... (Q-930), XVII ს.

159. ჩუენ: ასრე: მყოფნი: არ: ვარგვართ: რა: გვნახვენ: ვემაჯანებით: შეირტყა: წელთა: ქარქაში: შეჯდა: ტანითა: ჯანებით: მზად: აქუს: მშვილდი: და: ისარი: ჴმალი: მოიმარჯა: ნებით: მისმან: მებრძოლმან: ყუელამან: გაყრამცა: იაჯა: ნებით:

160. ჴელთა: ჰქონდა: ისარ: მშვილდი: მათკენ: მივა: მხიარული: ორთა: კაცთა: წვეროსანთა: ყმა: მოჰყუანდა: უწვერული: თავსა: ჰქონდა: დაკოდილი: შეებნიდა: სისხლსა: გული: სტიროდეს: და: იჭიროდეს: ცოტა: ედგა: მას: გლახ: სული:

161. უყივლა: თუ: ძმანო: ვინ: ხართ: მეკობრეთა: დაგამსგავსენ: მათ: მიუგეს: გვიშველე: რა: დაგვიწყნარდი: ცეცხლნი: ავსენ: ვერა: გვარგო: მოგვიტკივნე: ჭირნი: ჭირთა: მოგვისავსენ: სატირელნი: მოგუიტირენ: ღაწვნი: შენცა: დაიმხასენ:

162. ავთანდილ: მიდგა: ეუბნა: მათ: კაცთა: გულმდუღარეთა: მათ: უთხრეს: მათი: ამბავი: ტირილით: მოუბარეთა: ჩუენ: ვართო: ძმანი: სამნივე: მით: ვიდენთ: ცრემლთა: მწარეთა: დია: სჯობს: ციხე: ქალაქი: ხატაეთს: არემარეთა:

163. კარგი: გვესმა: სანადირო: ნადირობას: წამოვედით: გვჰყუეს: ლაშქარნი: უთუალავნი: წყლისა: პირსა: გარდაჴედით: სანადირო: მოგვეწონა: თვესა: ერთსა: არ: წავედით: ვჴოცეთ: მჴეცსა: უზომოსა: მინდორით: და: მთით: და: ქედით:

164. ჩუენ: სამთა: ძმათა: ჩვენთანა: მესროლნი: დავაწბილენით: მით: ერთმანერთსა: სამნივე: ჩუენ: კიდე: დავეცილენით: მე: უკეთ: მოვჰკლავ: მე: გჯობო: სიტყვანი: ვავაქილენით: ვერ: გავაჩინეთ: მართალი: ვისარჩლეთ: ვითაკილენით:

165. დღეს: ავჰყარენით: ლაშქარნი: სავსენი: ირმის: ტყავითა: ვთქუით: გავაჩინოთ: მართალი: ვინცა: ვინ: ვსჯობდეთ: მკლავითა: თავსა: ვიახლნეთ: მარტონი: დავდგეთ: მართ: ოდენ: თავითა: თვით: დანახულსა: მოვჰკლევდეთ: ნუ: ვესურვით: დამნახავითა:

166. ჩვენ: ვიახლენით: სამთავე: სამნივე: მეაბჯრენია: მოვინადირეთ: მინდორი: ისი: ტყენი: და: ღრენია: ლაშქართა: წასულა: უბრძანეთ: მით: არას: მოაზრენია: ვჴოცეთ: მხეცი: მფრინველი: რაცა: ზე: გარდაგვფრენია:

167. ანაზდად: მოყმე: გამოჩნდა: კუშტი: პირ: გამქუშავია: იგი: ზედა: ჯდა: ტაიჭსა: მერანი: რამე: შავია: თავსა: და: ტანსა: ემოსა: გარეთმა: ვეფხის: ტყავია: ჯერთ: მისი: მსგავსი: შვენებით: კაცთაგან: უნახავია:

168. უჭვრიტეთ: მისთა: ელვათა: შუქნი: ძლივ: გავიცადენით: ვთქუით: თუ: მზეაო: ქუეყნად: ნუ: ვეუბნებით: ცად: ენით: მისი: მოგვინდა: შეპყრობა: ვჰკადრეთ: და: შევეცადენით: ასრე: სულთქმით: და: ვაებით: მით: ვართ: ცრემლისა: დადენით:

169. მე: უხუცესმან: უმცროსთა: კაცი: დავსთხოვე: ქენებით: ჩემა: შედეგმან: ტაიჭი: მისი: თვით: აქო: ხსენებით: იმან: მართ: ოდენ: მორევნა: გუითხრა: უვალნეთ: ჩვენებით: მივმართეთ: იგი: აგრევე: წყნარად: მივა: და: შვენებით:

170. ბროლმან: ლალსა: გარეულმან: ვარდნი: თხელნი: ანატიფნა: მისი: ტკბილნი: გონებანი: ჩუენთვის: მეტად: გაამყიფნა: არ: აგვიხუნა: არცა: დაგუდვა: ყოლედ: არად: ამოგვკრიფნა: მისი: მკვეხრად: მოუბარნი: მათრაჴითა: შეგუამწიფნა:

171. უმცროსსა: ძმასა: მივეცით: უფროსთა: დავეზიდენით: ჴელი: მოჰკიდა: დასდეგო: ესეცა: უთხრა: კიდ: ენით: მან: ჴრმალსა: ჴელი: არ: მიჰყო: ჩუენ: ამად: დავერიდენით: თავსა: გარდაჰკრა: მათრაჴი: ვნახეთ: სისხლისა: მიდენით:

172. ჩუენი: ძმა: გლახ: დაკოდილი: მასვე: წამსა: ჩამოვარდა: მისმან: შიშმან: დაგვაწყნარნა: იგი: ყოლე: არ: აჩქარდა: მასმცა: მიღმა: რაღა: ვჰკადრეთ: ვისგან: ყოფა: გაგუიმწარდა: ვთქუით: თუ: უჴმლოდ: მოგვერია: ჴლმით: გაგუჴდის: ფარა: ფარად:

173. მით: ერთითა: მათრაჴითა: თავი: ასრე: გარდაჰფრიწა: ვითა: მკუდარი: უსულო: ჰქმნა: ვითა: მიწა: დაამიწა: მისი: რამე: მკადრებელი: მოამდაბლა: მოამიწა: თვალთა: წინა: წაგვივიდა: ლაღი: კუშტი: ამაყი: წა:

174. აღარ: დაბრუნდა: წავიდა: წყნარად: და: აუჩქარებლად: აი: ეგერა: მივა: ნახეო: იგი: მზეებრ: და: მთვარებლად: შორს: უჩუენებდეს: ავთანდილს: მტირალნი: გაუხარებლად: ოდენ: სჩნდა: შავი: ტაიჭი: მისი: მის: მზისა: მარებლად:

175. აჰა: მიხუდა: ავთანდილსა: ღაწვთა: ცრემლით: არ: დათოვნა: რადგან: ცუდად: არ: წაუჴდა: მას: ეზომი: გარეთ: ყოვნა: კაცსა: მიხუდა: საწადელი: რას: ეძებდეს: მისი: პოვნა: მაშინ: მისგან: აღარა: ჴამს: გარდასრულთა: ჭირთა: ხსოვნა:

176. უთხრა: თუ: ძმანო: ვარ: ვინმე: ღარიბი: უადგილოსა: მე: იმა: ყმისა: საძებრად: მოვშორდი: საგაზრდილოსა: აწ: თქუენგან: მივხუდი: წადილსა: ძნელსა: არ: საადვილოსა: აგრეცა: ღ~თი: ნურას: ნუღარ: იქს: თქუენსა: დასაღრეჯილოსა:

177. ვითა: მე: მივხუდი: წადილსა: ჩემის: გულისა: ნებასა: აგრემცა: ღ~თი: ნურას: იქს: თქუენისა: ძმისა: ვნებასა: უჩვენა: მისი: სადგომი: მიდითო: ნებანებასა: ჩრდილსა: გარდასვით: მაშურალნი: მიეცით: მოსვენებასა:

178. ესე: უთხრა: და: წავიდა: ცხენი: გაქუსლა: დეზითა: გაფრინდა: ვითა: გავაზი: არ: გაშვებული: ხეზითა: ვით: მთვარე: მზისა: შემყრელი: მზე: სინათლითა: ზეზითა: დაივსო: ცეცხლი: შემწველი: მისითა: მან: მიზეზითა: