... (Q-930), XVII ს.

179. მიეწურა: იგონებდა: ახლოს: შეყრა: ვითა: აგოს: საუბარმან: უმეცარმან: შმაგი: უფრო: გააშმაგოს: ჴამს: რომ: კაცმან: გონიერმან: ძნელი: საქმე: გამოაგოს: არ: სიწყნარე: გონებისა: მოიძულოს: მოიძაგოს:

180. რადგან: ისი: არის: რადმე: უცნობოდ: და: ისრე: რეტად: რომე: კაცსა: არ: მიუშვებს: საუბრად: და: მისად: ჭვრეტად: მივეწევი: შევიყრებით: ერთმანერთის: ცემა: ჟლეტად: ანუ: მოვჰკლავ: ანუ: მამკლავს: დაიმალვის: მეტისმეტად:

181. მე: ამა: ყმისა: საკრავად: ჴმალსაცა: ვით: მიჰყევ: ნები: რა: მოვჰკლავ: არცა: მოვჰკვდები: არ: ვივნებ: არცა: ვევნები: შორით: თვალისა: მიუგებ: უკანა: დავედევნები: იარეს: გავლეს: მრავალი: მინდორი: შამბნარი: ჴევნი:

182. ავთანდილ: იტყუის: ეზომნი: ჭირნიმცა: რად: ვაცუდენი: რაცაღა: არის: არ: არის: თუმცა: არ: ედგის: ბუდენი: სადაცა: მივა: მივიდეს: რამცა: მოვლიდეს: ზღუდენი: მუნღა: ვძებნნე: ღონენი: ჩემნი: არ: დასამრუდენი:

183. წინაუკანა: იარეს: ორნი: დღენი: და: ღამენი: დღისით: და: ღამით: მაშურალნი: არ: საჭამადთა: მჭამენი: არსადა: ხანი: არ: დაჰყუეს: ერთნი: თვალისა: წამენი: მათ: თვალთა: ცრემლნი: სდიოდეს: მინდორთა: დასალამენი:

184. დღისით: ვლეს: და: საღამოჟამ: გამოუჩნდეს: დიდნი: კლდენი: კლდეთა: შიგან: ქუაბი: იყო: პირსა: წყალი: ჩანადენი: წყლისა: პირსა: არ: ითქმოდა: შამბი: იყო: თუ: რასდენი: თვალთუწდომი: ხე: მაღალი: კლდემდის: იყო: ანაყრდენი:

185. მან: ყმამან: ქუაბსა: მიმართა: განვლნა: წყალნი: და: კლდენია: ავთანდილ: ცხენსა: გარდაჴდა: მონახნა: დიდნი: ხენია: მა: ზედა: ჭურეტად: გავიდა: ძირსა: დააბა: ცხენია: მუნით: უჭურეტდა: იგი: ყმა: მივა: ცრემლ: მინადენია:

186. რა: ტყენი: გავლნა: მან: ყმამან: მოსილმან: ვეფხის: ტყავითა: მათ: ქუაბთა: კართა: გამოდგა: ქალი: ჯუბითა: შავითა: ატირდა: მაღლად: ცრემლითა: ზღვათაცა: შესართავითა: იგი: ყმა: ცხენსა: გარდაჴდა: ყელსა: მოეჭდო: მკლავითა:

187. ყმამან: უთხრა: დაო: ასმათ: ჴიდი: ზღვასა: ჩაგვიცვივდეს: ვეღარ: მივხუდეთ: ჟამიერად: ჩვენ: ვისიცა: ცეცხლი: აწვივდეს: ესე: თქუა: და: მკერდსა: ჴელი: იკრა: ცრემლნი: გარდმოსცუივდეს: ქალი: შებნდა: მოეხვია: ერთმან: ერთის: სისხლი: სწვიმდეს:

188. იგი: ტევრი: გაეჴშირა: დანაგლეჯსა: მათსა: თმასა: ერთმანერთსა: ეხვეოდეს: ყმა: ქალსა: და: ქალი: ყმასა: იზახდიან: მოთქმიდიან: მოსცემდიან: კლდენი: ჴმასა: ავთანდილ: სჭვრეტს: გაკვირვებით: მათსა: ეგრე: ქცევა: ზმასა:

189. სული: დაიღო: მან: ქალმან: დასთმო: გულისა: წყლულობა: ქუაბს: შეიყუანა: ტაიჭი: მოჴადა: აკაზმულობა: შეხსნა: მას: ყმასა: შეიღო: აბჯრისა: წელ: მორტყმულობა: შინა: შევიდეს: მას: დღესა: გარდაჴდა: გამოსრულობა:

190. ავთანდილს: უკუირს: ამბავი: ისი: თუ: ვსცნაო: მე: რითა: გათენდა: ქალი: გამოდგა: მოსილი: მითვე: ფერითა: შავსა: აუდვა: ლაგამი: სწმენდდა: რიდისა: წვერითა: შეკაზმა: მოაქუს: აბჯარი: წყნარად: არ: რამე: ჩხერითა:

191. მის: მოყმისა: წესი: იყო: მეტსა: თურე: არას: ვეჯდა: ერთმანერთსა: მოეხუივნეს: აკოცა: და: ცხენსა: შეჯდა: ქალი: ტირს: და: მკერდსა: იცემს: თმისა: ტევრსა: გაიგლეჯდა: ასმათ: აგრე: დაღრეჯილი: კულა: უფრორე: დაიღრეჯდა:

192. ავთანდილ: ახლოს: კვლა: ნახა: სახე: მისივე: კაცისა: ულვაშაშლილი: წვერგამო: ნუ: თუ: მზეაო: ვთქუა: ცისა: ეყნოსა: სული: ალვისა: ქართაგან: მონატაცისა: ასრე: სჩანს: მოკულა: ლომისა: მართ: ვითა: ლომსა: ვაცისა:

193. მასვე: გზასა: წამოვიდა: რომე: გუშინ: შეეარა: შამბი: გავლო: გაეშორა: თავი: მინდორს: გააგარა: ავთანდილ: სჭურეტს: გაკუირვებით: მალვით: ხესა: მოეფარა: თქუა: თუ: ღ~ნ: ესე: საქმე: მეტად: კარგად: მომიგვარა:

194. ავთანდილ: თქუა: ჟამად: ვჰპოვე: ვრბოდი: ვისთვი: სრულთა: მისგან: კიდე: მამსახურე: ვნახო: ჰგუანდეს: ნუთუ: ვითა: ნუთუ: რასაც: მოელოდე: მითხრას: ამან: მე: ამბავთა: თვარე: მე: ვარ: იგი: ლომი: რომე: მჴეცთა: მოსვრის: ჴმლითა:

195. აწ: ამას: ჩემთვის: ღ~თისაგან: სხვა: საქმე: რა: ვამჯობინო: ქალი: შევიპყრა: მის: ყმისა: ამბავი: ვაამბობინო: ჩემი: მას: უთხრა: მისი: მე: მართალი: გავაბჭობინო: მას: ყმასა: ჴმალი: არა: ვჰკრა: არც: მას: დავისობინო:

196. ჩამოვიდა: ცხენი: ახსნა: მისგან: ხესა: გამობმული: ზედა: შეჯდა: გაემართა: ქუაბი: დახუდა: კარგახმული: მუნით: ქალი: გამოიჭრა: გულმდუღარე: ცრემლდასხმული: ეგონა: თუ: დაბრუნდაო: პირი: ვარდი: ფერ: ბაკმული:

197. ვერ: იცნა: სახე: არ: ჰგუანდა: მისი: მის: ყმისა: სახესა: ფიცხლა: გაიქცა: მიმართა: ზახილით: კლდესა: და: ხესა: ყმა: გარდაიჭრა: დააბა: ვითა: კაკაბი: მახესა: ჴმას: სცემდეს: კლდენი: და: ქალი: იზახის: მუნ: ერთსახესა:

198. მას: ყმასა: თავი: არ: მისცა: ჭვრეტადცა: ებილწებოდა: ვითა: კაკაბი: არწივსა: ქუეშე: მი: და: მო: წრწებოდა: ტარიელს: ვისმე: უზახდა: მწედ: თუმცა: არ: ემწებოდა: ავთანდილ: მუჴლთა: უყრიდა: თითითა: ეხვეწებოდა: