ვეფხისტყაოსანი, 1926 წ.

911. “ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ, მინდორს სტირ და მჴეცთა ახლავ, რას წადილსა აისრულებ? ვისთჳს კუდები, ვერ მიხუდები, თუ სოფელსა მოიძულებ, თავსა მრთელსა რად შეიკრავ, წყლულსა ახლად რად იწყლულებ?

912. “ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ საჴმილნი სდებიან? ვის არ უნახავს პატიჟნი, ვისთჳს ვინ არა ბნდებიან? მითხარ, უსახო რა ქნილა, სულნი რად ამოგჴდებიან? არ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან!

913. “ვარდსა ჰკითხეს: “ეგზომ ტურფა რამან შეგქნა ტანად პირად? მიკუირს, რად ხარ ეკლიანი? პოვნა შენი რად-ა ჭირად?” მან თქუა: “ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს, იქნების რაცა ძვირად: ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად”.

914. “რადგან ვარდი ამას იტყუის უსულო და უასაკო, მაშა ლხინსა ვინ მოიმკის, პირველ ჭირთა უმუშაკო? უბოროტო ვის ასმია, რაც-ა კარგი საეშმაკო, რად ემდურვი საწურთოსა? რა უქნია უარაკო?!

915. “ისმინე ჩემი თხრობილი, შეჯე, წავიდეთ ნებასა, ნუ მიჰყოლიხარ თავისსა თათბირსა, გაგონებასა, რაცა არ გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა, ასრე არ სჯობდეს, არ გეტყუი, ნუ მეჭუ რასაცა თნებასა!."

916. მან უთხრა: “ძმაო, რა გითხრა, ძურაცა არა მაქვს ენისა, ძალი არა მაქუს ხელ-ქნილსა შენთა სიტყუათა სმენისა; რად ადვილად გჩანს მოთმენა ჩემთა სასჯელთა თმენისა? აწ მივსწურვივარ სიკუდილსა, დრო მომეახლა ლხენისა.

917. “ამას მოკუდავი ვილოცავ, აროდეს ვითხოვ, არ, ენით: აქა გაყრილნი მიჯნურნი მუნამცა შევიყარენით, მუნ ერთმანერთი კულა ვნახეთ, კულა რამე გავიხარენით! მოჲ, მოყუარეთა დამმარხეთ, მიწანი მამაყარენით!

918. “საყუარელმან საყუარელი ვით არ ნახოს, ვით გასწიროს! მისკენ მივალ მხიარული, მერმე იგი ჩემ კერძ იროს, მივეგებვი, მამეგებოს, ამიტირდეს, ამატიროს. ჰკითხე ასთა, ქენ გულისა, რა გინდ ვინ გივაზიროს!

919. “მართ გარდაწყუეტით იცოდი, გეტყუი მართალსა პირასა: სიკუდილი მახლავს, დამეჴსენ, ხანსა ღა დავყოფ მცირასა: რომ ცოცხალ ვიყო, რას მაქნევ, რა დავრჩე, ჴელსა მჴდი რასა? დამშლიან ჩემნი კავშირნი, შევრთვივარ სულთა სირასა.

920. “რა სთქუი, რას იტყუი, არ მესმის, არცა მცალს სმენად ამისად, სიკუდილი მახლავს ხელ-ქმნილსა, სიცოცხლე არის წამისად; აწ გამიარმდა სიცოცხლე მეტად ყოვლისა ჟამისად, მუნ მეცა მივალ, ცრემლისა მიწად სად გამდის ლამისად.

921. “ბრძენი? ვინ ბრძენი, რა ბრძენი ხელი ვითა იქს ბრძნობასა? ეგ საუბარი მაშინ ჴამს, თუმცაღა ვიყო ცნობასა; ვარდი ვერ არის უმზეოდ; იყოს, დაიწყებს ჭკნობასა; მაწყენ, დამეჴსენ, არა მცალს, არცა ღა ვახლავ თმობასა”.

922. კულა ეუბნების ავთანდილ სიტყუითა მრავალ-ფერითა, ეტყუის: “ თუ მოჰკუდე, გერგების სიტყუითა რა ოჴერითა? ნუ იქ, საქნელად არა სჯობს, ნუ ხარ თავისა მტერითა!” ვერ წაიყუანა, ვერა ქნა სიტყუითა ვერა ვერითა.

923. მერმე უთხრა: “აჰა, რადგან არ მამისმენ არას, არა, აღარ გაწყენს ენა ჩემი, აქამდისცა ცუდად მცდარა; თუ სიკუდილი გიჯობს, მოჰკუე, ვარდი დაჭნეს, დამცამჭკნარა! ერთსა რასმე გეაჯები, მიყავ, ცრემლი ამად ღვარა.

924. “სადა ინდონი ბროლ-ვარდსა სარვენ გიშრისა სარითა, მას მოვეშორვე, წამოველ სიჩქარით, არ სიწყნარითა; ვერ დამიჭირა მეფემან მშობლურად საუბარითა, შენ არ შემიყრი, გამიყრი, აწ ჩემი ლხინი ვთქუა რითა?

925. “ნუ გამგზავნი გულ-მოკლულსა, ერთი მიყავ საწადელი, ერთხელ შეჯე, ცხენოსანი გნახო ჩემი სულთა მჴდელი, ნუთუ მაშინ მოვიქარვო სევდა ესე აწინდელი; მე წავალ და შენ დაგაგდებ, იქნას შენი საწადელი!”

926. ეხვეწებოდა: “შეჯეო”, აჯას ხვეწნითა არვებდა, იცოდა, რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა, ლერწმისა სარსა დასდრეკდა, გიშერსა დააკარვებდა. დაიმორჩილა, იამა, არ ივაგლახა, არ ვებდა.

927. ცხადად უთხრა: “შევჯდებიო, მომიყუანე ცხენი წინა”. მან მოგვარა, წყნარად შესვა, არ სიჩქარით ააქშინა; მინდორთაკენ წაიყუანა, ტანი მჭევრი აძურვევინა, ხანი წავლეს, სიარულმან მოჯობება დააჩინა.

928. შეაქცევს და ეუბნების საუბართა შვენიერთა, მისთჳს სძურიდა სასაუბროდ მათ ბაგეთა ძოწის-ფერთა, მისი სმენა გააყმობდა მსმენელისა ყურთა ბერთა; მოიშორვა კაეშანი, დათმობავე შეაერთა.

929. რა შეატყო მოჯობება მან, სევდისა მუფარახმან, გაანათლა პირი ვარდი სიხარულმან დაუსახმან, ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა ოხრვა ახმან; ცნობიერი სიტყუა უთხრა უცნობოსა რასმე მზრახმან.

930. შერასმეჰყუეს საუბარსა, სიტყუა ჰკადრა არ მალული: “ერთსა რასმე მოგაჴსენებ, გამიცხადე დაფარული: ეგე სამჴრე მისეული, შენ გაჩნია ვისგან წყლული, რაგვარ გიყუარს, რაგვარ გიღირს? თქუი, დავიღო მერმე სული”_