... (S-2304), XVIII ს.

20. ჩემი აწ სცანით ყოველმან მას ვაქებ ვინცა მიქია ეს მიჩნს დიდად სახელად არ თავი გამიქიქია იგი არს ჩემი სიცოცხლე უწყალო ვითა ჯიქია მისი სახელი შეფრქვევით ქვემორე მითქვამს მიქია

21. ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა ძნელად სათქმელი საჭირო გამოსაგები ენათა იგია საქმე საზეო მომცემი აღმაფრენათა ვინცა ეცდების თმობათა ჰქონდეს მრავალთა წყენათა

22. მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან ენა დაშვრების მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან ვთქვენ ჴელობანი ქვენანი რომელნი ჴორცთა ხვდებიან მართ მასვე ჰბაძვენ თუ ოდენ არ სიძვენ შორით ბნდებიან

23. მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა მით რომე შმაგობს მისისა ვერ მიხვდომისა წყენითა ზოგთა აქუსთ საღმრთო სიახლე დაშვრების აღმაფრენითა კულავ ზოგთა ქვე უძს ბუნება კეკლუცთა ზედან ფრფენითა

24. მიკვირს კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა რადგან უყვარს რად აყივნებს მისთჳს მკვდარსა მისთვის წყლულსა თუ არ უყვარს რად არა სძულს რად აყივნებს რაცა სძულსა ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა

25. თუ მოყვარე მოყვრისათვის სტირს ტირილსა ემართლების სიარული მარტოობა შვენის გაჭრად დაეთვლების იგონებდეს მისგან კიდე ნურაოდეს მოეცლების არ დააჩნდეს მიჯნურობა სჯობს თუ კაცსა იახლების

26. იყო არაბეთს როსტევან მეფე ღმრთისაგან სჳანი მაღალი უხჳ მდაბალი ლაშქარ მრავალი ყმიანი მოსამართლე და მოწყალე მორჭმული განგებიანი თჳთ მეომარი უებრო კვლა მოუბარი წყლიანი

27. სხვა ძე არ ესვა მეფესა მართ ოდენ მარტო ასული სოფლისა მნათი მნათობი მზისაცა დასთა დასული მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული გონება და სული ბრძენი ჴამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული

28. უბრძანა გკითხავ საქმესა ერთგან სასაუბაროსა რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს დაამჭნაროსა იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა მზე ჩაგვისვენდა ბნელსა ვჰსჭვრეტთ ღამესა ჩვენ უმთვაროსა

29. მთვარესა მცხრალსა ვარსკულავმან ვითამცა ჰკადრა მტერობა ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია საროსა მჯობი ნაზარდი მსგავსი მზისა და მთვარისა საბრალოა სიყვარული კაცსა შეიქმს გულმოკლულად მან გაანათლნეს ყოველნი ვით მზემან მანათობელმან მოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან შემამკობელმან იგი მზეებრ უჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზე მხედველითა ხარ მცა ბრძნად მქნელი საქმისა იყავ წყნარი და ცნობილი მეფეთა შიგან სიუხვე ვით ედემს ალვა რგულია უხვსა მორჩილობს ყოველი იგინიც ვინ ორგულია სმა ჭამა დიდად შესარგი დება რა სავარგულია რასაცა გასცემ შენია რას არა დაკარგულია რომე ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა ზეცით ნაბუქალსა თეთრთა კბილთათ გამომაკრთალთა შუქსა ველთა მოაფენდა ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს აქვს მიჯნურობა ამისი ვითა ბულბულსა ვარდისა დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი ძოწეულითა მოსილი პირად ბროლ ბალახშოსანი პიროქრო რიდე ეხვია შვენოდა ქარქაშოსანი მეფესა გასლვად აწვევდა მოდგა თეთრ ტაიჭოსანი ცრემლთსა ვარდი დაეთრთვილა გულსა მდუღრად ანატირსა მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა ჰგია გიშრისა ღარი სად უცხოდ რადმე ამოსკვნოდა გული ცეცხლთა ნადებარი ცრემლსა სისხლი ერეოდა გასდის ვითა ნაგუბარი სხვაგან ქრის მისი გონება მისმან თავისა წონამან არცა გახლიჩა ბაგეთად თავი ვარდისა კონამან ჩემი ლხინი და ჯავარი ჩემი სოფლისა წყალიო მისმან შუქმან გაანათლა სამყარო და ხმელთა კიდე ქალმან ჰკადრა მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა ჰე მეფეო რად ემდურვი ანუ ღმერთსა ანუ ბედსა რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა ამოა ჭვრეტა ტურფისა სიახლე საყვარელისა იგი უებრო ქუშად ჯდა ელვისა მსგავსად ჰშვენოდა მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა გულსა გარე საიმედო ია მორგე ვარდი ყარე კოკობი და უფრჭვნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი სრულად მოვსწყდე სამოთხესა ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი ბროლბალახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს ცეცხლთა მანდით მოდებულთა გული ჩემი ასადაგეს მამცა წამალი გულისა აქამდის დადაგულისა თერთა კბილთა გამოკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი ბროლსა სეტყჳს და ვარდსა აზრობს ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა გული ჰქონდეს გულისათვის სიყვარულსა ავალებდა თქვა მზეო ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე ბროლი და ლალი გასრულვარ ქარვისა უყვითლესადრე მაშინ რაღა ვქმნა ვერ ჭვრეტა რა მომხვდეს კვლა უგრძესადრე ჴამს მოყვრისათვის სიკვდილი ესე მე დამიც წესადრე მოშორვება საყვარლისა მას შეჰქმნოდა მისად ღაზოდ იგია ლხინი სოფლისა იგია ნივთი და ვალი მარგალიტი არვის მოხუდეს უსასყიდლოდ უვაჭრელად კაცი ცრუ და მოღალატე ჴამს ლახვრისა დასაჭრელად ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს ვარდსა სადმე არ აჭნობდეს შემცოდესა ყველაკასა ვითა ცვილსა დაადნობდეს ვის მახვილი ვერას ავნებს იმას ვინმცა წაეკიდა მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად გაეკიდა ღმერთი ლომო შენად ნაცვლად სხვასა ვისმცა დანერგვიდეს ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი ეზროს საბრალოა ოდეს ვარდი დაეთრთვილოს დაცაეზროს ვის ბადახში არა გვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს იგი სადმე გაღარიბდეს სამყოფთაგან იაბეზროს ახალმან ფიფქმან დათრთვილა ვარდი დათოვა დანასა მოუნდის გულსა დაცემა ზოგჯერ მიჰმართის დანასა თქვის ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა მოვშორდი ლხინსა ყველასა ჩანგსა ბარბითსა და ნასა ავსა კარგად ვერვინ შესცვლის თავსა ახლად ვერვინ იშობს განგებასა ვერვინ შესცვლის არსაქმნელი არ იქმნების ყოვლნი არსნი ცათ ქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია ანაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი პირგამქუშავია ჯერ მისი მსგავსი შვენება კაცთაგან უნახავია უჭურიტეთ მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით ბროლმან ლალსა გარეულმან ვარდნი თხელნი ანატიფნა იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა არ აგვიხვნა არცა დაგვსხნა ყოლა არად ამოგვკრიფნა მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა კაცსა მიხვდეს საწადელი რას ეძებდეს უნდა პოვნა მაშინ მისგან აღარა ჰჴამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქმს თქვენსა დასაღრეჯილოსა ეყნოსა სული ალვისა ქართაგან მონატაცისა ასრე უჩნს მოკლვა ლომისა მართ ვითა ლომსა ვაცისა ულვაშ აშლილი წვერგამო ნუ თუ მზეაო თქვა ცისა დადუმდი ვარდსა ნუ აზრობ ცრემლითა ნუ ითოვნების მთვარე წყალსა გამოსრული ნახეს შუქთა მოფინება ამარტის ფერად შესცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან დადუმდეს ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან სისხლისა ცრემლსა გავწნაო შუა გიშრისა სატები ქალსა ცრემლნი გარდმოსცვივდეს ასნაკეცნი ბევრის ბევრად ჩემი ლხინია სიკვდილი გაყრა ხორცთა და სულისა სიყვარულმან მისმან ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ გამოეგება ტარიელ მართებს ორთავე მზე დარად ანუ ცით მთვარე უღრუბლოდ შუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად რომე მათთანა ალვისა ხეცა ვარგიყოს ხედ არად გვანდეს შვიდთავე მნათობთა სხვადმცა რისად ვთქვა მე და რად ვარდსა ჰხლეჩდეს ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს ქარვად შექმნეს იაგუნდნი მათნი თუმცა ლალად ღირდეს იაგუნდი ეგრეცა სჯობს ათასჯერმცა მინა მინდა ღმერთმან ერთი რით აცხოვნოს თუ მეორე არ წაწყმიდოს ღილჩახსნილი საამბობლად დაჯდა მხარნი ამოყარნა ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით დიდხან შუქნი არ ადარნა ვერ გაახვნა სასაუბროდ მან ბაგენი გაამყარნა მერმე სულთქნა დაიზახნა ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა მოთქვამს ჰაი საყვარელო ჩემო ჩემთვის დაკარგულო ვინ მოგკვეთა არა ვიცი ხეო ედემს დანერგულო იმედო და სოცოცხლეო გონებაო სულო გულო ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა გულო ასჯერ დადაგულო ხალვა მოსძულდა შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები ქვად ფაზარი სხდა დათლილი იაგუნდისა ლალისა პირსაა ბაღჩა და საბანლად სარაჯი ვარდისწყალისა დღე და ღამე მუჯამრითა ეკმევოდის ალვა თლილი ძალად ლომსა თვალად მზესა ტანად ვგვანდი ედემს ზრდილსა ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია მისთა ნაკვესთა წინწალი დამეცეს ხანგრძლად მწველია დიდხან ვერა თქვა სევდამან გული შეუპყრა დარია დაჯდა და მწარეთ სულთ ითქვნა ცრემლი მიწასა გარია სიზმრად მგონია დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია ლხინმან ბნელი განმინათლა დაშრტეს ცეცხლნი რომე მწვიდეს მითხრა ვაშად ამოგიღე არ გასვია გულსა ნარი მოდი ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი დაუმჭნარი სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია არც რამე ჩვენ ვართ ჯაბანნი არ ციხეუმაგრონია შინა მიველ დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა თვალთათ ვითა საგუბარი ცრემლი ცხელი გარდმომჩქებდა ბედი ჩემი უბედური ვჰთქვი თუ ჯერცა ვერ გამეფდა ხელმან ვარდი რად იხელთა რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა გულსა ბნელი გამინათლდა ზედა ლხინი ადგა სვეტად მას ბალიში შემოეგდო მზისა შუქსა სჯობდა მეტად მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარსა დავჯე მივეც გულსა ლხინი საწუთროსა დამგმობარსა მზემან გაყრითა დაგაჭკნე ვითა ყვავილი ბარისა გაგსჯიდა დენა ცრემლისა ნარგისთათ ნაგუბარისა მაგრა რა ვქმნა კვლაცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე გული მომეც გაუყრელად ჩემი შენთვის დაიჭირე მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ ინდოთა თქვენი თხანია მოდავსხდეთ ტარიელისთვის ცრემლი გვდის შეუშრობილი მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი დავჯე რუსთველმან გავლექსე მისთვის გულ ლახვარსობილი აქამდის ამბად ნათქვამი აწ მარგალიტი წყობილი