... (Fr. Q-114), XVI ს.

1. [………………………………………………….....................…………….] [………………………………………………………..........................……….] უტურფესთა სეფედ დასხმენ ფასსა მუნვე დაუთვლიან მათ მაშინვე ააზატებს ვითა სწადდეს დასჰყიდიან

2. [...........] საბატიოთა მათ მართებს გამოსუენება დამყენებელთა უბრძანებს მართებდეს ვის დაყენება აწ იგი აქა არ არის რას მარგებს მისი ჴსენება გამოგება და წაყუანა მას მართებს თქუენი ქენება

3. [.......] ხათუნ შინა არის ხათუნი და ცოლი მისი პურად კარგი მასპინძელი მხიარული არ თუ მქისი მას ვაცნობო მოსულა თქუენი წაგიყვანოს ვითა თუისი წინა კაცსა მოგაგებებს ქალაქს შეხუალ ნათლივ დღისი

4. [........] უთხრა წადიო აგრე ქმენ რაცა გწადიან მებაღე მირბის იხარებს ოფლი მკერდამდის ჩასდიან ხათუნსა უთხრა ამბავი მე ესე დამიქადიან ყმა მოვა მისთა მჭურეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან

5. [..........] ვინმე პატრონი არს ქარავნისა დიდისა საროსა მგზავსი ნაზარდი და მთუარე დღისა შუიდისა შუენის ჯუბა და მოხუევა ძოწეულისა რიდისა მე მიჴმო მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა

6. [...........] ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი მოუკაზმნა ქარვასრანი დააყენა ბარგი მათი [.......................................................................................] [......................................................................................]

7. [.....] გახდა შემოაკრფეს ქალაქისა ერნი სრულად [.....] აქათ იჯრებოდეს ვუჭვრიტოთო ამას რულად [........] ნდომით შეფრფინვიდეს ზოგნი იყვნეს სულ წასრულად [.........] ცოლთა მოიძულვეს ქმარნი დარჩეს გაბასრულად

8. ფატმან ცოლი უსენისი გაეგება კართა წინა მხიარულად უსალამა სიხარული დაიჩინა ერთმანერთი მოიკითხეს შევიდეს და დასხდეს შინა [..........] ხათუნს მოსლვა მისი შევითვატყევ არ ეწყინა

9. ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე არ ყმაწვილი მაგრა მზმელი ნაკვთად კარგი შავგრემანი პირმსუქანი არ პირხმელი მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული ღვინის მსმელი [.............] სასალუქო დასაბურავ ჩასაცმელი

10. მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა მიმღებელთა თქვეს თუ ვარგა ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს ღმერთო არ დაკარგა სვეს და ჭამეს დასაწოლად ყმა გავიდა ღამით გარ გა

11. [...............] ყუელაი უჩვენა გაახსნევინა [..............] გარდასხნა ფასიცა დაათვლევინა [...............................] აჰკიდა გააწევინა [............................] ვაჭრობდით ნუ გამამჟღავნებთ მე ვინა