: მას: თუ: გამყრი: საწუთროო: ჩემი: ლხინი: გარდასრულა: სხვა: მოყვარე: თვალსა: ჩემსა: გაკიცხულა: გაბასრულა:

938. კულა: იტყუის: მიკუირს: ნაღველი: კაცისა: მე: ჭკუიანისა: რა: მჭმუნვარებდეს: რას: არგებს: ნაკადი: ცრემლთა: ბანისა: სჯობს: გამორჩევა: აზრობა: საქმისა: დასაგვანისა: აწ: მეცა: მიჯობს: მონახვა: მის: მზისა: ლერწამტანისა:

939. ყმა: გაემართა: საძებრად: მტირალი: ცრემლთა: მფქუეველი: ეძებს: უძახის: უყივის: დღეებრ: ღამეთა: მთეველი: სამ: დღემდი: მოვლო: მრავალი: ჴევი: შამბნარი: ტყე: ველი: ვერ: პოვა: მივა: მჭუნვარე: ვერას: ამბისა: მცნეველი:

940. იტყუის: ღმერთო: რა: შეგცოდე: ეგზომ: დიდი: რა: გაწყინე: რად: შემასწარ: ამა: ბედსა: რა: სასჯელი: მომივლინე: გამკითხველო: გამიკითხე: აჯა: ჩემი: შეისმინე: დაამოკლე: დღენი: ჩემნი: ჭირნი: ჩემი: გამილხინე:

პოვნა ავთანდილისაგან ტარიელისა ლომ ვეფხვნი რომ დაეხოცნა:

941. მივიდოდა: მიუბნობდა: ყმა: მტირალი: ფერშეცვლილი: ქედსა: რასმე: გარდაადგა: ველი: აჩნდა: მზიანჩრდილი: ნახა: შავი: შამბთა: პირსა: დგა: სადავე: უკუყრილი: თქუა: უცილოდ: იგიაო: არა: უნდა: ამას: ცილი:

942. რა: შეხედნა: ყმასა: გულმან: გაუფეთქნა: გაუნათდა: აქა: ლხინი: დაღრეჯილსა: უათასდა: არ: უათდა: ვარდმან: ფერი: გაანათლა: ბროლი: ბროლდა: სათი: სათდა: ვით: გრიგალმან: ჩაირბინა: არ: მოსცალდა: ჭურეტად: მათდა:

943. რა: ტარიელ: დაინახა: გაღანამცა: დაეღრიჯა: ახლოს: მყოფი: სიკუდილისა: ჯდა: და: პირი: დაებღნიჯა: საყელონი: გარდეხივნეს: თავი: სრულად: გაეგლიჯა: მას: აღარა: შეესმოდა: სოფლით: გაღმა: გაებიჯა:

944. ერთკე: უც: ლომი: მოკლული: და: ჴრმალი: სისხლმოცხებული: კულავ: სხუაგნით: ვეფხი: უსულო: მკუდარი: ქვედანარცხებული: მას: წყაროსაებრ: თვალთაგან: ცრემლი: სდის: გაფიცხებული: მუნ: ეგრე: გულსა: უნთებდა: ცეცხლი: მცხინვარე: ცხებული:

945. თუალთა: ახმადცა: ზარედვა: სრულად: მიჰჴდოდა: ცნობასა: მიახლებოდა: სიკვდილსა: მოშორვებოდა: ნობასა: ყმა: სახელდობით: უყივის: ლამის: სიტყუითა: კრთობასა: ვეღარ: ასმინა: გარდიჭრა: ძმა: გამოაჩენს: ძმობასა:

946. ჴელითა: ცრემლსა: უწურავს: თვალთა: ავლებდა: სახელსა: ახლოს: უზის: და: უზახის: მართ: სახელდობით: სახელსა: ეტყუის: ვერ: მიცნობ: ავთანდილს: შენთვის: გაჭრილსა: და: ხელსა: მას: არა: დია: შეესმის: რეტსა: თვალდაუფახველსა:

947. ესე: ყუელაი: ასრეა: რაცა: აწ: ჩემგან: თხრობილა: ცრემლნი: მოსწურნა: თვალთაგან: ცოტადრე: მოაცნობილა: მაშინღა: იცნა: აკოცა: მოეჭდო: მოეძმობილა: ვიმოწმებ: ღმერთსა: ცხოველსა: მათებრივ: არა: შობილა:

948. უთხრა: ძმაო: არ: გიტყუვე: გიყავ: რაცა: შემოგფიცე: გნახე: სულთა: გაუყრელმან: ფიცი: ასრე: დავამტკიცე: აწ: დამეხსენ: სიკუდილამდის: ვიტირო: და: თავსა: ვიცე: მაგრა: გვედრებ: დამარხვასა: მჴეცთა: საჭმლად: არა: მიმცე:

949. ყმამან: უთხრა: რაშიგან: ხარ: შენ: საქმესა: რად: იქ: ავსა: ვინ: მიჯნური: არ: ყოფილა: ვის: საჴმილი: არა: სწვავსა: ვის: უქნია: შენი: მსგზავსი: სხვათა: კაცთა: ნათესავსა: რად: სატანას: წაუღიხარ: რად: მოიკლავ: ნებით: თავსა: