ვეფხისტყაოსანი, 1883 წ.

993. “ქვაბნი წაუხმან დევთათვის, სრულად გამესისხლებია; მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხვა არვინ უახლებია; მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს, არ ახად არ ახლებია, – და ვა ჰმართებს მისა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ხლებია.

994. “ქალი მარტო ქვაბსა შიგან ჰტირს მტირალი, ცრემლ-ნაწთომი; ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა ვითა ლომი, მიართვამს და იმით არჩენს იგი, ერთგან ვერ დამდგომი, და მისგან კიდე სანახავად არა უნდა კაცთა ტომი.

995. “მე უცხოს უცხო მანატრა მოსმენა სანატრელისა; მითხრა ამბავი მისი და მისისა სასურველისა. რა ჭირნი დასთმნა, ვერ იტყვის აწ ენა ესე ხელისა, და ჰკლავს სურვილი და ვერ-ჭვრეტა მისისა დამმარხველისა.

996. “ვითა მთვარე, დაუდგრომლად იარების, არ დადგების; მასვე ცხენსა შენეულსა ჰზის, აროდეს გარდახდების; არას ჰნახავს პირ-მეტყველსა, ვით ნადირი კაცთა ჰკრთების. და ვა მე, მისა მგონებელსა, ვა მას, ვინცა მისთვის კვდების!

997. “მის ყმისა ცეცხლი მედების, ვტირი ცრემლითა ცხელითა, შემებრალნეს და გავშმაგდი, გავხე გულითა ხელითა, მომინდა მისთა წამალთა ძებნა ზღვითა და ხმელითა, და შევიქეც ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა ბნელითა.

998. “დავეთხოვე და გამიწყრა, მეფე მიეცა ჭმუნვასა; დავყარენ ჩემნი ლაშქარნი, მით იზახიან მუნ ვასა; გამოვეპარე, დავეხსენ სისხლისა ცრემლთა წურვასა, და აწ ვეძებ მისთა წამალთა, ვიქმ იქით-აქათ ბრუნვასა.

999. “შენი მან მითხრა ამაბავი, მისგან ძმობისა შენისა, აწ მიპოვნიხარ უებრო შენ, საქებელი ენისა; გამომირჩიე, სით მიჯობს ძებნა მის მზისა ზენისა, და მისთა მჭვრეტელთა ლხინისა, ვერ მჭვრეტთა ამაზრზენისა.”

1000. აწ ფრიდონ იწვის სიტყვითა მის ყმისა ნაუბარითა; ორნივე სწორად მოსთქმიდეს მოთქმითა საქებარითა, გულ-ამოსკვნილნი გულითა ტირან ვერ-დამთმობარითა, და მუნ ვარდსა წყლითა ცხელითა ჰრწყვენ ტევრთა საგუბარითა.

1001. ლაშქართა შიგან შეიქმნა ხმა ტირილისა დიდისა, ზოგთაგან ხოკა პირისა, ზოგთაგან სრევა მიდისა. ფრიდონ სტირს, მოსთქვამს ხმა მაღლად, გაყრილი წლისა შვიდისა: და “უხანობა და სიცრუვე, ვა, საწუთროსა ფლიდისა!”

1002. ფრიდონ მოსთქვამს: “რა შეგასხათ, ვერ საქებო,ვერ სათქმელო! ხმელთა მზეო, სამყაროსა მზისა ეტლთა გარდამსხმელო, მოახლეთა სალხინოო, სიცოცხლეო, სულთა მდგმელო, და ცისა ეტლთა სინათლეო, დამწველო და დამამთქმელო!

1003. “რა მოგეშორვე, მას აქათ სიცოცხლე მომძულვებია; თუცა შენ ჩემად არა გცალს, მე შენთვის მომსურვებია; შენ უჩემობა ლხინად გიჩნს, მე დია მიმჭირვებია, და ოხერ სიცოცხლე უშენოდ, სოფელი გამარმებია!”

1004. ფრიდონ ჰსთქვა ესე სიტყვანი მოთქმითა შვენიერითა; სული დაიღეს, დაჰსდუმდესს, მივლენ არ თურე მღერითა. ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს ტურფითა ჰაერ-ფერითა, და მელნისა ტბათა მიჯარვით ჰბურავს გიშრისა ჭერითა.

1005. ქალაქს შევიდეს, მუნ დაჰხვდა სრა მოკაზმული სრულითა, სახელმწიფოთა ყოვლითა გასაგებლითა სრულითა; მონანი ტურფად მოსილნი წესითა იყვნეს რულითა! და შეჰფრფინვიდიან ავთანდილს გულითა სულ-წასრულითა.

1006. შევიდეს და დიდი შექმნეს ჯალაბობა, არ ხალვათი, იქით-აქათ დიდებულნი წარიგებით ათჯერ ათი; თვით ორნივე ერთგან დაჰსხდეს; ვინმცა ვით სთქვა ქება მათი, და ბროლ-ბადახშსა აშვენებდა ზოგან მინა, ზოგან სათი.

1007. დაჰსხდეს, შეიქმნა პურობა, გაამრავლებდეს მახალსა, უმასპინძლებდეს ავთანდილს, ვითა მზახალი მზახალსა, მოიღებდიან ჭურჭელსა ტურფასა, ახალ-ახალსა, და და მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა გული მიეცა გლახ ალსა.

1008. მას დღე ჰსვეს, ჭამეს, გარდახდა ნადიმი მსმელთა დასისა. გათენდა, ჰბანეს ავთანდილ, რიცხვი ჰსძეს მუნ ატლასისა, შესამოსელი შეჰმოსეს დრაჰკნისა ბევრ ათასისა, და შეარტყეს წელთა სარტყელი, დაუდებელი ფასისა.

1009. ყმამან დაჰყვნა დღენი რამე, თუცა ყოვნას ვერა ჰსთმობდა, ფრიდონს თანა ნადირობას გავიდეს და თამაშობდა, სწორად ჰხოცდის შორს და ახლოს, თუ რას ხელსა მიაპყროდა, და მისი სროლა მშვილდოსანსა ყველაკასა აწბილობდა.

1010. ყმა ფრიდონს ეტყვის: “გესმოდეს ჩემი აწ მონახსენები: მე შენი გაყრა სიკვდილად მიჩანს და მით თავსა ვევნები, მაგრა არა მცალს დღე-კრულსა, ცეცხლი მმე სხვაცა მედები, და გზა გრძელი, საქმე სასწრაფო მიძს, დია დავეყენები.

1011. “მართალ არს შენი გამყრელი,თვალთათ თუ ცრემლსა ღვრიდესა, დღეს წაუვალი ვერა ვარ, მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა; დგომა მგზავრისა ცთომაა, კარგსა იქმს, თავსა სწვრთიდესა, და სადა გიჰნახავს იგი მზე, წამომყევ ზღვისა კიდესა”.

1012. ფრიდონ უთხრა: “დასაშლელი ჩემგან არა არ გეთხრობის; ვიცი, რომე აღარა გცალს, შენ ლახვარი სხვა გესობის. წადი, ღმერთი გიწინამძღვრებს, შენი მტერი დაემხობი. და მაგრა თქვი, თუ უშენობა ჩემგან ვითა დაითმობის?