... (H-1128), XIX ს.

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა პირველად მიწერილი

374. თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია პასუხად ვსწერდი მთვარეო შენმცა მზე ვით მოგერია მე ღმერთმან იგი ნუ მამცეს რაც არა შენი ფერია სიზმრად მგონია დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია

375. ასმათს უთხარ მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივხუდები ესე ჰკადრე მზეო რადგან ჩემთვის ნათლად ამოხდები თქვენმა წიგნმა გამაცოცხლე ამას იქით აღარ ვბნდები მიჯნურისა სამსახურსა ვიტყვი თუღა ვერიდები

376. ასმათ მითხრა მე მიბრძანა ესე ვქნათო ესე სჯობდეს ვინცა გნახოს ჩემგან მისსა საუბარსა არა სცნობდეს ჩემად ნახვად მოვიდოდეს შენ ვითამცა გაშიყობდეს დამცავედრა ამირბარსა უთხარ ასრე ნამუსობდეს

377. მეკეთა ესე თათბირი სიბრძნე გულისა მისისა მისი მზისაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა

378. ასმათს მოვართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა მან მითხრა არა არ მინდა ვარ გამაძღარი ამითა ერთი აიღო ბეჭედი მართ აწონილი დრამითა ესე კმა ნიშნად სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა

379. ქალი ადგა წამოვიდა მე ლახვართა გულსა მრიდეს ლხინმან ბნელი განმინათლა დაშრტეს ცეცხლნი რომე მწვიდეს შეველ დავჯე ნადიმადვე ჩემნი სწორნი სადა სმიდეს მხიარულმან საბოძვარი გავეც ზამი გაადიდეს

წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა მიწერილი და კაცის გაგზავნა

380. გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემაგიერი მივსწერე მეფე ინდოთა არისმცა ღთულებ ძლიერი მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი ვინცა ურჩ ექმნას იქმნების თავისა არ მადრიერი

381. ჩვენო ძმაო და პატრონო თქვენგან არ გავიწბილები ესე რა ნახოთ ბრძანება აქამცა მოიარებით თქვენ თუ არ მოხვალთ ჩვენ მოვალთ ზედა არ მოგეპარებით სჯობს რომე გუნახნე თავისა სისხლთ ნუ ეზიარებით

382. კაცი გავგზავნენ მე გულსა მამეცა უფრო ლხინები დარბაზს ვიშვებდი დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის რაცა ვინები აწ ჴელ მქმნა რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები

383. პირველ გაჭრისა პირება მერმე დასწყნარდეს ცნობანი ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა დარბაზობანი მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი ზოგჯერ შემცვიან სევდათა ვსთქვი საწუთროს გმობანი

384. დღესა ერთსა საწოლს შეველ მეფის სრითა წამოსრული ვჯე და მასვე ვიგონებდი არ მომეცა თვალთა რული წიგნი მქონდა საიმედო ამად ვიყავ მხიარული კარსა მცველმან მონა უხმო უთხრა რამე დაფარული

385. მონააო ასმათისი საწოლს უთხარ შემოყვანა მოეწერა გიბრძანებსო ვისი მესვა გულსა დანა ლხინმა ბნელი განმინათლა ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა წაველ მონა წავიტანე რამცა უთხარ ამისთანა

386. ბაღჩას შევვლე არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბარი ქალი წინა მომეგება მხიარული მოცინარი მითხრა ვაშად ამოგიღე არ გასვია გულსა ნარი მოდი ნახე ვარდი შენი უფრჭკნელი და დაუმჭკნარი

387. ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა სადა დგას კუბო შემკული ბალახშითა და ლალითა შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა მკრთალითა მე შემომხედნის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა

388. დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა ოდენ ტკბილად შემომხედის ვითამცა რა შინაურსა ასმათ უხმო მოიუბნეს ქალი მოდგა მითხრა ყურსა აწ წადიო ვერას გითხრობს მე კულავ მიმცა ალმან მურსა

389. ასმათ წამომყვა წამოველ ფარდაგი გამოვიარე ვთქვი საწუთროო ვის წეღან გული დარმანთა მიარე მაშინ მოგეცა იმედი ლხინი რად გამიზიარე გულმან გაყრისა სიძნელე კვლავ უფრო დაიტიარე

390. ასმათ ლხინსა მიქადებდა ჩავიარე შიგან ბაღი მითხრა ეგრე წასვლისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი სიმძიმილთა ერდო დახშა სიხარულის კარი აღი სირცხვილი აქვს საუბრისა მერმე თავსა კრძალავს ლაღი

391. მე უთხარ დაო შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა ზენარი სულთა ნუ გამყრი ამბვითა მშრეტდი ამ ალსა ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყვეტ შენ ზედა ზედა მავალსა თუ რას ჰსცნობ ჩემთვის არ ვეჭვ მე შენგან არ დანამალსა