... (S-5006), XVIII ს.

911. ამას: მოთსქმიდის: იწოდის: ვითა: სანთელი: დნებოდის: დაყოვნებისა: მოშიში: ისწრაფდის: იარებოდის: რა: შეუღამდის: ვარსკულავთა: ამოსლუა: იამებოდის: მას: ამგზავსებდის: ილხენდის: უჭურეტდის: ეუბნებოდის:

912. მთვარესა: ეტყუის: იფიცე: სახელი: ღ~თისა: შენისა: შენ: ხარ: მომცემი: მიჯნურთა: მიჯნურობისა: სენისა: შენ: გაქუს: წამალი: მისისა: მოთმინებისა: თმენისა: მიაჯე: შეყრა: პირისა: შენგამო: შენებრ: მშვენისა:

913. ღამე: ალხენდის: დღე: სჯიდის: ელის: ჩასლუასა: მზისასა: რა: წყალი: ნახის: გარდიჰჴდის: უჭურეტდის: ჭავლსა: წყლისასა: მას: თანა: რთვიდის: ნაკადსა: სისხლისა: ცრემლთა: ტბისასა: კულავ: გაემართის: ისწრაფდის: წასვლასა: მისვე: გზისასა:

914. მარტო: მოსთქმიდის: ტიროდის: ტანად: ალვისა: ხიანი: მინდორს: თხა: მოკლის: სადაცა: ადგილი: დახუდის: კლდიანი: შეწვის: ჭამის: და: წავიდის: პირ: მზე: გულმარიხიანი: იტყუის: დავჰყარენ: ვარდნი: და: აჰა: მე: ვაგლახ: იანი:

915. აწ: ვერ: ვიტყუი: მაშინდელსა: მე: მის: ყმისა: ნაუბარსა: მიუბნობდის: რას: მოთქმიდის: რას: ტურფასა: რაზომ: გვარსა: ზოგან: თოვლი: გაეწითლის: ვარდსა: ბრჭკლითა: ნახოკარსა: ქუაბნი: ნახნა: გაეხარნეს: ზე: გავიდა: ქუაბთა: კარსა:

916. რა: ასმათმან: დაინახა: მოეგება: ცრემლი: სწუთების: ვით: იამა: სიხარულსა: მართ: ვეღარას: ვერ: მიხუდების: ყმა: გარდაჰჴდა: მოეხვია: აკოცებს: და: ეუბნების: კაცი: კაცსა: მოელოდეს: მოსლვა: დია: იამების:

917. ყმა: ქალსა: ეტყუის: პატრონი: ნეტარ: სად: არის: და: ვითა: ქალი: ატირდა: ცრემლითა: ზღვათაცა: შესართავითა: ეტყუის: რა: წახველ: გაიჭრა: ქუაბს: ყოფა: მისჭირდა: ვითა: აწ: მისი: არა: არ: ვიცი: არ: ნახვით: არ: ამბავითა:

918. ყმა: დაჭმუნდა: ვითამც: რამე: ჰკრეს: ლახვარი: გულსა: შუა: ქალსა: ეტყუის: აჰა: დაო: ეგეთიმცა: კაცი: ნუა: იგი: ფიცი: ვით: გატეხა: არ: ვეცრუე: ვით: მეცრუა: ვერ: იქმოდა: რად: მიქადა: თუ: მიქადა: რად: მიტყუა:

919. თუ: უმისოდ: სოფელს: ყოფა: რადგან: ჭირად: არ: მიღირდა: რად: დავვიწყდი: რად: მივსცილდი: რად: ვერ: გაძლო: რა: მისჭირდა: მან: გატეხა: ზენარისა: რად: შემართა: ვით: გაჰპირდა: მაგრა: ავის: ბედისაგან: ჩემი: რამცა: გამიკვირდა:

920. კულა: ქალი: ეტყუის: მართლაც: ხარ: მაგისსა: დამძიმებასა: მაგრა: რა: გავბრჭო: მართალი: ნუ: მეჭუ: რასაცა: თნებასა: არ: გული: უნდა: ფიცის: და: პირისა: გასრულებასა: იგი: უგულო: მოელის: მართ: დღეთა: შემოკლებასა:

921. გული: ცნობა: და: გონება: ერთმანერთზედა: ჰკიდიან: რა: გული: წავა: იგიცა: წავლენ: და: მისკენ: მიდიან: უგულო: კაცი: ვერ: კაცობს: კაცთაგან: განაკიდიან: შენ: არ: გინახავნ: არ: იცი: მას: რომე: ცეცხლნი: წვიდიან:

922. შენ: უმართლე: ხარ: ემდურვი: შენ: გაეყარე: ძმობილსა: მაგრა: ვით: ითქმის: ვით: გაჴდა: ვითა: გიამბობ: ცნობილსა: ენა: დაშურების: გაცუდების: გულსა: შეელმის: ლმობილსა: ამას: მით: ვაზრობ: მინახავს: მე: უბედურსა: შობილსა:

923. ჯერთ: მისი: მგზავსი: სასჯელი: არცა: ვის: ამბად: სმენია: თუ: არა: კაცთა: სასჯელი: ქუათაცა: შესაძრწენია: დიჯლადცა: კმარის: მას: რომე: თვალთაგან: ცრემლი: სდენია: თვით: რაცა: ბრძანოთ: მართალ: ხართ: სხვა: სხვისა: ომსა: ბრძენია:

924. მას: წამავალსა: ვჰკითხევდი: დამწვარსა: ცეცხლმოდებულსა: მოვიდეს: რა: ქნას: ავთანდილ: მისსა: დამვედრე: დებულსა: მიბრძანა: მოღმა: მნახუიდეს: მე: მისთვის: გაცუდებულსა: ამათ: არ: დავჰყრი: არეთა: არ: გავსტეხ: მის: ქადებულსა:

925. მას: ზენაარსა: არ: გავჰტეხ: მას: ფიცსა: არ: ვერცუები: მად: პაემნამდის: მოვიცდი: რაზომცა: გამდის: რუები: თუ: მკუდარი: მნახოს: დამმარხოს: თქუას: ვაგლახი: და: უები: ცოცხალი: დავხუდე: უკვირდეს: სიცოცხლე: არს: სათუები:

926. ჩემთვის: გარდაჴდა: მას: აქათ: გაყრა: მზისა: და: ქედისა: ოდენ: მოდენა: ცრემლისა: მჭირს: ველთა: მოსალბედისა: მსჯის: გამრავლება: ჴელქნილსა: სულთქმისა: ზედაზედისა: დავვიწყებივარ: სიკუდილსა: ნახეთ: ნაქმარი: ბედისა:

927. ესე: არაკი: მართალი: ჩინს: ქუასა: ზედა: სწერია: ვინ: მოყუარესა: არ: ეძებს: იგი: თავისა: მტერია: აწ: ზაფრანია: ვის: წინას: ვერ: ვარდი: ჰგუანდის: ვერ: ია: თუცა: მონახავ: მონახე: ქენ: რაცა: შენი: ფერია:

928. ყმამან: უთხრა: უმართლე: ხარ: არ: მამართლო: მდურვად: მისად: მაგრა: გაბჭე: რა: მიქნია: სამსახური: ტყუესა: ტყუისად: გამოჭრილვარ: სისხლით: ჩემით: ვით: ირემი: ძებნად: წყლისად: მას: ვეძებ: და: მას: ვიგონებ: ვიარები: ველთა: ვლისად:

929. გამოჭრილვარ: საძებარად: ვერვის: ძალაქვს: ჩემოდნება: უდაბურთა: ტყეთა: ვლახავ: ჭირი: მაქუს: და: მრავლად: ვნება: მემცა: ვითა: დავეურჩე: რა: მოვიდეს: ღ~თისა: ნება: მისგან: კიდე: არვის: ძალუც: ამა: ჩემთა: ცეცხლთა: გზნება:

930. ვიარები: ღმერთსა: სადა: ცის: კიდენი: დაემყაროს: გარდვიკარგვი: სხუათა: გზათა: ვერვინ: მნახოს: მე: აქ: მაროს: ვენუკევ: თუ: ტანსა: ჩემსა: ტკბილი: სული: გაეყაროს: მას: ვერ: ვნახავ: სიმრგვლე: ცისა: ჩემთვის: რისხუით: მოიყაროს: