ვეფხისტყაოსანი, 1875 წ.

469. “შევეკაზმე, დარბაზს მიველ,– დამხვდა ჯარი ავაზისა, შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა მეფე ქვე სჯდა შეკაზმული, შვენებითა მზგავსი მზისა და გაეხარნეს მისვლა ჩემი ტურფისა და ლამაზისა!

470. “იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია: “ომით მოსრული ტარიელ საჭვრეტად სასურველია, მან განანათლოს მჭვრეტელთა გული, რაზომცა ბნელია: და რაცა დაგვედრო საქმნელად, ქმენ, არა საზოზღნელია.

471. “აწ მისთქვამს საქმე უშენოდ, შენცა ცან ესე მცნებული რადგან ქალია სამეფოდ ჩვენგანვე-სახელ-დებული, ვინცაღა ჰნახავს, აწ ნახოს, აჰა დღე, ედემს ხლებული, გვერდსა დაისვი, ორნივე სრას დამხვდით, მოვალ შვებული”.

472. “მოვინადირეთ მინდორი, ძირი მთისა და გორისა იყო სიმრავლე ძაღლისა, შავარდნისა და ქორისა ადრე დავბრუნდით, ვიარეთ არ ეჯი გჰზისა შორისა, და აღარ იბურთეს, დაშლა ჰქმნეს თამაშობისა ორისა.

473. “ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი, შუკა და ბანი. ომ გარდახდილსა მშვენოდეს მე ენიანნი კაბანი ფერ-მიხდილ გვარად ვშვენოდი ვარდი, ცრემლითა ნაბანი, და ვინცა მიჭვრეტდის, ბნდებოდის, მათრლად არს, არ კატაბანი.

474. “რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაველთასა; იგი მეხვივნეს, მშვენოდეს, ვახელებ გულსა ხელთასა; მეფე გარდაჰხდა, დარბაზსა შეველდით ჩემთა მზრდელთასა, და შევხედენ, დავჰკრთი ელვასა ღაწვთა მზეებრ ნათელთასა.

475. “მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯის ფერნი ჯუბანი, ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა, დას-დასად, უბან-უბანი. სრულად ნათლითა აევსო სახლი, შუკა და უბანი, და მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ-მარგალიტნი ტყუბანი.

476. “ნაომარსა, დაკოდილსა ხელი ყელსა ჩამომება. დედოფალი საჯდომთაგან ადგა, წინა მომეგება, ვითა შვილი გარდამკოცნა, ღაწვი ვარდი დამილება და მითხრა: “ნუ ეჭვ ამას იქით, თუღა მტერი შეღაგება”.

477. “ახლოს დამისვეს ადგილსა, მუნ, სადა მიამებოდა,– პირის-პირ მისჯდა იგი მზე, გული ვისთვისცა ჰკვდებოდა. მალვით უჭვრეტდი, მიჭვრეტდა, სხვად არად მეუბნებოდა”. და თვალნი მოვსწყვიდნი, სიცოცხლე ამითა მეარმებოდა.

478. “შეიჰქმნა სმა და პურობა, მზგავსი მათისა ძალისა, სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა ჯამი და ჭიქა ყველაი ფეროჰზისა და ლალისა, და არ ვისი ჰბრძანა მეფემან არცა გაშვება მთვრალისა.

479. “მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტის-მეტასა,– რა შემომხედნის, შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის შრეტასა კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა, და რა უამეა პირის-პირ საყვარელისა ჭვრეტასა!

480. “დააგდეს მღერა მუტრიბთა, “სულეო!” თავი ხარიან, მიბრძანეს: “შვილო ტარიელ, ვით გითხრათ, ვით გვიხარიან ნეტარძი გვაქვსო, მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან, და მართალან შენნი მჭვრეტელნი, არ ცუდად იმკვეხარიან.

481. “აწ თუცა გმართებს შემოსვა, ვის მორჭმით მოგივლენიან, არ შეგმოსთ, მაგა კაბათა არ აგხდით,- ტურფად გშვენიან აწ გქონდეს ასი საჭურჭლე, ვის შუქნი მოგიფენიან, და თვით შეიკერე, რაცა გწადს, ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან”.

482. “კვლავცა დასჯდა მხიარული, მოიმატა სმა და მღერა კვლავ გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითი და ჩანგთა ჟღერა. დედოფალი წამოვიდა, შეეყარა მწუხრსა დღე რა, და ძილ-პირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა.

483. “ავიყარენით, მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა. საწოლს შემოვე, შემეჰქმნა ცნობა მათ ვითა რეტისა. ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა. და მეგონებოდის, მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა”.

484. მონა მოვიდა, მიამბო ამბავი მე მართალიო. “თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალიო” მაშინვე ვიცან, ავიჭერ, ჩქარ-ჩქარად გულ-გამკრთალია და მოვიდა, ვნახე ასმათი, ჩემთანა მომავალიო.

485. “მე ვისთვის ვკვდები, მიამა ასმათის ნახვა მე მისად. აღარ მივუშვი, ვაკოცე, ჰქმნად-ღა თაყვანის-ცემისად ხელი მოვკიდე, დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად, და ვკითხე თუ: “ნეტარ მისულა მორჩი ალვისა ხე მისად?

486. “მიამბე მისი ამბავი, სხვად ნურად მეუბნებია!” მითხრა თუ: “გკადრებ ამბავსა, აწ ჩემგან არ სათნებია, დღეს ერთმან ერთი გიჰნახავს და ტურფად მოგწონებია, და აწ კვლავცა ცნობა ამბისა მას ჩემგან უბრძანებია”.

XII. წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი.

487. “წიგნი მომართვა, ჩავხედენ, პირისა თემთა მნათისა, ეწერა: “ვნახე სიტურფე წყალ-ჯავარისა შენისა. ომ-გარდახდილი შვენოდი, შენატევები ცხენისა, და არ ავი მიჩანს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა.