... (Q-797), XIX ს.

474. უთხრა ძმაო რა გარდიხდის, შენგან ჩემსა ჭირნახულსა჻ ღ~თი მოგცემს წყალობასა, მისგან ზეცით შესახულსა჻ თუ ვერა ვიქ საწადელსა, შენსა შენთვის გაზრახულსა჻ არა ვნახავ სახლსა ჩემსა, არ დარბაზსა არცა ხულსა჻

475. აწ მითხარ ჩემგან რა გინდა, ანუ რით მოგეხმარები჻ ვარჩევ წავიდეთ არაბედს, იყავ ჩემიცა მარები჻ ტკბილი სიტყვითა გავმართოთ, და ჴმლითა საომარები჻ თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ, მე ჩემსა არ ვექმარები჻

476. რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს, ტარიას მოციქულობა჻ მას გაეცინნეს გაღიმდა, შვენოდა მხიარულობა჻ თქვა თუ მეშველი რად მინდა, მჭირს არავისგან წყლულობა჻ ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს, არცა სჭირს ლხინ ნაკლულობა჻

477. ჩემი მზე ტახტსა ზედან ზის, მორჭმული ღ~თისა ნებითა჻ საკრძალავი და უკადრი, ლაღი არვისგან ვნებითა჻ არცა რა უმძიმს ქაჯთა ჰყავთ, არცა გრძნეულთა გრძნებითა჻ მას ზედა შველა რად მინდა, რად მეჭვ რასაცა თნებითა჻

478. რა მოვა ჩემთვის განგება, ზეცით მოსრულნი ზენანი჻ ღმერთი იწადებს მომივლენ, გულის სახმილთა ლხენანი჻ მაშინვე დამხვდნენ მოკვდავსა, მზისა ელვათა ფენანი჻ უმისჟამისოდ ცუდია, ჩემგან მი და მო რბენანი჻

479. მიდი და ჰკადრე ტარიელს, პასუხი ჩემგან თხრობილი჻ მადლი რად უნდა მეფეო, ხარ რაზომ გინდა ლმობილი჻ ვარ მუცლითგანვე დედისა, თქვენად სამონოდ შობილი჻ ღ~თნ მუნამდის მიწა მყოს, ვირ მეფე იყო ცნობილი჻

480. გებრძანა შეყრა მწადიან, საყვარელისა შენისა჻ ეგე არს მზგავსი გულისა, ლმობიერისა თქვენისა჻ მუნა მე ჴრმალი არ მიკვეთს, არცა სივრცელე ენისა჻ მიჯობს მოლოდნა საქმისა, მის განგებისა ზენისა჻

481. ესეა ჩემი საწადი, და ჩემი მოსანდომარე჻ ჰინდოეთს გნახო მორჭმული, საჯდომთა ზედა მჯდომარე჻ გვერცავე გიჯდეს მნათობი, პირი ელვათა მკრთომარე჻ მებრძოლნი თქვენნი მოგესრნეს, არვინ ჩნდეს მუნ მეომარე჻

482. რა გამისრულდენ ესენი, ჩემნი გულისა ნებანი჻ მაშინღა მივალ არაბეთს, მამხვდეს მის მზისა ხლებანი჻ ოდისცა სწადდეს დამივსნეს, ამა ცეცხლისა დებანი჻ სხვა თქვენგან არა არ მინდა, მძულან რასაცა თნებანი჻

483. რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს, ესე სიტყვანი ყმისანი჻ მან ბრძანა მაგას არა ვიქ, ამას არ უნდა მისანი჻ ვითა მან პოა მიზეზი, ჩემისა სულთა დგმისანი჻ ეგრევე მანცა სამისოდ, ნახნეს ძალ გულნი ძმისანი჻

484. მიდი უთხარ ჩემაგიერ, სიტყვა ჩემგან არ სათნები჻ მე შენისა გამზრდელისა, უნახავად არ დავდგები჻ ვე[ჭვ] მრავალი დამეხოცოს, მონა მისგან საყვარლები჻ ვითხოვ ხოლო შენდობასა, ეგეთიღა მოვბრუნდები჻

485. ესე უთხარ ამის მეტსა, მოციქულობ ნურას ნუო჻ ხვალე წასვლა არ დავშალო, არცა სიტყვა გავათუო჻ მე არ მიზამს არაბთ მეფე, რომე სიტყვა გავიცრუო჻ ამოდ ვსთხოვო ქალი მისი, შევეხვეწო შევაგუო჻

486. უამბო ფრიდონ ავთანდილს, ტარიას მოციქულობა჻ არ დადგებისო ცუდია, შენგან ცდისაღა თქმულობა჻ მას დაუმძიმდა მოედვა, გულსა კვამლ ალმულობა჻ ასრე ჴამს რიდი მეფეთა, ყმათაგან მოკრძალულობა჻

487. ავთანდილ მივა მუხლ მოყრით, ტარიას შესახვეწელად჻ ფერხთა ეხვევის აკოცებს, აღარ შეხედავს ზე წელად჻ ეტყვის კმა რაცა შევცოდე, როსტანს წლეულად მე წელად჻ კულავ ნუ მიქ ერთგულობისა, გამტეხლად დაცამლეწელად჻

488. რასაცა ლამი არ მოგცემს, მას ღ~თისა სამართალია჻ გამზრდელსა ჩემსა ვით ვკადრო, მე საქმე სამუხთალია჻ მე მისთვის ჴელი ვით გავძრა, ვინ ჩემთვის ფერ ნამკრთალია჻ ვით მოიხმაროს მონამან, პატრონსა ზედა ჴრმალია჻

489. ეგე საქმე მე და ჩემსა, საყუარელსა შეგვამდურვებს჻ ვაი თუ გაწყრეს გაგულისდეს, კუშტი გულსა შიაურვებს჻ ამბავსაცა დამიძვირებს, ჭვრეტისათვის მამასურვებს჻ შენდობასა ხორციელი, კაცი ვერა დამიურვებს჻

490. ტარიელ უთხრა სიცილით, მან მზემან შუქ ნაფენამან჻ ჴელი მოკიდა ავთანდილს, ამართა ააყენა მან჻ მიყოო კარგი ყველაი, მომართებამან შენამან჻ მაგრა სჯობს შენცა გალხინოს, ჩემან შენითა ლხენამან჻

491. დია მძულს მეტი მოყურისა, შიში კრძალვა და რიდობა჻ მძულს გაუწყვედლად კუშტობა, და სულ მძიმობა დიდობა჻ თუ მოყვარეა გულისა, ქნას ჩემკენ მონაზიდობა჻ თვარე მე ჩემად იგ მისად, დია სჯობს კიდის კიდობა჻

492. მე ვიცი გული საშენოდ, შენისა საყუარელისა჻ არ ეწყინების სტუმრობა, შენისა მე შემყრელისა჻ რამცა რა ვკადრე მეფესა, თხრობა რასაცა ჭრელისა჻ ოდენ ნახვისა მათისა, ნატრა მაქუს სანატრელისა჻

493. ამას ოდენ მოვახსენებ, მუდარით და შეპოვნებით჻ რომე მოგცეს ქალი მისი, მან მისითა მოგონებით჻ რადგან ბოლო შეყრავეა, სიშორესა ვით ეთნებით჻ დააშვენეთ ერთმანერთი, თავის თავის ნუ დასჭკნებით჻