... (H-1290), XIX ს.

1. სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქმნის ღარად და ღარად იტყვის მზე ჩემგან თავისად კმა დასადებლად აღარად მიკვირს თუ გული ალმასი შავმან წამწამმან დაღა რად ვირე ვნახვიდე სოფელო მინდი სალხინოდ აღარად

2. ვინ უწინ ედემს ნაზარდი ალვა მრგო მომრწყო მახია დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა დანასა მახია დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დამიბა მახია აწღა ვსცან საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია