... (S-4699), XIX ს.

1. ქართველთა ღ~თისა დავითის ვის მზე მსახურებს სარებლად ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამათებლად ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად ორგულთა მათთა დამწველად ერთგულთა დამამგრებლად

2. დავითის ქნანი ვითა ვთქუნე სიჩალხე სიხაფეთანი ესე ამბავი უცხონი უცხოთა ჴელმწიფეთანი პირველ ზნენი და საქმენი ქებანი მათ მეფეთანი ვპოვე და ლექსად გარდავთქუენ ამითა ვილაყფეთანი

3. ესე ასეთი სოფელი არვისგან მისანდობელი წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი რასა ვინ ეძებთ რას აქნევთ ბედია მაყივნებელი ვის არ შეუცვლის კარგია ორისავ იყოს მხლებელი

4. ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა აბდულ მესია შავთელსა ლექსი მას უქეს რომელსა დილარგეთ სარგის თმოგველსა მას ენა დაუშრომელსა ტარიელ მისა რუსთველსა მისთჳს ცრემლ შეუშრომელსა

5. აწ დაიბეჭდა სტამბაში პირველ ნაწერი ჴელისა უგბილთა ფრიად სასწავლო გონიერთ გულთა თმენისა მეფის ვახტანგის ბრძანებით და სიბრძით კეთილ მქნელისა ნაღვაწი მისის მლოცვლისა მესტამბე მიქაელისა .

6. დაესრულა ესე წიგნი ქორონიკონს უნსა სმულსა ყველაკასა უხაროდა რიტორსა და ხმა უსულოსა საღ~თოა და საეროცა ვისაცა აქუს სმენა გულსა უსწავლელსა სიბრძნეს მისცემს გონიერსა გულს უსრულსა