... (S-2304), XVIII ს.

ამა ამბისა დასაწყისი პირველი ამო და სასმენელად მშვენიერი სწავლისათჳს ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ამ წიგნს ვეფხვის ტყაოსნობით უჴმობენ

1. რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა ზე გარდმო არსნი სულითა ჰყვნა ზეცით მონაბერითა ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერითა მისგან არს ყოვლი ჴელმწიფე სახითა მის მიერითა

2. ჰე ღმერთო ერთო შენ შეჰქმენსახე ყოვლისა ტანისა შენ დამიფარე ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა მომეც მიჯნურთა სურვილი სიკუდიდმდე გასატანისა ცოდვათა შესუბუქება მუნ თანა წასატანისა

3. ვის შვენის ლომსა ჴმარება ფარისა შუბ შიმშერისა მეფისა მზის თამარის ღაწვ ბალახშ თმა გიშერისა მას არა ვიცი შევკადრო შესხმა ხოტბისა ჴშირისა მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ მი შერისა

4. თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ დათხეული ვჰქვენით ქებანი ვისმინე არ ავად გამორჩეული მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მინა რხეული ვინცა ისმინოს დაესვას ლახვარი გულსა ხეული

5. მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსების ტკბილისა ქება წარბთა და წამწამთა თმათა და ბაგე კბილისა ბროლ ბალახშისა თლილისა მით მიჯრით მიწყობილისა გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა

6. მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს მართ ვითა მზეობა სიბრძნე სიუხვე სიმდიდრე სიყმე და მოცალეობა ენა გონება დათმობა მძლეთა მებრძოლთა მძლეობა ვისცა ეს სრულად არა სჭირს აკლია მიჯნურთ ზნეობა

7. მიჯნურობა არის ტურფა საცოდნელად ძნელი გვარი მიჯნურობა სხვა რამეა არ სიძვისა დასადარი იგი სხვაა სიძვა სხვაა შუა უზის დიდი ზღვარი ნურვინ გარევთ ერთმანეთსა გესმის ჩემი ნაუბარი

8. ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა დღეს ერთი უნდეს ხვალე სხვა სთმობდეს გაყრისა თმობასა ესე მღერასა ბედითსა ჰგავს ვაჟთა ყმაწვილობასა კარგი მიჯნური იგია ვინ იქმს სოფლისა თმობასა

9. არს პირველი მიჯნურობა არ დაჩნევა ჭირთა მალვა თავისწინა იგონებდეს ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა შორით კდომა შორით ბნედა შორით დაგვა შორით ალვა დათმოს წყრომა მეფეთაგან მის ჰქონდეს შიში კრძალვა

10. მას უშმაგო ვით მიენდოს ვინ მოყვარე გაამჟღავნოს ამის მეტი რამცა ირგოს მას ავნოს და თჳთცა ივნოს რათამცაღა ასახელა რა სიტყვითა მოაყივნოს რა გავა თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკივნოს

11. მე რუსთველი ჴელობითა ვიქმ საქმესა ამად არი ვის მორჩილობს ჯარი სპათა მისთვის ვხელობ მისთვის მკვდარი დავუძლურდი მიჯნურთათის კვლავ წამალი არსით არი ანუ მამცეს განკურნება ანუ მიწა მესამარი

12. რაცა ვის რა ბედმან მისცეს დასჯერდეს და მას უბნობდეს მუშა მიწყივ მუშაობდეს მეომარი გულოვნობდეს კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს არცა ვისგან დაიწუნოს არცა სხვათა უწუნობდეს

13. შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი საღმრთო საღმრთოდ გასაგონი მსმენელთათვის დიდი მარგი კვლავ აქაცა იამების ვინცა ისმენს კაცი ვარგი გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის შაირია ამად კარგი

14. ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა მართ აგრევე მელექსესა საუბართა ტკბილთა ფრქვევა მობურთალსა მოედანი მართლად ცემა მარჯვედ ქნევა რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა

15. მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა რა ვეღარ მიხვდეს ქართულსა დაუწყოს ლექსმან ძვირობა არ შეამოკლოს ქართული არა ქნას სიტყვამცირობა ჴელმარჯვედ სცემდეს ჩოგანსა იხმაროს დიდი გმირობა

16. მოშაირე არა ჰქვიან თუ სადმე თქვას ერთი ორი თავი ყველა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი განაღა თქვას ერთი ორი უმზგავსო და შორიშორი მაგრა იტყვის ჩემი სჯობსო უცილობლობს ვითა ჯორი

17. მეორე ლექსი ცოტაი ნაწილი მოშაირეთა არ ძალუც სრულქმნა სიტყვათა გულისა გასაგმირეთა ვამგზავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა დიდთა ვერ მოჰკვლენ ჴელად აქუსთ ჴოცა ნადირთა მცირეთა

18. მესამე ლექსი კარგი არს სანადიმოდ სამღერელად სააშიკოდ სალაღობოთ ამხანაგთა სათრეველად ჩვენ მათიცა გვეამების რაცა ოდენ თქვან ნათელად მოშაირე არა ჰქვიან ვერას იტყვის ვინცა გრძელად

19. ჰჴამს მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს ერთი უჩნდეს სამიჯნურო ერთსა ვისმე აშიკობდეს ყოველსა მისთვის ხელოვნობდეს მას აქებდეს მას ამკობდეს მისგან კიდე ნურა უნდა მისთვის ენა მუსიკობდეს