... (FR-203), XVIII ს.

1. ამარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან შეხსნა შეიღო აბჯარი ცხენიცა შეიყვანა მან დადუმდეს ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან

2. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ტყვე საკნით ნააზატები მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები მას ზედა დაჯდა იგი ყმა სულთქვამს ჭირ მონამატები სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები

3. მან ქალმან ხელყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა შეუქნელისა მიუპყრა ერთი აჰხლიჩა ქნაა საქმისა ძნელისა ძალი არ ჰქონდა დაუწყო გამოყრა უცოხნელისა

4. ცოტად მიწუა მიიძინა თუცა ყოლა ვერა მეტი შეკრთა დიდნი დაიზახნა წამოიჭრა ვითა რეტი იზახდის და წამწამ იკრის გულსა ლოდი თავსა კეტი ცალკერძ ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭვრეტი

5. […] დაბრუნდი მოახსენა მითხარ რაცა წაგეკიდა მან უბრძანა მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი ბარგი მძიმედ აეკიდა იგი მინდორს ნადირობდა დაეფანჩვა მარეკი და

6. სევდად მეცა კაცთა ნახვა ცეცხლი უფრო გავიალე არ მიუვე ახლოს შეყრად თავი ჩემი შევიწყალე მათგან მკრთალი შემოვბრუნდი ტყესა შიგან დავიმალე თქვა ნუთუმცა უკუმრიდა რა გათენდეს წავალ ხვალე

7. ქალსა ცრემლნი გარდმოსცვივდეს ასნაკეცნი ბევრის ბევრად მოახსენა მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად მას მაგითა ვერას არგებ დღეთა შენთა ცუდად ლევ რად

8. ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია ერთი კაცი შემაქცევლად შენად ვითა დაგელია გიახლოს და არ გაშმაგდე თუცა ჭირი არ გაკლია შენ მოჰკვდე და იგი წახდეს ესე შენთვის რა მადლია

9. უბრძანა დავო ეგეა მსგავსი შენისა გულისა მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა ვის ძალუც პოვნა კაცისა თვით სოფლად არ მოსრულისა ჩემი ლხინია სიკვდილი გაყრა ხორცთა და სულისა

10. ღმერთმან სხვაცა ეტლსა ჩემსა რადმცა კაცი რად დაბადა სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი ანუ ვინმცა შეეცადა შენგან კიდე ხორციელი დავო მივის არასადა

11. ქალმან ჰკადრა არ გამიწყრე ვიშიშვი და ვიაჯ დია რათგან ღ~თსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია ვერ დავმალავ უკეთესი რაცა საქმე გამიცდია არა ვარგა უსაზომო ზომსა თავი გარდგიხდია

12. ყმამან უთხრა რას მენუკვი არა ვიცი გამიცხადე კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე ღ~თსა ჩემი უბედობა უნდა მემცა რას ვეცადე განაღამცა გავნადირდი თავი ასრე გავიხადე

13. ქალმან კულავ ჰკადრა გაგსაჯე მეტითა შეგონებითა მაგრა თუ კაცი მოგგვარო მოგყვეს თავისა ნებითა იგი გიახლოს ილხენდე მისითა შემეცნებითა ფიცე არ მოჰკლა არ იყო არ სავნებლისა ვნებითა

14. მან ქალმან უბრძანა თუ მიჩვენებ ვნახავ დიდად გავიხარებ სიყვარულმან მისმან ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ არას ვუზამ უგემურსა არა ოდეს გავამწარებ რაცა ჩემგან ეამების ვაამებ და შევიყვარებ

15. ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად არ ეწყინაო უამბობს არს მისად მაგულვანებლად ხელი მოჰკიდა მოჰყვანდა ვით მთვარე მოსავანებლად იგი რა ნახა ტარიელ თქვა მზისა დასაგვანებლად

16. [……………………………………………………] [……………………………………………………] [……………………………………………………] ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა

17. ასმათ ფარდაგსა აზიდნა გარე ვდეგ მოფარდაგულსა ქალსა შევხედენ ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა მოვიდა მივსცნე დურაჯნი მთხოვნა ცეცხლითა დაგულსა ვამე მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა

18. აწ წახდეს იგი ნათელნი მზისაცა მოწუნარენი მისი ვერ გასძლო ხსენება დაბნდა და სულთქნა მწარენი ყმა და ასმათი ტიროდეს ხმას სცემდეს იგი არენი ჭმუნვით თქვეს მკლავნი ცუდ ქმნილნი ვა გმირთა მემუქარენი

19. ასმათმან წყალი დაასხა ცნობად მოვიდა ტარია დიდხან ვერა თქვა სევდამან გული შეუპყრა დარია დაჯდა და მწარეთ სულთ ითქვნა ცრემლი მიწასა გარია თქვა ჩემგან მისი ხსენება ვამე რა დიდი ზარია

20. მიმდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან იშვებენ მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა რომელნი ეურჩებიან ისმენდი ჩემთა ამბავთა თუ სულნი შეღამრჩებიან