ვეფხისტყაოსანი, 1986 წ.

1657. ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს; ობოლ–ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს; ავის მქმნელნი დააშინნეს, კრავნი ცხვართა ვერ უწოვდეს, შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთგან ძოვდეს.

დასასრული

1658. გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა; გარდახდეს, გავლეს სოფელი, ნახეთ სიმუხთლე ჟამისა! ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა, ვსწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად ამისა.

1659. ქართველთა ღმრთისა დავითის, ვის მზე ჰმსახურებს სარებლად, ესე ამბავი გავლექსე მე მათად მოსახმარებლად ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად, ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა გამახარებლად.

1660. დავითის ქნანი, ვითა ვთქვნე სიჩალხე-სიხაფეთანი! ესე ამბავნი უცხონი, უცხოთა ხელმწიფეთანი, პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი, ვპოვენ და ლექსად გარდავთქვენ, ამითა ვილაყფეთანი.

1661. ესე ასეთი სოფელი არვისგან მისანდობელი, წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი! რასა ვინ ეძებთ, რას აქმნევთ? ბედია მაყივნებელი, ვის არ შეუცვლის, კარგია, ორისავ იყოს მხლებელი.

1662. ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა, აბდულ-მესია – შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა, დილარგეთ – სარგის თმოგველსა, მას ენა-დაუშრომელსა, ტარიელ – მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლ-შეუშრომელსა.