... (S-1675.a), XVII-XVIII სს.

1. ჩვენ : სამთა : ძმათა : ჩვენთანა : მესროლნი : დავაწბილენით: მით : ერთმანერთსა : სამნივე : ჩუენ : კიდე : დავეცილენით: მე : უკეთ : მოვჰკლავ : მე : გჯობო : სიტყვანი : ვავაქილენით: ვერ : გავაჩინეთ : მართალი : ვისარჩლეთ : ვითაკილენით:

2. დღეს : ავჰყარენით : ლაშქარნი : სავსენი : ირმის : ტყავითა: ვთქუით : გავაჩინოთ : მართალი : ვინ : ვსჯობთ : თავისა : მკლავითა: თავსა : ვიახლნეთ : მარტონი : დავდგეთ : მართ : ოდენ : თავითა: თვით : დანახულსა : მოვჰკლვიდეთ : ნუ : ვესრვით : დამნახავითა:

3. ჩვენ : ვიახლენით : სამთავე : სამნივე : მეაბჯრენია: ლაშქართა : წასულა : უბრძანეთ : მით : არას : მოაზრენია: მოვინადირეთ : მინდორი : ისი : ტყენი : და : ღრენია: დავჰხოცეთ : მხეცი : მფრინველი : რაცა : ზე : გარდაგვფრენია:

4. ანაზდად : მოყმე : გამოჩნდა : კუშტი : პირგამქუშავია: ზედა : ჯდა : შავსა : ტაიჭსა : მერანი : რამე : შავია: თავსა : და : ტანსა : ემოსა : გარე : : თმა : ვეფხის : ტყავია: ჯერთ : მისი : მსგავსი : შვენებით : კაცთაგან : უნახავია:

5. რა : მათ : კაცთა : ესე : სიტყუა : თქვეს : ავთანდილ : ვაგლახ : ვება: მოეგონა : მისი : მზე : და : მეფესთანა : მისი : შვება: ჱე : მოგშორდი : ჩემო : მზეო : მომხუდეს : შენი : თუ : შოვება: იყოს : ჩემთა : ჭირთა : ნაცვლად : ნეტარ : მე : და : იშოვება:

6. უჭვრიტეთ : მისთა : ელვათა : შუქნი : ძლივ : გავიცადენით: ვჰთქუით : თუ : მზეაო : ქუეყნად : ნუ : ვეუბნებით : ცად : ენით: მისი : მოგვინდა : შეპყრობა : ვჰკადრეთ : და : შევეცადენით: ასრე : სულთქმით : და : ვაებით : მით : ვართ : ცრემლისა : ცადენით:

7. მე : უხუცესმან : უმცროსთა : კაცი : დავსთხოვე : ქენებით: ჩემან : შედეგმან : ტაიჭი : მისი : მით : აქო : ხსენებით: ამან : მართ : ოდენ : მორევა : გუითხრა : უვალნეთ : ჩვენებით: მივმართეთ : იგი : აგრევე : წყნარად : მივა : და : შვენებით:

8. ჩვენ : მისითა : მიზეზითა : აწ : ვართ : ლომო : შეჭირვებით : ცაცა : მისად : არა : ჰკვირან : მივიდოდა : თავის : ნებით : შესაპყრობლად : ჴელი : ვჰკადრე : მაგრა : მეტად : შეზარებით: ასრე : მწარედ : მათრაჴითა : ჩამოგუფრიწა : არ : ჴმალ : ხლებით:

9. ესე : ამბავი : ავთანდილ : პირმზემან : მაგარ :ვადამან: რა : მოისმინა : იამა : სხვად : არა : გააცხადა : მან: შესწირა : ღ~თსა : მადლობა : ტურფამან : დანაბადამან: ამბავი : ჩემი : სალხინო : მითხარო : ვისმანღა : დამან:

10. ფატმანს : უთხრა : საყუარელო : კმა : ხარ : ჩემთვის : სასურველად: მე : ამბავი : სანატრელი : მომასმინე : არ : პირბნელად: მაგრა : საქმე : ქაჯეთისა : გამაგონე : უფრო : მრთელად: ქაჯნი : ყუელა : უჴორცოა : რამან : შექმნა : ჴორციელად:

11. მის : ქალისა : სიბრალული : ამანთებს : და : მიდებს : ალსა: მაგრა : ქაჯნი : უჴორცონი : რას : აქნევენ : მიკვირს : ქალსა: ფატმან : უთხრა : მამისმინე : მართლად : გხედავ : მანდა : მკრთალსა: არ : ქაჯნია : კაცნიაო : მინდობიან : კლდესა : სალსა:

12. ქაჯნი : სახელად : მით : ქუიან : არიან : ერთად : კრებულნი: კაცნი : გრძნებისა : მცოდნენი : ზედა : გაჴელოვნებულნი: ყოველთა : კაცთა : მავნებნი : იგი : ვერვისგან : ვნებულნი: მათნი : შემბმელნი : წამოვლენ : დამბრმალნი : დაწბილებულნი:

13. იქმენ : რასმე : საკვირველსა : მტერსა : თვალთა : დაუბრმობენ: ქართა : აღსძურენ : საშინელთა : ნავსა : ზღვა : ზღვა : დაამხობენ: ვითა : ჴმელსა : გაირბენენ : წყალსა : წმიდად : დააშრობენ: სწადდეს : დღესა : ბნელად : იქმენ : სწადდეს : ბნელსა : ანათობენ:

14. ამისთუის : ქაჯად : უჴმობენ : გარეშემონი : ყველანი: თვარა : იგიცა : კაცნია : ჩვენებრვე : ჴორციელანი: ავთანდილ : მადლი : უბრძანა : ცეცხლნი : დამივსენ : ცხელანი: დიდად : მიამნეს : ამბავნი : სიტყუანი : აწინდელანი:

15. გულითა : ღმერთსა : ადიდებს : ავთანდილ : ცრემლთა : მდენელი: თქუა : ღმერთო : გმადლობ : რომელი : ხარ : ჭირთა : მომალხენელი: ყოფილი : მყოფი : უთქუმელი : ყურთაგან : მოუსმენელი: წყალობა : თქუენი : იჩქითად : არს : ჩვენი : გარდმომფენელი:

16. მის : ამბისა : ცნობისათვის : ცრემლით : ღ~თსა : ადიდებდა: ფატმან : ეჭუდა : თავისათვის : ამად : ცეცხლსა : კულავ : იდებდა: ყმა : ნამუსსა : ინახვიდა : სიყუარულსა : იფერებდა: ფატმან : ყელსა : ეხვეოდა : პირსა : მზესა : აკოცებდა: