... (H-2055), XIX ს.

პირველ თავი დასაწყისი წიგნისა ვეფხისტყაოსნად წოდებულისა მოთხრობა ძველთა ისტორიათა ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ლექსად თხზული ამო და სარგებელი სწავლისათჳს მოშაირეთასა

1. რომელმან შეჰქმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა ზეგარდმო არსნი სულითა ყუნა ზეცით მონაბერითა ჩუჱნ კაცთა მოგუცა ქუჱყანა გუაქუს უთვალავი ფერითა მისგან არს ყოვლი ჴელმწიფე სახითა მის მიერითა

2. ჱე ღ~თო ერთო შენ შექმენ სახე ყოვლისა ტანისა შენ დამიფარე ძლევა მეც დათრგუნუად მე სატანისა მომეც შეტრფობა კეთილთა სიკუდიდმდე გასატანისა ცოდუათა შესუბუქება მუნ თანა წასატანისა

3. ვის შვენის ლომსა ჴმარება შუბისა ფარ შიმშერისა მეფისა მზის თამარისა ღაწვ ბალახშ თმა გიშერისა მას არა ვიცი შევკადრო შესხმა ხოტბისა შერისა მისთა მჭურეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ მშიერისა

4. თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ დათხეული ვთქუენი ქებანი ვისნი მე არ ავად გამორჩეული მელნად ვიჴმარე გიშრის ტბადა კალმად მინა რხეული ვინცა ისმინოს დაეცეს ლახუარი გულსა ხეული

5. მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა ქება წარბთა და წამწამთა თმათა და ბაგე კბილისა ბროლ ბალახშისა თლილისა მით მიჯრით მიწყობილისა გასჭედს ფოლადსა მაგარსა კვერი ტყვიისა ლბილისა

6. აწ ენა მინდა გამოთქმად გული და ჴელოვანება ძალი მომეც და შეწევნა შენგნით მაქუს მივსცე გონება მით შევეწივნეთ ტარიელს ტურფადცა უნდა ჴსენება მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირსთ ერთმანერთის მონება

7. მო დავსხდეთ ტარიელისთვის ცრემლი გუდის შეუშრობილი მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი დავჯე რუსთუჱლმან გავლექსე მისთუის გულ ლახუარ სობილი აქამდის ამბად ნათქუამი აწ მარგალიტი წყობილი

8. მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს მართ ვითა მზეობა სიბრძნე სიმდიდრე სიუხუჱ სიყმე და მოცალეობა ენა გონება დათმობა მძლეთა მებრძოლთა მძლეობა ვისცა ეს სრულად არა სჭირს აკლია მიჯნურთ ზნეობა

9. მიჯნურობა არის ტურფა საცოდნელად ძნელი გუარი მიჯნურობა სხუა რამეა არ სიძვისა დასადარი იგი სხვაა სიძუა სხუაა შუა უზის დიდი ზღუარი ნუ ვინ გარევთ ერთმანერთსა გესმასთ ჩემი ნაუბარი

10. ჴამს მიჯნური ხანიერი არ მეძავი ბილწი მრუში რა მოშორდეს ერთმანეთსა გაამრავლოს სულთქმა უში გული ერთსა დააჯეროს კუშტი მიხუდეს თუნდა ქუში მძულს უგულოდ სიყუარული ხუევნა კოცნა მტლაში მტლუში

11. მას ცოცხალი ნუ ელევის რაცა პირველ შეუყუარდეს ნუცა ლხინსა აუზავდეს ნურცა ჭირსა დაუზარდეს მისთვის დასთმოს ყველაკაი მისთუის ველთა გამოვარდეს ნურა ჰგავა სოფელიცა მისი კერძი განთუქარდეს

12. ამა მიჯნურსა მიჯნური ნუ უჴმობთ მიჯნურობასა დღეს ერთი უნდეს ხვალე სხვა არა რად ჰრაცხდეს თმობასა ესე მღერასა ბედითსა გავს ვაჟურსა ყმაწვილობასა კარგი მიჯნური იგია ვინ იქს სოფლისა გმობასა

13. არს პირველი მიჯნურობა არ დაჩენა ჭირთა მალვა თავის წინა იგონებდეს ნიადაგმცა ჰქონდეს ხალვა შორით ბნედა შორით კდომა შორით დაგუა შორით ალვა დასთმოს წყრომა მეფეთაგან მისი ჰქონდეს შიში კრძალვა

14. ხამს თავისსა ხვაშიადსა არავისთან ამჟღავნებდეს არ ბედითად ჰაი ჰაი ზმიდეს მოყუარესა აყივნებდეს არსით აჩნდეს მიჯნურობა არა სადა იფერებდეს მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს მისთჳს ცეცხლსა მოიდებდეს

15. მას უშმაგო ვით მიენდოს ვინ მოყუარე გაამჟღავნოს ამის მეტი რამცა ირგოს მას ავნოს და თჳითცა ივნოს რათამცაღა ასახელა რა სიტყვითა მოაყივნოს რა გავა მოყუარესა კაცმან გული არ ატკივნოს

16. ტარიელს კარგსა მოყმესა მკლავ მაგარსა ძალიანსა პირად ვარდსა ტან საროსა გული მისი რკინიანსა უხვსა დია უშურველსა გამცემსა ტკბილ საუბარსა წყლიანსა მით ქება ნესტან დარეჯანს რათ ეთქმის პირად მზიანსა

17. მე რუსთველი ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი ვის მორჩილებს ჯარი სპათა მისთჳს ვხელობ მისთჳს მკუდარი დავუძლურდი მიჯნურობით კულავ წამალი არსით არი ანუ მომცეს განკურნება ანუ მიწა მე სამარი

18. ესე ამბავი სპარსული ქართულად ნათარგმანები ვითმარგარიტი ობოლი ჴელისჴელ საგოგმანები ვპოე და ლექსად გარდავსთქვი საქმე ვჰქმენ საჭოჭმანები ჩემან ჴელმქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმა ნები

19. თუალთა მისგან უნათლოთა ენატრამცა ახლად ჩენა აჰა გული გამიჯნურდა მიხდომია ველად ჰრბენა მიაჯეთ ვინ ჴორცთა დაწუა კმა არს მისცეს სულთა ლხენა სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ლევნა