... (FR-203), XVIII ს.

21. ბურაჯნი მივსცენ გავიღე სხვა ვერა გზაღა თავისა დავეცი დავბნდი წამიხდა ძალი მხართა და მკლავისა რა სულად მოვე შემესმა ხმა ტირილისა და ვისა გარე მომრტყმოდა ჯალაბნი ვითა ჩამსხდომნი ნავისა

22. შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა პირსა იხოკდეს ხელითა ღაწვისა გამპობელითა მუყრნი მოასხნეს სენითა მთქვეს გამაბელზებელითა

23. მე რა მნახა თვალახმული მეფე ყელსა მომეხვია ცრემლით მითხრა შვილო შვილო ცოცხალ ხარ ღა სიტყვა თქვია მე პასუხი ვერა უთხარ ვითა შმაგი შევკრთი დია კვლა დავეცი დაბნედილი გულსა სისხლი გარდმეთხია

24. სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარე შემომცვიდიან მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი ყოველნი იკითხვიდიან მტერ დაცემული ვეგონე არ ვიცი რას ჩმახვიდიან სამ დღემდის ვიყავ უსულოდ ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან

25. აქიმნიცა იკვირვებდეს ესე სენი რაგვარია სამკურნალო არა სჭირს რა სევდა რამე შემოჰყრია ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი სიტყვა მცთარი წამერია დედოფალი ზღვასა შეიქს მას რომ ცრემლი დაუღვრია

26. სამსა დღესა დარბაზს ვიყავ არ ცოცხალი არცა მკვდარი მერმე ცნობა მომივიდა მივხვდი რასმე მიუმხვდარი ვთქვი თუ ჰაი რაშიგან ვარ მე სიცოცხლე გარდამხდარი თმობა ვსთხოვე შემოქმედსა ვჰკადრე სიტყვა სამუდარი

27. ვთქვი თუ ღ~თო ნუ გამწირავ აჯა ჩემი შეისმინე მომეც ძალი დათმობისა ცოტად ვითა აღმადგინე აქა ყოფა გამამჟღავნებს სახლსა ჩემსა მიმაწვინე მანვე ქნა და მორევსჯობდი გული წყლული გავარკინე

28. მე წამოვჯე მეფისაგან კაცი დია მოვიდოდა ახარებდეს წამოჯდაო დედოფალი გამორბოდა მეფე მორბის თავშიშველი არ იცოდა რას იქმოდა იგი ღ~თსა ადიდებდა სხვა ყველაი უჩუმოდა

29. იქით და აქათ მომისხდეს მახვრიტეს სახვრეტელია მე მოვახსენე პატრონო გული აწ უფრო მრთელია ცხენსა შეჯდომა მწადიან ვნახნე წყალნი და ველია ცხენი მომგვარეს შეცავჯე მეფე ჩემთანა მვლელია

30. წამოვედით მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა ჩემსა მიველ დავაბრუნვე მეფე მომყვა სახლთა ძირსა შინა მიველ უარ გავხე სხვა დამერთო ჭირი ჭირსა ვთქვი თუ მოვკვდე ბედი ჩემი ამის მეტსა არას ღირსა

31. ზაფრანის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან საწოლს მეკარე შემოდგა მოლარე გაიყვანა მან ვთქვი თუ რა იცის ამბავი ნეტარ ან იმან ან ამან