... (H-3249), XVII ს.

1. [........................................................................................] სხვა გახარება[..............................................................] ჯამი და ჭიქა ყუელაი ფეროზისა და ლალისა არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშუება მთრვალისა

2. მე მუნა მყოფი მივეცი საქმესა მეტისმეტასა არ შემომხედნის შევხედნი ცეცხლმან დამიწყის შრეტასა კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა რა უამ არის პირისპირ საყუარელისა ჭურეტასა

3. დააგდეს მღერა მუტრიბთა სულეთო თავი ხარიან მიბრძანეს შვილო ტარიელ ვით გითხრათ ვით გვიხარიან ნეტარძი გუაქვსო მებრძოლნი მით ჩუენნი ვაგლახ არიან მართალან შენნი მჭურეტელნი არ ცუდად იმკუეხარიან

4. აწ თუცა გმართებს შემოსვა ვის მორჭმით მოგივლენიან არ შეგმოსთ მაგა კაბათა არ აგჴდით ტურფად გშუენიან აწ გქონდეს ასი საჭურჭლე ვის შუქნი მოგიფენიან [......................] რაცა გწადს ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან

5. [..........................................................................................] [............................................................................................] [..............................]ადგეს თვით იგი მზენი მზეთანი [..........] ზომნი ვით გითხრა ლაშქართა სისავსეთანი

6. კვლაცა დაჯდა მხიარული მოიმატა სმა და მღერა კულავ გაგრძელდა ნადიმობა ბარბითი და ჩანგთა ჟღერა ძილპირამდის სიხარულსა სიხარული გუანდა ვერა დედოფალი წამოვიდა გაეყარა მწუხრსა დღე რა

7. ავიყარენით მიგუჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა [.......................]შემოველ შემქნა ცნობა მათ ვითა რეტისა [........] მქონდა ტყუექმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა მეგონებოდა მალხენდის გონება მისგან ჭურეტისა

8. მონა მოვიდა მიამბო ამბავი მე მართალიო [......] ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალიო მაშინვე ვიცან ავიჭერ ჩქარჩქარად გულ[............] [.................................................................................]